Apr 30, 2010

ვისთვის შენდება ასი საავადმყოფო?

თავი მოგაბეზრეთ მაგრამ თავს ვერ ვიკავებ რომ არ დავწერო იმ თემებზე რომლებიც ჩემს აღშფოთებას იწვევს როცა კურიერს ვუყურებ. (არ მითხრათ კურიერს რატომ უყურებო, აბა რა ვქნა? საიდან გავიგო რა ხდება ქვეყანაში?)

არ ვიცი გაიგეთ თუ არა რომ უახლოს მომავალში 100 საავდმყოფო აშენდება ჩვენს ქვეყანაში. შენების საწინაამღდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, რაც მეტი რამ გაკეთდება მით უკეთესი, მაგარამ გვჭირდება 100 ახალი საავადმყოფო თუ არა? ვინმემ შეისწავლა ესა? კომუნისტების დროს ყველა რაიონში იყო საავადმყოფო და სამედიცინო მისაღები მუნქტი, სად წავიდნენ ის შენობები? გაქრნენ? არ შეიძლება იმათი რეაბილიტაცია? გარდა ამისა, გვყავს კი იმდენი პერსონალი, ადამიანიური რესურსი რომელიც ამდენ საავადმყოფოს მოემსახურება? აქვს კი ხალხს იმდენი ფული რომ ეს მომსახურებ იყოდის? თუ აშენდება ეს საავადმყოფოები და ”კულტურული ძეგლის” ფუნქციას შეასრულებს?

დღევანდელ კურიერში ასევე აჩვენეს რა ცუდი ინფრასტუქტურაა მოძრაობაშეზღუდულ ადამიანებისათვის . ასე თქვეს რომ ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 250 000 ადმიანია მსგავსი პრობლემებით, არ ჯობია პირველ რიგში ეს ინფრასტრუქტურა მოგვარდეს, საავადმყოფოების გახსნას კი რეაბილიტაციის ცენტრები გაიხსნანს და კადრები მომზადდეს? რატომ არ ფიქრობს ის ხალხი ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ცოტა პრაქტიკულად? არ ვიცი რააა :(

Apr 29, 2010

Tamaskan dog - ჩემი მომავალი ძაღლი!

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა! მე მივხვდი რა ძაღლი მინდა მყავდეს, აქამდე მინდოდა ხან ლაბრადორი, ხან კავკასიური, ხან სპანიელი და ხანაც ჩვეულებრივი მეტისი, მაგრამ ამ ძაღლის ნახვის შემდეგ უბრალოდ მივხვდი რომ ეს არის ის!!!!

Tamaskan dog სწორედ ის ძაღლია რომელიც მინდა. ლეკვის აქ შოვნა როგორ გამოვა არ ვიცი, მაგრამ საბედნიეროდ ძაღლის სამშობლო ფინეთი აქვე ახლოსაა და ყოველთვის შეიძლება წასვლა და ლეკვის ყიდვა.
ლეკვის ფასი 800$ დან იწყება. ჩვეულებრივი ფასია, ლაბრადორიც ამდენი ღირს, სპანიელიც და კავკასიურიც, ზოგჯერ კი უფრო მეტიც. წავიკითხე რომ საშინლად თბილები არიან. მათი დამყოლი ხასიათის გამო ადვილია წვრთნა. ძაღლებს დამხმარე და მაშველ ძაღლებად ზრდან, მათი ძალიან კარგი ყნოსვის და სტამინას გამო. ერთი უარყოფითი თვისება ხასიათში ის ეწერათ, რომ რადგან ძალიან უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, თუ ყურადღება აკლდებათ დესტრუქციულ ქცევას მიმართავენ, ანადგურებენ ნივთებს.
დაუჯერებელია ხომ? მგელს გავს მაგრამ სინამდვილეში უთბილესი და უკეთილესი ძაღლია. კიდევ წერდნენ რომ ჰასკისაგან და მალამუტისაგან განსხვავებით ადვილად ემორჩილებიან წვრთნას, საყელურს, და ა.შ. სულ რამოდნიმე გამეორებაა საჭირო რომ ძაღლმა ისწავლოს ძირითადი ბრძანებები.

ეს ჯიში ჩემთვის ახალი აღმოჩენაა და სიმართლე გითხრათ ველოდები იმ დღეს როცა მუშაობას დავიწყებ რომ შევძლო ძაღლის ყიდვა და რჩენა.

Eng:
Shortly - I WANT TO HAVE A TAMASKAN DOG!!!

წინა საარჩევნო შეპირებები

არჩევნებამდე ვაგრძელებ ჩემ საარჩევნო კომპანიას. ჩემი ძვირფასი პოტენციური ამომრჩევლებისათვის ”ვამჟღავნებ” საარჩევნო პროგრამას.

ჩემი გამერების შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ დენის, წყლის და გაზის გადასახადი, რადგან თბილისის მერია სრულიად დააფინანსებს თქვენს გადასახადებს (ბიუჯეტი რომ ამოიწურება თქვენი ფანტაზიისათვის მომინდვია რა მოხდება). ჩემი გამერების შემთვევაში ყველა დასაქმდება, იმდენი სამუშაო ადგილი გაჩნდება არჩევანიც კი გაგიჭირდებათ (მე რა რომ ამისატვის დევიდ კოპერფილდის საქართველოში ჩამოყვანა დაგვჭირდება). კანონი იკანონებს, ქურდი კიდე იქურდებს და ბოლოს თქვენ ვერასდროს გეტყვიან - ” ნასკი გამხადე ქალო!!!”

ეს სულ მცირედი იმ გეგმებისა რომლის შესრულებასაც მე გპირდებით გამარჯვებისას!

Apr 28, 2010

Support Tomushka to become Mayor of Tbilisi - ანუ სრულიად ბლოგოსფეროს თბილისის მერი

ცნობილმა ბლოგერმა და სახისწინგაკელმა საზოგადო მოღვაწემ ლანდიშამ გადაწყვიტა თავის კანდიდატურის წამოყენება თბილისის მერის ”თანამდებობაზე” :D :D

მე ღრმად მწამს რომ ლანდიშები უნდა იყვნენ ლარნაკში და არა მერის სავარძელზე, ამიტომ გამოვთქვავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ზემოთხსენებული კანდიდატურის გამო. გარდა ამისა რადგან მე არავინ მასახელებს კანდიდატად, ამიტომ ჩემს თავს თავად ვასახელებ და მონაწილეობას ვიღებ სრულიად ბლოგოსფეროს თბილისის მერის არჩევნებში.

რას გპირდებით? ვერ შეგპირდებით რომ მოვირგებ ყველა პროფესიას, თონეში ვერ ჩავეყუდები, ვერ გავყიდი ტკილეულს, ვერ ვიმუშავებ მტვირთავად და ა.შ. ასევე ვერ დავწერ რას გავაკეთებ გამარჯვების შემთხვევაში, რადგან ეს მინდა თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყოს. მხოლოდ ერთს გპირდებით ტკბილ, თბილ და მშვიდობიან ქალაქს. ამიტომ ველი თქვენს მხარდაჭერას მეგობრებო.

შემოხაზეთ ასობგერა ”ტ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ !! ღმერთო დაიფარე ქართული ბლოგოსფერო და სრულიად საქართველო თავისი მერიით.

Eng:
Just a joke post, I am happy u can not understand Georgian and read how crazy I am. Well, sometimes I can be crazy is not it?
Thanks :)

Killer Pie - გემრიელი ღვეზელი :)

ამ ნამცხვრის გამოცხობის შთაგონება მივიღე ერთი ძალიან ცნობილი უნგრული კერძისაგან რომელიც ბატის ღვიძლით მზდება. კერძს სოუსად აქვს ვაშლისა და წაბლის ნაზავი კონიაკით ხან ღვინოთ, ხოდა ვიფიქრე, თუ სოუსი ასეთი გემრიელია ღვიძლთან ერთად, რატომ არ შეიძლება მისი ნამცხვრად გადაქცევა? და აგერ დღეს გთავაზობთ ექსპერიმენტის შედეგს.

ღვეზელისათვის ძალიან მარტივი ინგიდიენტებია საჭირო, ისეთი რომ ყველა ოჯახში მოიპოვება ნებისმიერ დღეს :) საბოლოოდ თქვენ აი ასეთი ნამცხვარი გექნებათ :)
1. მოვზილოთ ცომი: 2 ცალი კვერცხი ავთქვიფოთ 100 გრამ კარგად დარბლებულ კარაქთან და 100 გრამ შაქართან ერთად. დავამატოთ 3-4 ს.კ. რძე, ან იოგურტი ან მაწონი. მწიკვი სოდა ან ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, ერთი ლიმონის ცედრა. კარგად ავურიოთ და ნელ ნელა ფქვილი შევაზილოთ. ისეთი ცომი უნდა გამოგვივიდეს რომ მისი ფორმაში ხელით გაბრტყელება შესძლოთ. ცომი ჩავდოთ პოლიეთილენის პარკში და მაცივარში შეუძახოთ. რაც მეტი ხნით უკეთესი.

2. ვაშლი 5-6 პატარა ან 4 ცალი საშუალო ზომის ვაშლი გავრეცხოთ, ამოვაცალოთ კურკები და დავჭრათ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. მოვათავსოთ ნაჭრები ღრმა თასში დავამატოთ 4-5 ს.კ. კონიაკი, 100 გრამი შაქარი, 4-5ს.კ. ლიმონის წვენი, დარიჩინი, ცოტა ვანილი და კარგად ავურიოთ. დავდგათ ეს მასა ასე 20 წუთით მაცივარში.

3. წინასწარ გავაცხელო ღუმელი 200 გრადუსზე. ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, ავიღოთ საცხობი ფორმა და მასში თანაბრად გავშალოთ, ისე რომ გვერდებზეც ამოვიდეს.

4. ”კრემი” - 100 გრამი წაბლის პასტა (შეგიძლიათ ნიგოზი გამოიყენოთ) გადავატაროთ მანქანაში, მოვაყაროთ ჩვენს ცომს, მოვაწუწოთ 4-5 ს.კ. კონიაკი, მოვაყაროთ ცოტაოდენი ქიშმიში, ბოლოს კი ლამაზად მოვაწყოთ ვაშლის ნაჭრები. ნახავთ რომ წვენი დარჩება თასში, არ გადაღვაროთ რადგან ცხობის პროცესში დაგვჭირდება.
5. შევდოთ ჩვენი ღვეზელი ღუმელში, შიგდაშიგ შევხედოთ ვაშლი ხომ არ იწვის. როცა შევატყობთ რომ ღვეზელი თითქმის უკვე მზადაა, ავიღებთ ჩვენს წვენს და თავზე თანაბრად მოვასხავთ. ისევ შევდებთ ღუმელში და ასე 5 წუთით რომ შეიბრაწოს ცოტა :)

გემრიელად მიირთვით ნაყინთან ანდ ფინჯან ჩაისთან ერთად :)
Eng:
Here comes a very tasty cake. I've got inspiration from a Hungarian dish the Goose Liver with chestnut and apple souse. I thought, the souse is so tasty, why don't I try and transform it into cake? So here comes the result of the experiment :) Enjoy :)

Base: make a dough from 2 eggs, 100g soft butter, 4-5t.s. milk, pinch of vanilla, skin of half lemon, 100g. sugar. Mix everything well and add as much flour as u think is enough for a very soft dough. Put it in the fridge for min 1 hour. Apple: cut apples as u see above, mix with cinnamon, 4-5 t.s. cognac, sugar as much as u wish, 4-5 t.s. lemon juice. Direction: Put the dough on the form and after put on it chestnut pasta (or u can make from normal nuts), put 4-5 spoons of cognac and some raisins. in the very end add the apples as u see above (u will have some juice left which we gonna use during baking)

Bake the cake 200 degree c. until it is ready., time by time, just brush the apple with juice which u have in an apple bowl.

That's it, enjoy :)

ფუ რაააააააააააა

კაცო, გამაგებინეთ ყოველ წელს ასეთი წვიმები გვაქვს, ყოველ წელს ერთი და იგივე სცენარი მეორედება -დატბორილი სახლები, დანგრეული გზები და ხიდები, დახოცილი შინაური ცხოველი, მაგრამ რითი ვერ ვისწავლეთ ჭკუა ამ ყველაზე ჭკვიანმა ერმა და რატომ არ მივხედავთ საქმეს დროზე? კი მაგრამ წვიმის სეზონზე უნდა ხდებოდეს გამაგრება? მანამდე რა ჩემ ფეხებს აკეთებდნენ სამსახურები რომლებმაც უნდა მიხედონ ამ საქმეს? თუ უკეთესი გაზაფხულის იმკედით იყვნენ?

მოდი და ნუ გაბრაზდები!

Apr 27, 2010

გმირობის ტოლფასი

არ მიყვარს ტელე შოუები, ამისათვის ბევრი მიზეზი მაქვს, მაგრამ ხანდახან მაინც შემომეყურება ხოლმე - როცა მარტო ვარ და ვჭამ. ზუსტად ასე მოხდა სანამ ამ პოსტის წერას დავიწყებდი, ოფრას შოუ იყო სადაც თავიდან უნარშეზღუდულ ბავშვებზე იყო სიუჟეტი მერე კი დაიწყო ის რამაც მაიძულა ეს პოსტი დამეწერა.

დაახლობით 5 წუთის განმავლობაში სიუჟეტში ყვებოდნენ თუ როგორ დაეხმარა ესა თუ ის ადამიანი გაჭირვებაში მყოფ სხვა ადამიანს. მაგალითად ვინმეს დაეჯახა მანქანა და გამოიძახა სასწრაფო, უგონოდ მყოფ ადამიანს ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა, იხსნა ახალაგაზრდა ბიჭი ავი პიტბულისაგან და ა.შ. ვუყურებდი ამ გადაცემას და არ მჯეროდა ჩემი თვალების და ყურების. დავიჯერო ისე გადავგვარდით ადამიანთა მოდგმა რომ გასაჭირში მყოფი სხვა ადამიანის დახმარება გმირობის ტოლფასი გახდა?!

Apr 26, 2010

მთელი რვა კნუტი :)

ეს ამბავი ისე როგორ იქნება რომ ჩემს ბლოგზე არ დავწერო :) ზოოპარკის (რომელიც ქალაქ ბოროსში მდებარეობს) მსოფლიოში ყველაზე მაგარმა ბინადარმა გეპარდმა იცით რამდენი კნუტი გაააჩინააა? არც ერთი, არც ორი, არც სამი, არც ხუთი, არც ექვსი არააამედ რვააააა :) ეს ღირშესანიშნავი მოვლენა თებარვალში მოხდა, და სულ რამოდენიმე დღის წინ, კნუტებს უფლება მიეცათ ეზოში გამოსულიყვნნ და ეთამაშათ :) ერთ ერთ ლოკალურ გაზეთიდან სურათები გადმოვიღე და აგერ თქვენც გიზიარებთ მათ :)

თამაშობენ ”კლდეზე ჩიტი” , არა არაააა, ჩიტი კი არა გეპარდი :) თან ზვერავენ დანარჩენი 5 და ძმა საიდანმე ხომ არ ეპარებიან :)
დედის კუდი ამ ქვეყანაზე საუკეთესო სათამაშოა :)
აიტ, სად მიდიხართ თქვე ეშმაკის ფეხებო?
მოგშივდათ და მოცუნცულდით არააა ? :)
წყარო: www.gp.se

Apr 25, 2010

მოხუცებულთა თავშესაფარი თუ მოხუცებულთა სახლი?

რამოდენიმე დღის უკან დედასთან სრულიად უაზრო შეკამათება მომივიდა. საქმე ეხებოდა ბებიას რომელიც ცუდადაა, და აუცილებელია რომ ვინმე მუდმივად იყოს მის გვერდით. ჩემები ყველა მუშაობს, იცით რა ძნელია ჩვენ ყვეყანაში სამსახურის შოვნა, და ისიც იცით რომ ვერ მისცემ თავს უფლებას რომ არ იმუშავო, ხოდა დედაჩემს ვუთხარი ამიტომ იქნებოდა კარგი რომ რამე თავშესაფარი არსებობდესთქო, რადგან იქ მიხედავდნენ ბებიას, ჩემები კი იმუშავებდნენ და თავსაც მიხედავდნენ და ბებიაჩემსაც. ხოდა ამაზე ლამის გადამერია დედაჩემი, როგორ ჩავაბარებ თავშესაფარში ბებიაშენსო, ესაო ევროპა ხომ არ არისო. ნუ ტექსტი მიხვდით ახლა რა იყო.

ამ კამათის შემდეგ სულ ვფიქრობ და რატომღაც მგონია რომ გაღიზიანების მიზეზი არის სიტყვა ”თავშესაფარი”, დაწესებულებას სადაც მოხუცებს მიხედავენ ”მოხუცებულთა სახლი” რომ ერქვას ვითომ საზოგადოებაში ასეთ რეაქციას გამოიწვევდა? მოდით უკან გადავდოთ ტრადიციები და ფიქრები რას იფიქრებენ მეზობლები და ლოგიკურად ვიმსჯელოთ რატომ არის კარგი ან ცუდი მოხუცებულთა სახლი. მინდა აუცილებლად ავღნიშნო რომ ადამიანის ძალით სადმე წაყვანა გამოვრიცხოთ!!!

გასულ კვირას ინტერვიუს ასაღებად მოხუცებულთა სახლში ვიყავი . სახლი წარმოადგენს სამ სართულიან კორპუსს ორ და ერთ ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინებით. ჩვეულებრივი კორპუსის ბინა იქნებოდა რომ არა პერსონალი რომელიც მას ემსახურება, კერძოდ კი: დიეტოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, სანიტრები, ექთნები, მზარეულები, დამლაგებლები და ა.შ. მოხუცები რომლებიც ამ კორპუსის ბინადრები არიან ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში, ღებულობენ მხოლოდ მათთვის სასარგებლო საკვებს, ვარჯიშობენ, ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, თამშობენ და ა.შ. ჩემი გამოკითხვის შედეგებიც მართლაც რომ საინტერესო აღმოჩნდა - კითხვაზე რამდენად აზრიანია თქვენი ცხოვრება ყველამ დამიწერა რომ ძალიან აზრიანია, მიუხედავად იმისა რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან ცუდი.

ახლა მე თქვენ გეკითხებით, რა უფრო უკეთესია მოხუცის ჯანმრთელობისათვის სახლში გამოკეტვა თუ მსგავს სახლში ცხოვრება?

Eng:
The post is about a very problematic issue in my country, it is connected with traditions, with social relations, values and personality. Senior houses - and people who are in need of such houses. I believe that such houses are the best for them, because they can get professional care from physiotherapists, dietologist, occupational therapist, doctors and nurses , b what is very important is that they can have contact with other seniors.

I believe that we people are not veggies and only food, care and sleep is enough for meaning full life. Everyday activities and relations with others are the key for well being. But how and from where the old people can get this?

FaceBook Problem

ალო ალო, გოვორიტ ტომუშკა :D
ფეისბუქი თქვენთანაც ურევს თუ მარტო მე არ ვევასები? :D :D

Hallo Hallooo :)
I have some problems with face book, can not load it. Sooooo if u need me, catch me via mail or the blog :)

Apr 24, 2010

The Color of Spring :)

ძალიან უჭირს გაზაფხულს მაგრამ შეძლებისდაგვარად ცდილობს ზამთრის გაგდებას და აქაურობს გაფერადებას :). გთავაზობთ რამოდენიმე სურათს რომლებიც დღეს გადავიღე :)
აი ასეთი გაზაფხული გვაქვს დღეს 24 აპრილს :)

დათუნია ბოტანიკურის შესასვლელთან. ყოველ სეზონზე ახალ ფიგურებს რგავენ :)
საკურა ცდილობს აყვავებას, მაგრამ ვერა, ცივა . შარშან ამ დროს აყვავებული იყო :)
პირველი როდოდენდრუმი :) მალე ძალიან ბევრი აყვავილდება, და მხოლოდ მათ გადასაღებად წავალ ბოტანიკურში :)
ალპური ტულპანები (მგონი ასე ქვიათ)იქნებ თქვენ იცოდეთ, რატომ ზის ეს ბაჭია ამ ცხენზე? ჩაგრავს? :D
ციცქნა ყვავილები, რომელთა გარეშეც გაზაფხული ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია :)

კიდევ ბევრ სურათებს დავდებ მომავალში :)

Moussaka -გემრიელი და ადვილი :)

დღეს ერთი ძალიან გემრიელი კერძი მინდა შემოგთავაზოთ, კერძოდ კი მუსაკა. ვიკიპედიას რომ გადავხედე მთლად დავიბენი. სიმართლე გითხრათ ეს კერძი ბერძნული მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ის არაბულ და თურქულ სამზარეულოში ფრიად გავრცელებული ყოფილა. მაგრამ ჩვენში რომ დარჩეს, რა მნიშვნელობა აქვს საიდან არის კერძი თუ ის გემრიელია?

კერძის მომზადებას დავწერ ისე, როგორც მე ვამზადებ. დამიჯერეთ ბევრდ იოლია ვიდრე ორიგინალში წერია. აბა დავიწყოთ ახლა მიმდევრობით.

1. ბადრიჯნის დამუშავება: 1 კილოგრამი ბადრიჯანი გავრეცხოთ (ასევე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე რაოდენობის ყაბაყი, ან თხელ ფენებად დაჭრილი კარტოფილი, ამ უკანასკნელს დამარილება არ დასჭირდება ოღონდ), დავჭრათ რგოლებად, ჩავყაროთ თასში, დავაყაროთ მარილი და დავივიწყოთ ნახევარი საათით.

2. ფარშის მომზადება: ავიღოთ 3 საშუალო ზომის ხახვი, დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ ნახევარი კილოგრამი ფარში (ღორის, ცხვრის, ძროხის როგორც გინდათ). ვშუშოთ კარგად ასე 15 წუთი და შემდეგ დავამატოთ პომიდვრის პიურე 250 მლ. თუ გსურთ თავად მოამზადეთ, თუ არადა მაღაზიაში იყიდეთ. ხორცი უნდა შევანელოთ მარილით, მუსკატის კაკალით და დარიჩინით. თუ ეს სუნელები არ გაქვთ პილპილი, ოდნავ ნიორი და მარილი მიეცით. როცა ტაფიდან წყალი ამოშრება გადმოიღეთ ქურიდან.

3. ბადრიჯანის ძირი : 30 წუთის გასვლის შემდეგ, ჩვენი მარილიანი ბადრიჯანი გავრეცხოთ და გავწუროთ კარგად. ავიღოთ ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელი (სასურველია საშუალო სიდიდის თორემ თხელი მუსაკა გამოვა) მოვასხათ ოდნავ ზეთი და ბადრიჯანი მოვაწყოთ. შევდოთ ღუმელში 250 გრადუსზე 15- 20 წუთით, დროის გასვლის შემდეგ გამოვიღოთ.

4. მოვამზადოთ ბეშამელის სოუსი. წინასწარ გავხეხოთ 50 გრამი ყველი, ავთქვიფოთ ორი ცალი კვერცხი. ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ჩავაგდოთ 50 გრამი კარაქი, დავაყაროთ 60 გრამი ფქვილი. ძააალიან ნელ ცეცხლზე ურიეთ ეს მასა ერთმანეთში. კარაქი რომ დადნება დავამატოთ ნახევარი ლიტრი რძე და ავუწიოთ ცეცხლს. სოუსს სულ უნდა ვურიოთ რომ არ მიიწვას. როცა სოუსი შესქელდება და ვულკანივით ათუხთუხდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავამატოთ მარილი, მუსკატის კაკალი და პილპილი, ჩავასხათ კვერცხი და ძააალიან სწრაფად ვურიოთ, ჩავამატოთ ჩვენი ყველიც.

5. საბოლოო სახე: ჩვენ ბადრიჯანზე თანაბრად გავშალოთ წინასწარ მომზადებული ფარში, ასევე თანაბრად მოვასხათ ბეშამელის სოუსი. თუ გაქვთ სასურველია თავზე მოაყაროთ დაფშხვნილი სუხარი, თუ არ გაქვთ არ იდარდოთ. ეს მასა შევდოთ ღუმელში და 30 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე ვაცხოთ.

გემრიელად მიირთვით :)


Apr 22, 2010

Hm, Can this Be True?

ვერ ვიტყვი რომ დამაჯერებელი წყაროა, მაგრამ მაინც საინტერესოა. წყარო - КАТЫНЬ-2. Власти США знают, что русские добили выживших в авиакатастрофе поляков?

”პოლონური და უკრაინული ფორუმების ინფორმაციით, ადამიანს, რომელმაც სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო, 15 აპრილს კიევთან ახლოს უცნობი პირები თავს დაესხნენ. უმძიმეს მდგომარეობაში დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 16 აპრილს კი ორი უცნობი მასთან პალატაში შეიჭრა, რესპირატორული ნიღაბი მოხსნა და კიდევ სამი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი 16 აპრილს მოსკოვის დროით 15:03 საათზე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია პირველად პოლონური გაზეთის ~O2~-ის ფორუმზე 20 აპრილს დილის 09:00 საათზე გამოჩნდა. უკრაინაში კი აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა ~პრავდას~ ფორუმზე დაიბეჭდა. ინფორმაცია აქტიურად განიხილება უკრაინულ და პოლონურ ფორუმებზე და არსად არ გამოთქმულა ეჭვი, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. სხვა დეტალები მკვლელობის შესახებ ამ ეტაზპე ცნობილი არ არის. რამდენიმე დღის წინ ~Youtube~-ზე გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებზეც ერთ-ერთი ვერსიით ასახულია, თუ როგორ კლავენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები პოლონეთის პრეზიდენტის თვიმფრინავის გადარჩენილ მგზავრებს.

ლეხ და მარია კაჩინსკები პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის 94 წევრთან ერთად, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში 10 აპრილს დაიღუპნენ" forum.ge

Eng:

It can not be regarded as a serious sours, but Ii think it is still interesting to read KATYN 2. Do U.S. secret services know that Russians killed Poles, survived in plane crash

I can not really see well, but maybe u can.


Apr 21, 2010

King Tut - როგორ მოკვდა ეგვიპტის ახალგაზრდა ფარაონი - ტუტანხამონი?

სააღდგომოდ ბუდაპეშტში რომ ვიყავი მოვახერხე და ტუტანხამონოს გამოფენაზე წავედი, ახალგაზრდა ფარაონის აკლადამა 1922 წელს ჰორვარდ კარტერმა აღმოაჩინა და დღეს დღეობით ერთ ერთ ყველაზე მდიდარ აკლდამად ითვლება. გამოფენაზე წარმოდგენილი საგნები ორიგინალი არ იყო!!!! (ორიგინალები ეგვიპტეშია როგოც იცით). გამოფენიდან გამოსვლის შემდეგ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში - როგორ მოკვდა ტუტანხამონი?

სურათზე: ფარაონის მუმია სამ ერთმანეთში მოთავსებული სარკოფაგიდან, ყველზე პატარა ცენტრალურ სარკოფაგში მდებარეობდა, რომელიც თავის მხრივ სამ ერთმანეთში ჩადებულ ”კუბოს” მოიცავდა
რამ მოკლა ახალგაზრდა ფარაონი - წლების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. საბედნიეროდ მისი მუმია, კარგ მდგომარეობაშია და ათასგვარი სკანირება გააკეთეს, სკანირებამ კი ძვლების მრავალგვარი დაზიანება აჩვენა, მათ შორის რამოდენიმე თავის ქალაზეც. იფიქრეს კიდეც რომ მეფე ტუტი მოკლეს მაგრამ ეს დაზიანებები სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა მიყენებულნი. ასევე იპოვეს დაზიანება მუხლის სახსარზე, შეიქმნა თეორია თითქოს ფარაონი ნადირობისას გადმოვარდა და ფეხი დაიზიანა, სიკვდილის მიზეზი კი დაზიანებიდან გავრცელებული ინფექციაა, მაგრამ ვერც ეს მოსაზრება დადასტურდა.
სურათზე - ოთხი ჭურჭელი სადაც ფარონის შინაგანი ორგანოები ინახება
სულ ახლახანს 02/19/2010 გამოქვეყნდა სტატია -What killed King Tut?. სტატიაში ფრიად საინტერესო იდეაა მოცემული სიკვდილის მიზეზის შესახებ. 2007 დან 2009 წლამდე მკვლევარებმა გენეტიკურად, ანთროპოლოგიურად და რადიოლოგიურად იკვლიეს 11 სამეფო მუმია (პერიოდი 1410–1324 B.C.) და ხუთი სამეფო მუმია რომლებიც მიეკუთვნებიან პერიოდს 1550–1479 B.C. B.C.

ანუბისი - ღმერთი, სპეციალური შინაგანი ორგანიების შესანახი ჩემბერი, რომელსაც თითოეული მხრიდან ოთხი ღმერთი იცავს.
შედეგები მართლაც რომ ძალიან საინტრესო აღმოჩნდა. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა რომ ტუტანხამონს (ისევე როგორც მისი ოჯახის სხვა წევრებს) ქონდა ე.წ. Köhler II დაავადება, რომელიც ძვლების სისუსტეს იწვევს. მხოლოდ Köhler II ადამიანს არ კლავს, მაშ რა იყო სიკვდილისგამშვები მექანიზმი? არც მეტი არც ნაკლები პარაზიტი Plasmodium falciparum. მეცნიერების მტკიცებით სწორედ Köhler II და Plasmodium falciparum გამოიწვია ტუტანხამონის გარდაცვალება.

Eng:
The post is about the young King Tutankhamun. As u know, he died very young, and there were several theories about the causes of death. It is believed that the combination of Köhler II and Plasmodium falciparum killed him. Well, so poor death for the God Man.

წყარო - What killed King Tut?
სურათები - The Tomb Exebition

NO Comment - 2010-04-21

ორი წუთის უკან გადავიღე ეს ფოტო :)
ჩვენთან ზამთარი მოდის მეგობრებო :)
Eng:
Snow :)

Apr 20, 2010

მჩაგრავთ ხო?

ტეხავს ასე :(
ყველას გეპატიჟებიან სხვადასხვა ბლოგერულ ამბებზე, შეკრებებზე და ა.შ. მე კიდე არავის ვახსენდები, ვითომც არ არსებობს ჩემი ბლოგიიიიი :(
გვჩაგრავთ არააა მე და ჩემ ბლოგს? ოხ თქვე ოხრებო!!! :D


Eng:
I feel discriminated :D
All the bloggers are being invited to different events, but nobody wants to invite us :(
Whyyy? :(


:D

Apr 18, 2010

Computer's place in everyday life - მე მიყვარს ჩემი კომპი

არ ვიცი რატომ, საიდან ან როდიდან დამკვიდრდა აზრი თითქოს კომპიუტერი და ინტერნეტი მხოლოდ უსაქმურების მაჩვენებელია. როცა 24 საათი ინტერნეტში ხარ ან კიდევ კომთან ათენებ და აღამებ პირველი ასოციაცია რაც იქნება არის - უსაქმური ხარ? ან მეტი საქმე არ გაქვს?

არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ იმის რომ ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა მასობრივი ინტერნეტიზაცია და კომპიუტერიზაცია,. არ ვამბობ იმას, რომ ხალხს არ აქვს ტექნიკა ,მე ვამბობ რომ ქართული რესურსები არ არის იმდენად მდიდარი რომ ის სამუშაოდ გამოიყენო.

მოდით ახლა გეტყვით პირადად მე რაში ვიყენებ კომპიუტერსა და ინტერნეტს.

განათლება: რომ არ მქონდეს ინტერნეტი და კომპი გამიჭირდებოდა სწავლა, რადგან კურსთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ნეტში დევს და ლექციაზე არ არიგებენ. ასევე ნეტის საშუალებით ვეძებ მასალას რაპორტებისათვის და დავალებებისათვის. რატომ უნდა დავჯდე ბიბლიოთეკაში თუ სტატიების ონლაინ კითხვა შემიძლია? შესაბამისად ბიბლიოთეკას მაშინ ვიყენებ თუ რამე წიგნი მჭირდება, ან თუ სტატიის ონლაინ ვერსია ვერ მოვძებნე, ან კიდევ როცა რაიმე წიგნის შეკვეთა მინდა. კომპიუტერის და ნეტის საშუალებით ვახდენთ მასწავლებლებთან და ერთმანეთთან საქმიან კონტაქტს. ნეტის მეშვეობით ხდება დავალებების ჩაბარება, რადგან ფურცელზე მას არავინ იბარებს. ესაა სულ მცირე იმ აქტივობისა რაც განათლებას და ინტერნეტს/კომპს ერთმანეთთან აკავშირებს.

სამუშაო: ინტერნეტის საშუალებით ვეძებ სამსახურს (ვერაფერი კი ვერ ვიშოვე მაგრამ მაინც), ვრეგისტრირდები საიტებზე და ა.შ. ეს რესურსი რომ არ იყოს, ფაქტიურად ძალიან ძნელი იქნებოდა სამუშაო ბაზარზე თვალის დევნება და ფეხის აყოლება. ასევე ვეძებ სხვადასხვა პროდუქტებს ახალი ბინა იქნება, მანქანა, სახლი თუ ძაღლი. ინტერნეტით ვახდენ ბილეთების, სასტუმროების და ა.შ. დაჯავშნას, გადასახადების გადახდას და ა.შ. მოკლეთ მილიონი რამ რასაც ყოველდღე ვაკეთებთ. სამუშაოდ ვთვლი ახალ ამბებზე თვალის დევნებას. კომპიუტერი რომ არა როგორ ვადევნებდი თვალს სიენენს, ადგილობრივ გაზეთებს, ჩვენებურ გაზეთებს და ა.შ.

ურთიერთობა: რომ არა ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან გამიჭირდებოდა ჩემებთან ურთიერთობა. სახლის ტელეფონიდან დარეკვა კი შეიძლება, მაგრამ ნეტით ბევრად იაფია და სკაიპით საერთოდ უფასო. ასევე ნეტის საშულებით ვეკონტაქტები ჩემ მეგობრებს და ახლად გაცნობილ ადამიანებს მთელი მსოფლიოს გარშემო. აი ეს უკანასკნელი ვფიქრობ რომ ძალიან მაგარია, წარმოდგინე ზიხარ შენთვის სახლში და ეკონტაქტები ვიღაცას იაპონიაში, ან კიდე ისლანდიაზე :)

ჰობი და გართობა: ყველამ იცით როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი, ხანდახან არ ვიცი რაა ეს უბრალოდ ჰობი თუ სამსახური ანაზღაურების გარეშე. ასევე ამ კატეგორიაში ვაერთიანებ ჩემს აქტივობას სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე, ბლოგებზე და ფორუმებზე.

თქვენ ჩემ მკითხველს, ძალიან გთხოვთ რომ მომიყვეთ რა როლი აქვს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპიუტერს და ინტერნეტს, სიმარტივისათვის შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ პუნქტებს დაუკავშიროთ.

განათლება/სწავლა, სამსახური, კომუნიკაცია, ჰობი/გართობა, სხვა

Eng:
Just a very long post about computers and the internet. What roll do they have in everyday life and how it has changed our everyday activities. I have asked my readers to answer the questions what activities they perform via net and computers.

Your Opinion

ძალიან მომბეზრდა ძველი დიზაინი, ამიტომ დღეს დილას შევცვალე.

ჩემო მკითხველო, რადგანაც შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, გთხოვ შეაფასო ეს ახალი დიზაინი. ან თუ დრო გაქვს შემომთავაზო დიზაინი რომელიც ფიქრობ რომ მოუხდება ბლოგს - http://btemplates.com/


Eng:
My dear reader, pleas let me know what do u think about the new template. I really appreciate your opinion. If you do not like the new one, please suggest some others http://btemplates.com/

Thanks :)

Apr 17, 2010

Fish à la Tomushka - გემრიელი და მარტივი ვახშამი :)

იმისათვის რომ გემრიელი ვახშამი მოვამზადოთ, ბევრი ფულის გადაყრა სულაც არაა საჭირო. ძალიან მარტივი პროდუქტების შეხამებით, შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გემრიელი კერძი გააკეთოთ. ჩემი დღევანდელი რეცეპტი სერიიდან Cooking Therapy, წარმოადგენს გემრილიელ, ჯანსაღ და მარტივ კერძს, რომელიც ჯანსაღი პროდუქტებით მზადდება:)

მაშ ასე, წინასწარ მოვიმარაგოთ : ნახევარი კილოგრამი თევზი დაჭრილი ოთხ ნაჭრად (თუ გსურთ თევზის ფილე ოთხი მოზრდილი ნაჭერი ), 150 გრამი ბრინჯი, 3-4 ცალი პომიდორი, 4 ცალი მწვანე ან წითელი ბულგარული წიწაკა, ერთი კონა მწვანე ხახვი, ერთი პატარა შეკვრა ისპანახი, კამა, მარილი, პილპილი. პროდუქტები გავრეცხოთ, გავამშრალოთ და შევუდგეთ კერძის კეთებას. სულ რაღაც 40 წუთში თქვენ ძალიან გემრიელი კერძი გექნებათ მზად :)

1. თევზი კარგად გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი, ცოტა პილპილი, კამა. ჩავაწყოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, და შევდოთ ღუმელში 250 გრადუსზე. დაახლობით 30-40 წუთში მზად უნდა იყოს. თუ თევზის ნატურალური წყალი ამოშრა თეთრი ღვინო დაამატეთ!!

2. გავრეცხოთ ბრინჯი და მოვხარშოთ. პარალელურად ავიღოთ ღრმა ტაფა, ჩავასხათ ზეთი და ჩავაყაროთ ახალი ხახვის თეთრი ნაწილები, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი (ერთი შემოინახეთ გასაფორმებლად), ბულგარული წიწაკა - ეს უკანასკნელი უნდა გადაჭრათ ნახევარზე, ის ნაწილი რომელზეც ყუნწია შეინახეთ ხოლო ზედა ნაწილი დაჭერით კუბიკებად და ტაფაში უკარით თავი. ეს ყველაფერი ნელ ცეცხლზე შუშეთ.

3. როცა ბრინჯი მზად იქნება, გადავწუროთ წყალი და ჩავყაროთ ბოსტნეულიან ტაფაში. ამოვურიოთ კარგად და დავამატოთ - ახალი ხახვის მწვანე ნაწილები, ისპანახი, მარილი, შავი პილპილი და ბლომად კამა. ვშუშოთ მხოლოდ 5 წუთი!!! შემდეგ დვახუროთ თავსახური და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

4. გადმოიღეთ ბულგარული წიწაკის შენახული ნაწილი, ამოვაცალოთ თესლი და თეთრი ნაწილი, ფრთხილად ისე რომ არ დაზიანდეს თავად ბულგარული. გავასუფთავოთ კარგად და მასში კოვზით ჩავდოთ ბრინჯის სალათა.

5. შევამოწმოთ თევზი, თუ მზად არის გამოვიღოთ ღუმელიდან.

6. საბოლოო სურათი: ავიღოთ დიდი თეფში, მასზე ძააალიან ფრთხილად დავდოთ თევზის ერთი ნაჭერი, პომიდვრის 2-3 სიფრიფანა ნაჭერი და ბულგარულში ჩატენილი სალათა. საბოლოოდ ჩვენი კერძი აი ასეთი იქნება :)

გემრიელად მიირთვით თეთრ ღვინოსთან ერთად :)

აყროლებული ქალაქი და დაკეტილი აეროპორტები

მთელი ქალაქი აყროლებულია. მიზეზი ნუ გეგონებათ გაფუჭებული კანალიზაციის სისტემა, ან კიდევ ქალაქში დაგროვილი ნაგავი. ჩვენი აყროლებული ქალაქის მიზეზი, არც მეტი არც ნაკლები ისლანდიაა, კერძოდ კი გააქტიურებული ვულკანი. ახლა იტყვით სად ისლანდიაზე აქტიური ვულკანი და სად შენი ქალაქიო, მაგრამ ვაი რომ არის ეს ორი ადგილი ერთმანეთთან კავშირში. ამოტყორცნილი ვულკანის ფერფლი იმდენად ძლიერი და ბევრი იყო რომ ჩრდილოეთ ევროპას ნაცრისფერი, მყრალი ღრუბელის სახით ესტუმრა, შედეგად კი მივიღეთ დაკეტილი აეროპორტები, რომლებიც რამოდენიმე დღე იქნება დაკეტილი. ქვეყნების თავზე ყოველგვარი ფრენა შეჩერებულია. როგორც ამბობენ ფერფლი საშიშია თვითმფრინავების ტურბინებისათვის. ამ ორი ქვეყნის აეროპორტების გარდა ფრენა შეჩერებულია გლაზგოში და კიდევ რამოდენიმე ევროპულ ქალაქში.

რას არ მოესწრები ადამიანი, რას ვიფიქრებდი რომ ცხოვრებაში, ვულკანის ფერფლით აყროლებულ ქალაქიდან დავწერდი ამ პოსტს.


Apr 14, 2010

როგორ მოვიმატოთ წონაში?

წინა პოსტი - წონაში დაკლების 6 აუცილებელი პირობა, ეხებოდა წონაში დაკლებას, ახლა კი გთავაზობთ პოსტს წონაში მომატებაზე.

დაუჯერებელია, მაგრამ წონაში მომატება ხანდახან ბევრად რთულია ვიდრე დაკლება. უკანასკნელ შემთხვევაში უბრალოდ შეამცირებ საკვების მიღების რაოდენობას უფრო მეტს ივარჯიშებ და დაიკლებ რაღაცას მაინც, მაგრამ წონაში მომატება თუ გვინდა ფორმულა - ზედმეტი წონა= მიღებული ენერგია > დახარჯულ ენერგია უბრალოდ არ მუშაობს.

სიგამხდრის მიზეზი (მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრს ჭამთ) შეიძლება იყოს გენეტიკური - ანუ თქვენ მიდრეკილი ხართ სიგამხდრისაკენ, ასევე ენდოკრინული - კარგი იქნებოდა თუ თიროიდეულ ჰორმონებზე გაიკეთებდით შემოწმებას. ეს ჰორმონები ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე არიან პასუხისმგებელნი, რომელიც გამხდარ ადამიანებს სწრაფი აქვთ.

წონაში მოსამატებლად:
1. მივიღოღ პროტეინებით მდიდარი საკვები. ვერიდოთ ადვილად ხსნად ნახშირწყლებს.
2. საუზმე, ლანჩი, ვახშამი - არცერთი მათგანი არ უნდა გამოვტოვოთ!!!
3. ძალიან სასურველი ისეთი პროდუქტების რეგულარული მიღება როგორებიცააა: კარაქი, მაღალ ცხიმიანი არაჟანი, რძე, ყველი. ასევე მიირთვით კალორიებით მდიდარი ხილი - ბანანი, ავოკადო, კარალიოკი.
4. აუცილებლად ივარჯიშეთ! ვარჯიში უნდა იყოს წონის მომატებაზე ორიენტირებული. ამისათვის აუცილებელია რომ თქვენ ერთი დღე მაინც ვინმე კარგი ინსტრუქტორისაგან აიღოთ კონსულტაცია, რომელიც კი გაჩვენებთ მიმართულებას თუ როგორ უნდა ივარჯიშოთ წონაში მოსამატებლად.

ეს არის მცირედი რაც ჩვენმა ფიზიოლოგიის მასწავლებელმა გვასწავლა :)


Apr 13, 2010

R.I.P Niko Gomelauri

წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

ნიკო გომელაური

Apr 12, 2010

ქრისტეს დაკარგული სამარხი

ახალი აღმოჩნები, და განსაკუთრებით ისეთები რომლებიც რელიგიას ეხება ძალიან ძნელია რომ მიიღო. დღევანდელ პოსტში მინდა დავწერო იმ აღმოჩენის შესახებ რომელიც ქრისტეს და მის ოჯახს ეხება. პოსტის კითხვისას გთხოვთ გაითვალისწონოთ რომ მე არანაირ შეფასებას არ ვაკეთებ და ვწერ მხოლოდ იმას რაც წავიკითხე და ვნახე (გამოყენებული საიტების სიას ბოლოში ჩამოვთვლი)

შესავალი - 1980 წელს აღმოსავლეთ Talpiot -ში, 5 კილომეტრის მოშორებით ძველი ქალაქიდან, იერუსალიმი, აღმოჩენილი იქნა სამარხი (მადლობა მშნებელებს ). როცა არქეოლოგები სამარხში შევიდნენ იპოვეს ადამიანის ძვლებით სავსე 10 ცალი ქვის სარემაციო ურნა. თითოეულ ურნას ქონდა წარწერა არამეული სტილით და მხოლოდ ერთი იყო ბერძნული წარწერით. ურნები ამოიტანეს, სამარხი დალუქეს და მშნებლობა
გააგრძელეს.

სურათზე - სამარხის შესასვლელი
სარემაციო ურნები - როგორც ზემოთ ავღნიშნე 10 იყო, მაგრამ ამოტანისას, ერთი ყუთი მოიპარეს. დანარჩენი 9 დან გაშიფრეს მათზე დაწერილი სახელები, ურნები შეინახეს საცავში, ძვლები კი დამარხეს.

რა ეწერა ურნებზე?
  1. Yeshua bar Yehosef' - "იესო, იოსების ძე"
  2. Maria -ლათინური ფორმა ებრაული სახელისა ”მარიამ”
  3. Yose - იოსების კნინობითი ფორმა
  4. Yehuda bar Yeshua -"იუდა იესოს ძე”
  5. Mariamene e Mara - მარი ცნობილი როგორც მასწავლებელი. იგივე სახელი გვხვდება ბერძნულ Acts of Philip- ში. როგორც ჩანს მარიამენე მარიამ მაგდალინელის ნამდვილი სახელია.
  6. Matya - ებრაული ვერსია სახელისა ”Matthew”
სურათზე - წარწერა არამეული სტილით ერთ ერთ ურნაზე "იესო იოსების ძე."

დამაფიქრებელია არა? განსაკუთრებით კი "იუდა იესოს ძე” , ან კიდე რა უნდოდა მარიამ მაგდალინელის ურნას საოჯახო სამარხში?

გენეტიკური ანალიზი- გენეტიკური ანალიზი ჩატარებულ იქნა პირველ და მეხუთე ურნიდან ამოღებული გენეტიკური მასალიდან. რადგანაც მასალა ძალიან მცირე იყო, მხოლოდ იმის დაგდგენა მოხერხდა რომ ეს ორი ადამიანი არ იყო ერთმანეთის და - ძმა, დედა - შვილი. შესაბამისად რჩება ერთი პასუხი - ისნი იყვნენ ცოლი და ქმარი.

მეათე ურნა - როგორც ავტორები ამბობენ , სულ შემთხვევით იპოვეს ერთ ერთი კოლექციონერის გამოფენაზე. კო ლექციონერი ირწმუნება რომ ყუთი 80იან წლებში იყოდა შავ ბაზარზე. სახელი მეათე ურნაზე გადმოთარგმნეს როგორც- ჯეიმსი იესოს ძმა.

ძალიან უცნაურად ემთხვევა ეს სახელები. მითუმეტეს როცა ეს ურნები ერთ ოჯახურ სამარხში არიან ნაპოვნი.

Eng:
The post is about the family of Jesus. In 1980, a tom was found in Talpoit. It contained 10 ossuary . There were names writtend in Aramaic on 9 tombs and one name was written in Greek. Of course you are very curious about the names, so I copy the from the Wikipedia

  • Yeshua bar Yehosef' -- Aramaic for "Jesus son of Joseph"
  • Maria -- written in Aramaic script, but a Latin form of the Hebrew name "Miriam" ("Mary")[8]
  • Yose -- a diminutive of "Joseph" mentioned (in its Greek form ιωσης "Joses") as the name of one of Jesus's brothers in the New Testament (Mark 6:3)
  • Yehuda bar Yeshua -- possibly Aramaic for "Judah son of Jesus"
  • Mariamene e Mara -- according to the filmmakers this is Greek for "Mary known as the master." The similar name "Mariamne" is found in the Acts of Philip. Francois Bovon, professor of the history of religion at Harvard University has said, based on his study of that work, "I do not believe that Mariamne is the real name of Mary of Magdalene. Mariamne is, besides Maria or Mariam, a possible Greek equivalent, attested by Josephus, Origen, and the Acts of Philip, for the Semitic Myriam."[9]
  • Matya -- Hebrew for 'Matthew'—not claimed to be Matthew the Evangelist but "possibly a husband of one of the women in an unmarked ossuary."[7] The filmmakers claim that there is evidence that Mary mother of Jesus had many relatives named Matthew
  • James Ossuary purported to contain the body of James, the brother of Jesus
It is very interesting is not it? Is it the family we know so well? Or it is another family? I do not know :) For more info see the links bellow.

References:
ვიკიპედია
The Jesus Family Tomb ოფიციალური ვებ გვერდი
Talpiot Tomb





Apr 10, 2010

მიზეზები?

წყარო - Interpressnews

რუსული მედიის მტკიცებით, ტუ-154-ის ეკიპაჟმა სმოლენსკის აეროპორტის ფრენების ხელმძღვანელის მითითება რამდენჯერმე არ შეასრულა.

“რია ნოვოსტის” ცნობით, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო, აეროდრომ “სმოლენსკის” ფრენების ხელმძღვანელმა ეკიპაჟს ურჩია, თვითმფრინავი ჰორიზონტალურად გაესწორებინა და სათადარიგო აეროდრომზე დაშვებულიყო, თუმცა ეკიპაჟმა ეს ბრძანება არ შეასრულა.

ამასთან, პოლონური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებელ ინფორმაციას, რომ ტუ-154-ს მაღალი კლასის პოლონელი სამხედრო მფრინავი მართავდა. აღნიშნული ქვედანაყოფის მფრინავებს მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო და სამხედრო პირები გადაჰყავთ. პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მეუღლესთან და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად დღეს კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.

ავიაკატასროფის გამო თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი, 100-მდე ადამიანი დაიღუპა.

R.I.P. ლეხ კაჩინსკი

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 60 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სმოლენსკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპნენ პრეზიდენტის მეუღლე მარია კაჩინსკი, პოლონეთის მაღალი თანამდებობის პირები, ჟურნალისტები, სამღვდელოების წარმომადგენლები.

თვითმფრინავმა ტუ-154, რომელიც რეისს ვარშავა-სმოლენსკის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა დღეს, 10.56 საათზე განიცადა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თვითმფრინავში 100-დან 132-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ავაკატსტროფის დროს ყველა მგზავრი დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი სმოლენსკში, დაშვების დროს ჩამოვარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა პოლონურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის დაშვების დროს ძლიერი ნისლი იყო. ლაინერი ხეებს წამოედო და დასაფრენი ბილიკიდან ერთ კილომეტრში ჩამოვარდა. რუსული საინფორმაციო საშუალებები ეკიპაჟის შეცდომაზეც საუბრობენ.

პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფას პოლონური საგამოძიებო კომისია დამოუკიდებლად შეისწავლის. შეიქმნა რუსული საგამოძიებო კომისიაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში ტუ-154-ის ორივე ’’შავი ყუთი’’ იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ცხედარსაც მიაკვლიეს. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრებად მიდიოდა.

კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა. პოლონური მედიის ცნობით, ლეხ კაჩინსკისთვის კატინის ტრაგედიის მსხვერპლთათვის საკადრისი პატივის მიგება პირადი ღირსების საკითხი იყო. პრეზიდენტის გარდაცვალების გამო პოლონეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადა. ლეხ კაჩინსკისა და პოლონური დელეგაციის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნების ლიდერი და საერთაშორისო საზოგადეობა მწუხარებას გამოთქვამს.

ლეხ კაჩინსკის “განსაკუთრებული ურთიერთობები” ქონდა რუსეთთან - პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩასულა მოსკოვში. მიაჩნდა, რომ რუსეთი პოლონეთს გავლენის სფეროდ და არა პარტნიორად განიხილავდა.

Boring Week for Workaholic

ასეთი მოსაბეზრებელი კვირა დიდი ხანია არ მქონია. სულ ერთი გაკვეთილი და ერთი სემინარი გვქონდა, მაგრამ იმდენად მცირედი მასალა იყო სასწავლი, ტვინის განძრევა სერიოზულად რომ არ გჭირდება. არადა წინა ინტენსიური კურსებისაგან ისე ვარ მიჩვეული ”საქმის კეთებას” რომ ამ კვირას მართლა გადავირეოდი რომ არა ჩემი აქაური მეგობარი მია.

მია ერთი ჭკვიანი გოგოა რომელსაც არ შეუძლია რამეზე კონცენტრაცია, როცა რამე არ გამოდის ან ვერ ასწრებს პანიკაში ვარდება და მთლად ვერაფერს აკეთებს. ამ კვირას მიამ მე გადამარჩინა. რაპორტი ქონდა დასაწერი და დახმარება შევთავაზე, მანაც სიხარულით მიიღო. ხოდა ყოველ დღე მასთან ერთად რაპორტზე ვმუშაობდით. რათქმაუნდა ჩემნაირი ავადმყოფი ადამიანისათვის ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ მაინც მიხარია რომ რაღაც ვაკეთე.

მომავალ კვირამდე ვერ ვითმენ. კვლევა უნდა დავიწყო და 35 კაცი მეყოლება პირველ ეტაპზე გამოსაკვლევი. ეს ჩემი პირველი კვლევა იქნება აქა, შედეგებიც მე უნდა დავამუშაოთ და ძალიან მიარია, რადგან კვლევა ძალიან მაინტერესებს.

ბევრს ვწუწუნებდი რომ ძალიან ძნელი იყო იმ საგნების სწავლა, მაგრამ ახლა რომ არჩევანის უფლება მქონდეს, ისევ იმ გიჟ პერიოდს ვამჯობინებდი ამ უაზროდ გაწელილ კვირას.

თქვენ როგორი კვირა გქონდათ?

Eng:
I can not recall when I’ve had such a boring week. After very hard 10 working weeks, I can not be without "doing something", I need to work all time. I knew I am a "workaholic" but did not know if it was such serious. If not my friend Mia who has helped me to go through this, I do not know what I could do. Wonder if she knows about it, but if not her rapport I would die from the boredom.

Fortunately, everything will be changed from next week. I can start research and will be searching data for my rapport. Besides, I will get some new books, and can read some extra, just for fun.


Apr 7, 2010

Three Monkeys Position

”მე ვიცნობ ერთ კაცს, რომელიც სახლში თავის არასულწლოვან გერ შვილს აუპატიურებს, ცოლს ცემს და აგინებს. ის კაცი ვინაა? ხო არის ის.” ეს არის ციტატა ერთ ერთი თემიდან ფორუმის ფსიქოლოგიის განყოფილებაში. არ ვიცი ვინ დაწერა, არც ის ვიცი რა რეაქცია მოყვა სხვა წევრებისაგან მაგრამ ჩემი რეაქცია იყო ”თუ შენ მართლა იცნობ ამ ადამიანს და მილიციაში არ აცხადებ, იმ კაცზე მეტად დამნაშავე ხარ!”

მინდა ამ თემაში ოჯახური ძალადობა განვიხილოთ, ყვირილი, ჩხუბი და ა.შ. არა, არამედ სერიოზული ძალადობა რომელიც ჩემს მიერ დაწერილ ციტატაშია მოცემული. რა უნდა ქნა იმ შემთხვევაში როცა იცნობ ”ერთ კაცს, რომელიც სახლში თავის არასულწლოვან გერ შვილს აუპატიურებს, ცოლს ცემს და აგინებს” ?

რაღაცნაირი დილემაა ხომ? დარეკო მილიციაში? ვინ ხარ შენ, ვიღაც უცხო ადამიანი, ან რატომ ხარ დარწმუნებული რომ ის რასაც ფიქრობ სიმართლეა. არ დარეკო? ვაიდა მართალია ეს ყველაფერი და ეს ვიღაც სიცოცხლეს უმწარებს ადამიანებს? ამიტომ ძალიან მინდა გავიგო თქვენი პასუხი - რა ვქნათ როცა ვიცით რომ ოჯახში საშინელი მოძალადეა?

Eng:
The post is about family violence. Recently, I have read on one of the georgian forums how a user was writing "I know a men, who rapes his stepdaughter and hits his wife every day". I do not know, what other users have answers but my answer was "if you really know such man and you do not call a police, than you are more criminal than this man". A really, in EU it is different, if you know such cases, you can call the police, but in Georgia, family violence is taboo, nobody speaks about it and people are in "three monkeys position".

So I have a question, what to do if you really know "
a men, who rapes his stepdaughter and hits his wife every day"

Moving, Moving, Moving!

Moving, Moving, Moving!
What can be better than moving around? Today here, tomorrow there, new experience, new people, new cities and countries. Exiting is not it?

So, let's talk about the business now :) What about Moving To Florida ? Have you ever thought about it? Because there are very good Florida Moving Companies , they provide very good help for Florida Movers as well as Florida International Movers .

Do u know what, if you have got questions, just contact the company, becasue they can answer and help you as much as they can :)

Apr 5, 2010

Spring In Budapest - Photos

არ დამიწერია ბლოგზე რომ სააღდგომოდ ბუდაპეშტში ვიყავი. რამოდენიმე დღე ”დავისვენე” ძალიან რთული სასწავლო პერიოდის შემდეგ. ბუდაპეშტში გაზაფხულს ველოდი, მაგრამ რადგანაც ზამთარი გვიან დამთავრდა, გაზაფხული გვიან მოვიდა, და მხოლოდ რამოდენიმე ჯიშის ხე დამხვდა აყვავებული.

გთავაზობთ რამოდენიმე სურათს :)

ყველაზე ნამდვილი გაზაფხული შოპინგ ცენტრში დამხვდა :) აგერ მშვენირი გირლიანდები ჩამოკიდეს :)
იგივე ცენტრში აი ეს ავტომობილი ვნახე და ვერ ვითმენ რომ თქვენც არ გაგიზიაროთ. :)
ახლა გავიდეთ გარეთ :) ბუდაპეშტის მშვენება ბაზილიკა საგაზაფხულო განწყობაზეა, მაგრამ ვაი რომ ამინდი ვერ უწყობს მთლად ხელსა :)
მიუხედავად სიცივისა, იები თავს იწონებენ ხასხასა მწვანე ფოთლებითა და ლამაზი ყვავილებით :)
წითელი ტყემალი :)
არ ვიცი ეს რა ხეა მაგრამ ძალიან მომწონს ამ ყვავილების ხასხასა ყვითელი ფერი :)
და ბოლოს გაზაფხულის - ტულპანები :)
უფ, კაი იყო ბუდაპეშტში მაგრამ სახლი მაინც სულ სხვაა :) მერე რა რომ ცივა, სულ წვიმს და ყველგან ტალახია :)

Apr 3, 2010

ქრისტე აღსდგა

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!!

აღდგომა ჩემთვის სოფელთან არის დაკავშირებული. ყოველ აღდგომას ჩავდიოდით და იქ ავღნიშნავდით, შესაბამისად ჩემთვის ეს დღესასწაული ოჯახურ - ნათესაურ შეკრებასთანაა დაკავშირებული. ბებიაჩემი ათეულობით კვერცხს ღებავდა და ჩვენ ბავშვები ერთი მეორეს მიმდევრობით ვამტვრევდით, ყველაზე მაგარი კვერხის გამოვლინების იმედით. ამაზე ბრაზდებოდა ბებიაჩემი და გვეჩხუბებოდა ხოლმე :D მერე მთელი ოჯახი მივდიოდით სასაფლაოზე, სადაც ბაბუა და მისი ძმები არიან დასაფლავებულნი, იქ გვხვდებოდნენ მოგვარეები და იყო ერთი ამბავი. ეს იყო დღე როცა სასაფლაოზე სიხარულს და ბედნიერებას ქონდა ადგილი. ყველას უხაროდა აღგდომის დრესასწაული, ნათესავების ნახვა და ერთმანეთთან მუსაიფი.

გასაკვირი მაგრამ რაღაცნაირად მომენტარა ის დრო :)

Apr 2, 2010

სააღდგომო ტრადიციები

მთელ ქალაქში სააღდგომო ციებ -ცხელებაა. ხალხი მაღაზიებს შესევია და ყიდულობს ახლობლებისათვის, მარციპანისაგან მომზადებულ წიწილებსა და კურდღლებს. შვედეთში აღდგომის ფერი ყვითელია. შესაბამისად სახლში რაც შეიძლება ბევრი ყვითელი დეკორაციები აქვთ ხალხსა. ყვითელი ბუმბულებით რთავენ ხის ტოტებს, ყიდულობენ პატარა დეკორაციულ ყვითელ ბუთხუზა წიწილებს, ნარცისებს, ყვითელ ტულპანებს.
ასევე ყიდულობენ სპეციალურ ”კვერცხის ყუთებს” სადაც ყრიან ბეეეეევს ტკბილეულს და მერე ბავშვებს უმალავენ. აღდგომა დღეს ბავშვები ეძებენ ამ ტკბილეულის ყუთებს და ხომ წარმოგიდგენიათ როგორ უხარიათ როცა შოკოლადით სავსე კვერცხს პოულობენ?

სადღესასწაულო სუფრა: ტრადიციულად შვიდი თავი საჭმელი უნდა იყოს სუფაზე და მათგან უმეტესობა თევზია, ორაგული, სილიოდკა -სხვადასხვაგვარად დამარინადებული, სპეციალურად მომზადებული, ასევე აუცილებელია სააღდგომო ვიჩინა, შვედები არ აცხობენ პასკას ან რაიმე სპეციალურ კულიჩს. სააღდგომო ტკბილულს სწორედ შოკოლადები და სხვადასხვა ყვითელი ნამცხვრები წარმოადგენენ :) მიუხედავად იმისა რომ ეს ხალხი არ ჩანს რელიგიური, აღდგომის დრესასწაულს ძალიან მომზადებული და ძალიან ბედნიერნი ხვდებიან :)

გაგრძელება იქნება :)

Apr 1, 2010

წონაში დაკლების 6 აუცილებელი პირობა!

როგორც წინა პოსტში დაგპირდით BMI და სასურველი იდეალური წონა გთავაზობთ სრულიად მარტივ პროგრამას, რომლითაც შესაძლებელია ზედმეტი წონის დაგდება :)

მინდა თავიდანვევ გაგაფრთხილოთ რომ რაც უფრო სწრაფად აგდებთ წონას, მით უფრო მალევე და ორჯერ მეტ კილოგრამებს ”აისხავთ” დიეტის დამთავრების შემდეგ. ამიტომ წონის დაგდების პროცესში უნდა მივდიოთ ერთ მარტივ ფორმულას
მცირე წონა => დახარჯული ენერგია > საკვების სახით მიღებულ ენერგიაზე

ამ ფორმულიდან გამომდინარე ხვდებით რომ წონის დაგდებაში კომპლექსური მიდგომაა საჭირო - კვების კონტროლი და ფიზიკური აქტივობა. ახლა კი პუნქტობრივად ჩამოვწერ იმ პროცედურებს რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ თუ გვსურს რომ ზედმეტი კილოგრამები მოვიცილით!!!
  1. ყოველ დღე ერთი და იგივე დროს ვჭამოთ საჭმელი, აუცილებლად დღეში სამჯერ და ბოლო ჭამა არაუგვიანეს 6 საათისა
  2. აუცილებლად მივირთვათ საუზმე!
  3. შევამციროთ ისეთი პროდუქტების მიღება რომლიც ბევრ კალორიას მოიცავს, როგორებიცაა ცხიმები და ადვილად ხსნადი ნახშირწყლები
  4. დავწეროთ რას ვჭამთ, რის მირთმევას ვაპირებთ მომავალ კვირას, და შეძლებისდაგვარად შევიძინოთ ისეთი პროდუქტები რომლებიც ბევრ ცელულოზას შეიცავს
  5. ავიწონოთ ყოველდღიურად
  6. ყოველ დღე მინიმუმ ერთი საათი ფიზიკური აქტივობა
როგორც ვხედავთ, ძალიან მარტივი პროცედურებია შესასრულებელი, მაგრამ შედეგი ნელია, სამაგიეროდ ჯანსაღი გზაა წონაში დაკლების და რაც მთავარია ხანგრძივი შედეგი აქვს, რადგან ჩვენ ვცვლით ცხოვრების წესს და არა მხოლოდ საკვებს.
მომავალ თემაში დავწერ ცელულოზაზე და საკვებზე რომელიც ცელულოზას შეიცავს.