ახლა ვსწავლობდი მატერიალს კუჭის მოქმედების, ენერგიის ბალანსისა და დიეტების შესახებ. იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მივიღე რომ გადავწყვიტე პოსტის დაწერა და თქვენთვის გაზიარება.
მოდით ჯერ დავიწყოთ იმით თუ ვის სჭირდება დიეტა. ამისთვის უნდა გაგაცნოთ ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი BMI - Body mass Index. ამ ინდექსის გამოთვლა სულ ადვილია თუ თქვენს სიმაღლესა (მეტრებში) და წონას (კილოგრამებში) აი ფორმულით გამოთვლით:
თუ თქვენი BMI 18.5 - ზე ნაკლებია, მაშინ ის დროა რომ იფიქროთ წონის მომატებაზე. თუ ის 18.5 და 24.9 შორის მერყეობს, მაშინ თქვენ იდეალური წონა გქონიათ, შეეცადეთ ჯანსარად იკვებოთ და რაიმე ვარჯიშებიც აკეთოთ. თუ თქვენი BMI 25 და 29.9 შორის არის, მაშინ აუცილებელია რომ წონის დაგდებაზე იფიქროთ, იმიტომ რომ დიდი შანსია თქვენი ზედმეტი წონა, სიმსუქნის სტადიაში გადაიზრდება.
პ.ს. ჩემი BMI 20.8
BMI = წონა / (სიმაღლე * სიმაღლე )
მაგ: 63კგ/(1.74 მ * 1.74 მ)= 20.8
ასევე შეგიძიათ სპეციალური საიტის მინახვა და იქ შეიტანთ თქვენს მონაცემებს, შედეგიც ავტომატურად დაითვლება.მაგ: 63კგ/(1.74 მ * 1.74 მ)= 20.8
თუ თქვენი BMI 18.5 - ზე ნაკლებია, მაშინ ის დროა რომ იფიქროთ წონის მომატებაზე. თუ ის 18.5 და 24.9 შორის მერყეობს, მაშინ თქვენ იდეალური წონა გქონიათ, შეეცადეთ ჯანსარად იკვებოთ და რაიმე ვარჯიშებიც აკეთოთ. თუ თქვენი BMI 25 და 29.9 შორის არის, მაშინ აუცილებელია რომ წონის დაგდებაზე იფიქროთ, იმიტომ რომ დიდი შანსია თქვენი ზედმეტი წონა, სიმსუქნის სტადიაში გადაიზრდება.
არის შემთხვევები რომ ჩვენი BMI სრულიად ნორმაშია მაგრამ ჩვენ უკმაყოფილო ვართ ჩვენი ფორმებით, მაშინ საჭიროა ვარჯიში და არა დიეტობა, რადგან როგორც წესი, ენერგიის შენახვა ხდება ცხიმოვან ქსოვილებში, და იმ ფორმებს რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს სწორედ ცხიმოვანი ქსოვილები ქმნიან. შესაბამისად საუკეთესო გამოსავალია ჯანსაღი კვება და ვარჯიში. დავიმახსოვროთ ორგანიზმის ენერგიის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ბალანსი სახეზე გვაქვს მაშინ როცა მიღებული ენერგია და დახარჯული ენერგია ერთმანეთის ტოლია.
თუ მიღებული ენერგია (კალორიები) იმაზე მეტია ვიდრე დახარჯული, მაშინ ის გრდოვდება ცხიმების სახით, როგორც წესი კანის ქვეშ, და ცოტაც კუნთებში. თუ მიღებული ენერგია (კალორიები) დახარჯულზე ნაკლებია, მაშინ ხდება წონის კლება. ანუ ოქროს შუალედი საუკეთესო გამოსავალია.
ძალიან დიდი პოსტი გამოდის, ამიტომ მოდით ჯერ ჩვენი BMI დავითვალოთ და შემოდეგ პოსტში დავწერ წონის დაგდების შესახებ.
პ.ს. ჩემი BMI 20.8











4.
