Feb 28, 2010

Spring - გაზაფხული შემოსულა ლენ

დღეს პირველი მარტია, და გაზაფხულის ეს პირველი დღე მინდა საგაზაფხულო პოსტით დავიწყო. იმედია ეს ჩემი გადარებული ფოტოები საგაზაფხულო, ფერად განწყობას შეგიქმინიან :)
ამ ბუჩქის სახელი არ ვიცი, მაგრამ ხომ გავს მზეს?
პირველი კროკუსი ჩემ აივანზე (ორი წლის წინანდელი ფოტოა)
წაბლის ხის დაბერილი კვირტები :)
ესეც თეთრად აფეთქებული ბალი :)
ალუბალი :)
და ბალახი ალუბლის ხის ქვეშ :)
სიყვარულს და ლამაზ გასაფხულს გისურვებთ :)

Feb 27, 2010

ცუნამს ქართველების შეეშინდა და უკან დაიხია

დღეს, სრულიად ქართველი ერი სამარცხვინოდ და საშინლად გადაგდებული იქნა ცუნამის მიერ, რომელის ჰავაის სანაპიროებს უნდა სტუმრებოდა. ცუნამი გამოწვეული უნდა ყოფილიყო იმ 8.8 ბალიანი მიწისძვრის მიერ რომელიც გასულ ღამეს ჩილეში მოხდა, და რომლის ეპიცენტრიც ოკეანეში მდებარეობდა.

სრულიად თბილისის ფორუმზე შუაღამისათვის უკვე გახსნილი იყო თემა და ბევრი ცნობისმოყვარე თვალ ყურს ადევნებდა სიენენის ლაივს. გავიდა 10 წუთი, 20, 30, ...1 სააათი, 90 წუთი მაგრამ სადააა ცუნამი? ფაფუ, არაა ცუნამი. პირიქით ვიღაც ესტრემალი ხალხი ოკეანეში ბანაობდა.

იმედგაცრუებული საზოგადოება ჯიუტად არ ნებდებოდა და ელოდებოდა დამანგრეველ ტალღებს რომლებიც არ ჩანდნენ. თავშეყრილმა საზოგადოებამ იმედი გაიჩინა (აბა ისე როგორ იქნება, როგორმე ხო უნდა გაამართლო რამოდენიმე საათი ტყვილად, ლაივზე დახარჯული დრო) რომ დამანგრეველი ტალღები ჰავაის ჩვენი დროით დილისაკენ ეწვეოდნენ. გულნატკენებმა კიდევ ერთხელ აღიარეს - რა ბედი გვაქვს ქართველებს, ცუნამიც კი გვაგდებს ამის დედა ვატირე.

დათუნიები :)

ეს სურათები დღეს ვნახე და რომ არ დამედო ჩემთან არ შემეძლო. ძააალიან საყვარელი დათუნიები არიან :) ძალიან საყვარლებიიი :*



Feb 26, 2010

გაბრაზებული მე და ჯანდაცვის სისტემა

ხშირად დამიწუწუნია რომ ჩემ მშობლებს ძალიან უყვართ რაღაცეების დამალვა. რამდენად კარგად გამოსდით ეგ კიდე საკითხავია, მაგრამ ფაქტი ერთია- ყოველთვის ცდილობენ თავის საუკეთესოს. გუშინაც ერთ ერთი ასეთი შემთხვევა იყო, რომ არა დედას შუათანა ძმა, ალბათ ძალიან გვიან გავიგებდი იმ სამწუხარო ამბის შესახებ რომელიც ჩვენ გამზრდელ ბიძას შეემთხვა (დედას პატარაა ძმააა და ეხმარეებოდა ხოლმე ჩვენ გაზრდასა და მოვლაში, უფრო მე და ჩემი დის).

გუშინ რომ დამირეკეს ჩემებმა რაღაც არ მომეწონა ხმა, თან ისეთი ხალხი ჩამოთვალეს ერთად ვართო ეგრევე ვიყნოსე რომ რამე ხდება, მაგრამ არ მითხრეს. რამოდენიმე წუთის შემდეგ დედას შუათანა ძმამ დამირეკა და მკითხა პატარა ძმაზე რა მოდა ხო არ იციო, მეთქი თურმე რას მიმალავენ და ბოლოსდაბოლოს გავარკვიე რა ხდება. ბოლოს ისე გავბრაზდი ჩემეზე, ისე გავბრაზდი რომ მთელი ემოცია ბრაზში წავიდა, ბიძაჩემზე არც კი ვინერვიულე. ის რომ კარგად გახდებოდა (მიუხედავად ძალიან მძიმე მდგომარეობისა) რატომღაც ვიცოდი ჩემი ძაღლური ინტუიციდან გამომდინარე, მაგრამ ჩემებმა ძალიან გამაბრაზეს. არადა რა მინდა საწყალი ხალხისაგან თავისი გასჭირვებიათ.

მაგრამ ამ პოსტში ჩემი ემოციების გარდა კიდე სხვა რამეზე მინდა დავწერო, კერძოდ კი ჩვენ ჯანდაცვის სისტემაზე. სიტყვები არ მაქვს, გამოდის რომ თუ ფული არ გაქვს უბრალოდ ხელს არ კიდებს არავინ ავადმყოფს, მერე რა რომ კომაშია? სულ არ კიდიათ? ფულს გადაიხდი მაშინ ”უმკურნალებენ” (რას გულისხმობენ მკურნალობაში კიდე სხვა საკითხია) არ გადაიხდი და თავად მიხვდით რაც. რა არის მსგავს შემთვევაში გამოსავალი? არსებობს რამე დაზღვევა, რამე სახემწიფო პროგრამა რომ ადამიანს ავადმყოფობის არ გეშინოდეს? თუ ავადმყოფობას და ჩვენ საავადმყოფოში მოხვედრას სჯობია თავი მოიკლა?

Feb 25, 2010

Happy Birthday to Meeeeeeeee

რა ლამაზი დღეააააააააააა
რა ლამაზი დღეააააააააააააა
იმიტომ რომ დღეს ჩემიიიიიიიიიიიიიიიი
დაბადეეეეეეეეეეეებიის დღეეეეეააააააააა :)

Happy birthday to meeeeeeeee..
Happy birthday to meeeeeeeeeee...
lalaaaaa (can nor recall more :D )

Feb 23, 2010

Birthday Present - ჩემ თავს :)

ესეიგი ასეთი პრობლემა გაიჩითა ჩემთან. რადგანაც ორ დღეში დაბადების დღე მაქვს, მინდა ჩემ თავს რაიმე კარგი საჩუქარი გავუკეთო. მაგრამ რა? აი ესაა საკითხავი რადგან არ ვიცი რა მინდა (რაც მინდა ვიცი ვერ მივიღებ, რადგან ნიშნებს ტყუილა არავინ წერს როგორც დაბადების დღის საჩუქარს :D ).

მოკლეთ, რადგან მრგვალი თარიღია და რადგან ვფიქრობ რომ ამდენი წვალების შემდეგ რამე კარგს ვიმსახურებ, მინდა რაიმე მართლა კარგი და მხოლოდ ჩემი, მაგრამ ისეთი ცარიელი თავი მაქვს ვერაფერი მოვიფიქრე და ამიტომ ვწერ პოსტს. თქვენი აზრით რა ვუყიდო ჩემ თავს? ტელეფონები და ტექნიკა და ა.შ. არ მაინტერესებს, დანარჩენი შემოთავაზება სიამოვნებით განიხილება :)

Eng:
Sooooo, I have a birthday soon, and I want some nice present for myself. I think that I deserve something nice, something very personal and sweet and beautiful :P However my brain is busy with anatomy, I need your help with ideas. What do u think, what can I buy for me?

მოთოკე ნერვები

გუშინ, წინა კვირას შეტენილი გამოცდა გადავაბარე და ძალიან კარგად, ისე რომ საკუთარი თავით სრულიად კმაყოფილი დავრჩი. წარმატების მიზეზი არ ყოფილა ის რომ რამე კიდევ ვისწავლე, ან კიდე რამე სხვა. ყველაზე მთავრი იყო ის, რომ სრულიად ვაკონტროლე ჩემი ნერვები. საერთოდ არ ვნერვიულობდი, გამოცდამდე გემრიელი დარიჩნიანი ფუნთუშები შევჭამე, ყავაც მივაყოლე და ვიჯექი და ველოდებოდი მასწავლებელს :D

ახლა კიდევ ერთი გამოცდის გადაბარება მომიწევს ხუთ მარტს. აი იმ გამოცდის ჩაფლავება ნერვების ბრალი კი არა ჩემი ბრალი იყო. კითხვების ბოლომდე წაკითხვა და ფიქრი დამეზარა. სახლში რომ მოვედი ჩემ ქმარსაც ვუთხარი - არ ვიცოდი ფიქრიც თუ მეზარებოდათქო. მოკლეთ დიდი არაფერი გამოცდაა, სულ სამ კითხვაზე უნდა გავცე პასუხი.

უფ, ამოგჭამეთ ტვინი ამ ჩემი გამოცდებით, მაგრამ დამიჯერებთ რომ სიზმარშიც კუნთებს, ცენტრალურ ნერვიულ სისტემას და სინაფსებს ვხედავ :(

Feb 21, 2010

იმედი გამოჩნდა- პოსტი მეცნიერული ფანტასტიკიდან

რაღა გვიჭირს, აწი მთელი ძალებით შეგვიძლია დავანგრიოთ და გავანადგუროთ ყველაფერი, რადგან იმედი გამოჩნდა - მთვარეზე ყინულია. ყინული კი ნშნავს წყალს თავად მოგეხსენებათ.

ხოდა გადვჭრათ ახალა დედამიწა, კარგად გადავთხაროთ ყველაფერი და შევქმნათ სპეციალური ხომალდები იმისათვის რომ მთვარეზე კოლონიები გაიგზავნოს და დასახლდეს. რაც მთავარია დაიწყოს იმ ეკოსისტემის მშენებლობა რომელიც დედამიწაზე თავად გაანადგურეს.

ვინ გაიგზავნება ეს უკვე სხვა საკითხია. არ ვიცი რა პრინციპით მოხდება ”მგზავრების” შერჩევა. ფული/გადასახადი? მაშინ ის დროა ჩვენთვის თუ არა ჩვენი შვილიშვილებისთვის მაინც დავიწყოთ ფულის შეგროვება. ჯანმრთელობა და კარგი გენები? ჰმმ ეს ცოტა ძნელად მსოაგვარებელი საკითხია. ან იქნებ განათლება? რადგან სრულიად უკაცრიელ მიწაზე სადაც ყინულის მეტი არაფერია ადამიანმა ცხოვრება უნდა დაიწყო, სწორედ ამიტომ საჭირო იქნება კარგი ბექგრაუნდის მოსახლეობა.

თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ღრმად მწამს რომ ადამიანი არ შეიცვლება. მისი ცნობისმოყვარეობა, მისი სწრაფვა ტექნოლოგიებისაკე, კარგი და კომფორტული ცხოვრებისაკენ იმდენად ძიერია რომ სადაც არ უნდა წავიდეს ყველაფერს გაანადგურებს. ანუ ადამიანის რასა თავიდანვე თავისი ბუნებით დისტუქციულია.

თქვენ რას ფიქრობთ ჩემი მკითხველი,ა მნიშვნელობა აქვს მთვარეზე ყინულის აღმოჩენას?

Eng.summary:
I think you have already read that
ice was found on the moon! It was "hiding" from us humans, becasue it "knew" what consequences it could have. And now WHAT are we going to do? Before we did not have a hope and still we did not mind our planet, we have destroyed everything what could be destroyed. Now we've got a hope that we have a chance to survive.

Feb 19, 2010

ოლიმპიური ოქრო

დღეს, ვანკუვერის ოლიმპიურ ყინულის მოედანზე მართლაც რომ დიდი წამოდგენა გაიმართა. წარმოდგენის მთავარი გმირები, მსოფლიოში საუკთესო მოციგურავეები - Evan Lysacek, Evgeni Plushenko, Stéphane Lambiel და Daisuke Takahashi იყვნენ. (სურათზე Daisuke Takahashi)

ასეთი ძლიერი პროგრამა ალბათ არ ახსოვს ზამთრის ოლიმპიადას, რაც დრო გადის კონკურენცია მით უფრო ძლიერდება, და მოციგურავეებიც ერთმანეთის თავების გარდა, საკუთარ თავსაც ახტებიან.

ადგილები კი ისე განაწილდა როგორც არავინ ელოდა, მაგრამ როგორც დაიმსახურეს სპორტსმენებმა. საუკეთესო და ბოლო ჯგუფი ამერიკელმა Evan Lysacek -მა გახსნა. მისი პროგრამა რიმსკი-კორსაკოვის შეჰერეზადაზე, მართლაც რომ ყოველ მხრივ ძალიან კარგი იყო -ტექნიკურადაც და სანახაობრივადაც. მიუხედავად იმისა რომ ევანმა ოთხმაგი ნახტომი არ შეასრულა, მისი დანარჩენი ყველა ნახტომი უნაკლო იყო, შესაბამისად ქულებიც მაღალი მისცეს. მაგრამ ეს რას დაამშვიდებდა როცა შეჯიბრის უდაო ფავორიტი ევგენი პლუშენკო სულ ბოლოს გამოდიოდა.

სურათზე: Evgeni Plushenko და Evan Lysacek
პროგრამის დაწყების პირველივე წამებიდან ჟენიას ნერვიულობა ეტყობოდა. ძალიან დაძაბული და ძალიან კონცენტრირებული იყო პროგრამაზე, რომელიც ოთხმაგი ნახტომით გახსნა. ყველაფერი კარგად გააკეთა რომ არა ძალიან უსუფთაო დაშვებები, და აი ამაში წააგაო კიდეც ამერიკელთან. და ხომ წარმოგიდგენიათ ევანი რა მოუთმენლად ელოდა ჟენიას რეზულტატს და როგორ გაუხარდა როცა გაიგო რომ ოლიმპიური ოქროს მედალი მას, თავად Evan Lysacek ერგო, Evgeni Plushenko კი ვერცხლის მედალსა და მეორე ადგილს დასჯერდა. ბარემ აქვე დავწერ რომ მესამე ადგილზე იაპონიის ოთხგზის ჩემპიონDaisuke Takahashi გავიდა.


ჩემი ფავორიტი კი შვეიცარელი Stéphane Lambiel (სურათზე) ეს არის ფიგურისტი რომლის ყურებ არასდროს მბეზრდება. მისი არტისტულობა, შესრულების მანერა, პირუეტები ყველაფერი არის უბრალოდ მომაჯდოვებელი, მაგრამ ვერ აკეთებს სუფთა ნახტომებს, და ამის გამო ყოველთვის მეორე პლანზეა.

სამწუხაროდ ჯერ ვიდეოები არ დევს რომ თქვენც გაგიზიაროთ და ისიამოვნოთ. ახლა ქალების შეჯიბრების დაწყებას ველოდები, როგორც იცით ქართველი გედევანიშვილი იღებს მონაწილეობას და ძალიან მინდა რომ წარმატებას მიაღწიოს.

Eng:
Amazing final with amazing sportsmen. Reigning world champion Evan Lysacek gave the United States their first Olympic men's figure skating title in 22 years with a risk-free performance on Thursday. Defending champion Yevgeny Plushenko of Russia had to settle for silver with Daisuke Takahashi giving Japan their first ever Olympic men's podium finish taking bronze after the free skate final.

Feb 18, 2010

Attention Please -განცხადება

ყურადრება ყურადღება! ვეძებ კეთილგულიან და ღია გონებიან მოხალისეებს ბლოგისათვის. ანუ - მჭირდება მინიმუმ 5 ადამიანი ვინც დამეხმარება პოსტვაში. რატომ? აი ეს პოსტი წაიკითხეთ.

რა სარგებლობას მოუტანს ეს იმ ბლოგერებს ვინც დამეხმარებიან? - სულ ელემენტარული, მიუხედავად იმისა რომ ჩემ ბლოგზე მკითხველების რაოდენობამ იკლო, ბლოგერები რომელთა დღიური ვიზიტორების რაოდენობა 50 ზე ნაკლებია მაინც სარგებელში არიან, რადგან თითოეული პოსტის დაწერის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გალინკოთ საკუთარი ბლოგი, და შესაბამისად ვიზიტორებიც ჩემგან ტქვენთან გადმოვლენ.

კანდიდატები: არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა ბლოგერი, ნებისმიერი მსურვლი რომელიც შემდეგ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს გთხოვთ დამიკავშირდეთ კომენტარებში ან მეილზე abtama@gmail.com ეს კრიტერიუმებია 1. პასუხისმგებლობის გრძობა - პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი 2. საზოგადოებისათვის ანუ ბლოგის მკითხველისათვის გაქვს სათქმელი.

პოსტების შინაარსი - ყველაფერი გარდა პოსტებისა ”აუუუ ეს მინდააა”, ”ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ვარ”ან ”აუ ეს ლამაზიააა”, ასევე არ გვინდა ნარკოტიკების, აგრესიის და ა.შ. რეკლამირება. დანარჩენი ჯერ ვერაფერი მაფიქრდება. სასურველია პოსტები თემებზე - აქტუალური აბმები და მოვლენები, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები, მეცნიერება, სხვადასხვა ქვეყნები და მოგზაურობა, ცხოველები და ა.შ. მოკლეთ შემეცნებითი ხასიათის პოსტები.

პოსტების წერის სიხშირე: კვირაში ერთხელ, თუ ხუთ ადამიანზე მეტი მოგროვდა კი უფრო იშვიათად. თავად მე შაბათ კვირას დავწერ ხოლმე.




კეთილი იყოს ყველა მსურველის ხელი - პოსტი, უფრო სწორედ კომპიუტერი ბლოგზე ”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”

Eng:
Attention attention! Because of the time and idea problems , I am looking for volunteers (5-10) who can help me with blogging. The language does not matter it can be - Russian, English or Georgian (even other languages if you teach us to read and understand it :) )

So let me know if you are interested please mail me - abtama@gmail.com U are very welcome here :)

Feb 17, 2010

ძალადობის შემცველი ფილმებისა და თამაშების შესახებ

კარგად მახსოვს როცა ბავშვი ვიყავი, Louis de Funès და მსგავს ფილმებზე გავიზარდე. იგივე შემიძლია ვთქვა მულტფილმებზე, რომლებიც იმდენად გულუბრყვილი იყო, რომ დღევანდელი გადასახედიდან უბრალოდ წარმოუდგენელია ამის დაჯერებაც კი. დღევანდელ დღეს კი რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ძალადობის შემცველი ფილმები, მულტფილმები და ვიდეო თამაშები ძლიან მომრავლდა. რაღაც უცნაური მიზეზების გამო ასევე შეიცვალა თანამედროვე ბავშვიც რომელიც თითქოს უფრო აგრესიული გახდა.

ფსიქოანალიტიკურ თეორიას თუ დავუჯერებთ, მგავსი შინარსის ფილმები და თამაშები უბრალოდ მისწრება ადამიანებისათვის, ისინი წარმოადგენენ კათარზისის ”ოქროს სასმის”. მაგრამ მართლა ასეა თუ არა?

ამ თემის გარშემო ასობით გამოკვლევა ჩატარდა და შედეგიც მეტ ნაკლებად ერთნაირია: აგრესიული შინარსის ფილმები და თამაშები არ ამცირებს აგრესიის დონეს, არამედ პირიქით უფრო ზრდის მას. ასევე აღსანიშნავია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი - ბავშვები და მოზარდები რომლებთაც მსგავსი ფილმები და თმაშები იტაცებს თავიდანვე უკვე აგრესიულები არიან, და ამ შემთხვევაში ხდება მათი აგრესიის უფრო მეტად სტიმულირება და პროვოცირება!

კითხულობთ ამ პოსტს და ფიქრობთ ალბათ რა უდნა ქნას მშობელმა რომლის შვილიც სრულიად ჩაფლულია აგრესიული თმაშებისა და ფილმების სამყაროში. მე არ ვიცი, და ამიტომაც ვწერ პოსტს, ხოდა იმედი მაქვს რომ თქვენთან ერთად მივალთ რაიმე შედეგამდე.

lit: Passer,M.,Smith, R., Holt, N., Bremner, A., Sutherland, E., &, Vliek, M. (2009). Psycholoy. The science of mind and behaviour. European edition

ლუსეკეტები :)

რამოდენიმე დღის წინ ხომ შემოგთავაზეთ ტრადიციული შვედური ფუნთუშების - დარიჩინიანი ფუნთუშების რეცეპტი, ახლაც მინდა გავაგრძელო პოსტების წერა ფუნთუშებზე და შემოგთავაზოთ მეორე ძალიან ტრადიციული შვედური ფუნთუშების - ლუსეკატების რეცეპტი.

ლუსეკატი ან Lussekatter ძალიან ტრადიციული ფუნთუშაა და როგორც წესი აცხობენ 13 დეკემბერს ლუსიას დღესასწაულთან დაკავშირებით. ლუსია სინთლის დღესასწაულია, ამიტომ ფუნთუშები რაც შეიძლება მზესავით კაშკაშა უნდა გამოვიდეს და ამ სიკაშკაშეს არც მეტი არც ნაკლები ცხობამდე 12 საათით ადრე ჩალბობილი 0.5 გრ. შაფრანი იძლევა. შესაბამისად ფუნთუშების მომზადებას ვიწყებთ 0.5 გრამ შაფრანზე 5 ს.კ. მდუღარე წყლის დასხმით და მთელი ღამით დატოვებით.

მეორე დილას კი ვიწყებთ თავად ცომის მომზდებას. აი ასეთი ფინთუშები უნდა გამოგივიდეთ. ასეთი ხვეულა თუ პატარა რგოლებს გააკეთებთ და ერთიან ფორმაში მოათავსებთდა ასეთი, თუ მხოლოდ ცალკეულ ფუნთუშებს მოამზადებთ და ბოლოებს ამოუხვევთ.
ახლა კი, ჩვენმა შაფრანმა ალბათ გამოუშვა საკმარისი სიყვითლე და ცომის მომზადებაც დაგვიწყვიააა :)

1. ფერმენტაცია: 50 გრამი ახალი დროჟი ჩავყაროთ თასში, და დავასხათ 500 მლ თბილი რძე. და დავამატოთ 1 ს.კ. შაქარი. რძე არ უნდა იყოს 37 გრადუსზე მეტი, თორემ დროჟი ”მოკვდება” და ფუნთუშები აღარ ამოვა! დავტოვოთ ეს მასა 30 წუთით.

2. ცომი: აიღეთ მეორე ღრმა თასი და ჩაყარეთ 7 -8 სავსე ჭიქა ფქვილი, დაამატეთ 250 გრამი შაქარი, 1 ჩ.კ. ვანილი, და კარგად ამოურიეთ. შემდეგ ვამატებთ ჩვენს დროჟიან რძეს, 200 გრამ ძალიან რბილ კარაქს, წინა ღამით დაყენებულ შაფრანს, 100 გრამ ქიშმიშს, 100 გრამ თხლად დაჭრილ ნუშს და ვზილავთ ცომს. ცომი უნდა გამოვიდეს ისეთი რომ იყოს რბილი, ამავდროულად ხელზეც არ გეკრობოდეთ. (ფქვილის დამატება თუ დაგჭირდათ დაამატეთ)

3. კაი კინოს ყურების დროა: ჩვენი ცომი დავდოთ სადმე თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოსვლას (2-3 საათი დასჭირდება)

4. ფანტაზია: მას შემდეგ რაც ცომი ამოვიდა, ამოვირებთ პატარა გუნდებს და მივცემთ მათ გრძელ ფორმას. ბოლოებს შემოვუხვევთ ისე როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები. (უკეთესი იქნება თუ თქვენ ფანტაზიას მისცემთ გასაქანს და ისე გამოაცხობთ როგორც გინდათ) დააწყვეთ მომზადებული ფინთუშები ფქვილ მოყრილ ჟარუნაზე, გადააფარეთ მშრალი ტილო და დატოვეთ 30 წუთი. ამასობაში გაახურეთ ღუმელი 225 გრადუსზე.

5. გამოცხობა: სანამ ფუნთუშებს ღუმელში შევაწყობთ თავზე უნდა გადავუსვათ კვერხის გული, ნოჭებში ჩავუდოთ ნუში ან ქიშმიში. ამის შემდეგ კი შევდოთ ჟარუნა ღუმელში და დავტოვოთ მომზადებამდე.

გემრიელად მიირთვით:)

Lost in Translations

Translia is an innovative translation service platform, where a registering is free. Its unique collaborative translation technologies enables hundreds and even thousands of translators to work together for delivering translations in a manner better and quicker than ever before.

It maintains the world's largest professional translator network. The outcome is the clients may get their contents translated from/to any major languages. For the same reason, all jobs are done by the translators who possess the necessary subject expertise, from business, finance to electronics and mechanics - translate is always possible!!

Translia offers a set of unique services that help clients set appropriate price and time, besides the clients can get translations with just a few clicks and the turnaround is shorter than any other services. For small translation jobs, clients may get finished translation on the same day or even in several hours.

And a very important note for us bloggers - we can earn translation money even we're not a translator -we just have join Translia Affiliate program and you can receive 15% of referred sales as commissions.



Feb 15, 2010

დაბადება, განვითარება, სიკვდილი - პოსტი II

ვაგრძლებ პოსტების სერიას სამუშაო ჯგუფების შესახებ, (პირველი პოსტი იხილეთ აქ -we georgian bloggers ) და დღეს გთავაზობთ მცირეოდენ მიმოხილვას ჯგუფის პროცესების შესახებ.

ისევე როგორც ყველაფერი, ჯგუფიც იბადება, ყალიბდება, და ბოლოს კვდება. რათქმაუნდა ეს ყველაფერი პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ.

ჯგუფი განვითარების პროცესში გადის რამოდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს. ესენია:
  • დასაწყისი ანუ ჩამოყალიბება - ჯგუფის წევრები ხვდებიან ერთმანეთს, ხდება ნორმების და წესების ჩამოყალიბება, და რაც მთავარია ჯგუფის შექმნა.
  • თაფლობის თვე - ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ადაპტაცია, ასევე მოხდა როლების გადანაწილება, ჯგუფი ფუნქციონირებს როგორც მთლიანი.
  • ინტეგრაცია - ჯგუფის თითოეული წევრი საკუთარ თავს განიხილავ მთლიანობასტან მიმართებაში, ჩდება ”ჩვენ განცდა”.
  • კონფლიქტი - ერთ ერთი უმნიშნელოვანესი ეტაპია ჯგუფის განვითარების პროცესში. როგორც წესი ჩნდება ახალი იდეები და ხდება სამუშაოს აგდახალისება.
  • პლატო/ფიქსაცია/გადამუშავება - ხანდახან ისე ხდება რომ ჯგუფი ერთ ადგილზეა გაშეშებული, არც წინ მიიწევს არც უკან. თითქოს ჯგუფის დაშლის დროა, მაგრამ ცალკეული ინდივიდების ხარჯზე ხდება ჯგუფის ამოძრავება (როგორც წესი ქარიზმატული ლიდერები ჩნდებიან)
  • რეგრესია - ჯგუფის მიერ უკან გადადგმული ნაბიჯია, ხდება განვითარების იმ ეტაპებზე დაბრინება როცა ჯუგფი ოპტიმალურად კარგ ფორმაში იყო.
  • მომწიფება - ჯგუფმა მიაღწია დასახულ მიზანს, მის თითოეულ წევრს პატივისცემა გაუჩნდა ერთმანეთის მიმართ.
  • დასასრული - ისევე როგორც ყველაფერს, ჯგუფსაც აქვს თავისი დასასრული. მაშინ როცა მან მიაღწია დასახულ მიზანს და ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები.
Eng:
This is a post about the group processes. Each group is started developed and when the goal is reached it is about to finish the existence, until a next goal. There are 8 main stages, on the each stage relation between group members are different, their feelings and self confidence are very much based on what role they have in a group.

lit: Lennér-Axelsson, B. & Thylefors, I. (2005). Arbetsgruppens psykologi. Stockholm: Bokförlaget Natur och Kultur.

Feb 13, 2010

Amazing Borneo

ბორნეო ალბათ ერთ ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ბიოლოგებისათვის და უბრალოდ ბუნების მიყვარულთათვის. საინტერესო იმდენად რამდენადაც ჯერ კიდევ ხდება ახალი ჯიშის ცხოველების და მცენარეების აღმოჩენა. ამ პოსტშიც წარმოგიდგენთ რამოდენიმე ცხოველს რომელთა არსებობის შესახებაც არილში გახდა ცნობილი :)

1. ბაყაყი- არ აქვს ფილტვები და სუნთქავს კანით.
2.ლოკოკინა - "Ibycus rachelae" იყენებს სიყვარულის ”ჯოხებს” რათა პარტნიორში გააკეთოს ხვრელი და შეასხას ჰორმონები.

3. გველი -"Dendrelaphis kopsteini"

4. ძალიან უცნაური ცხოველი - "Phobaeticus chani", ყველაზე გრძელი ჩხირისებრი ცხოველია და მისი სიგრძე 56,7 სანტიმეტრია :)
Forskare säger sig ha hittat 123 tidigare okända arter på Borneo. Här syns ett exemplar av "Phobaeticus chani", världens längsta vandrande pinne. Hittills i historien har endast tre exemplar påträffats. Just den här "pinnen" var 56,7 centimeter lång och hittades i den tropiska regnskogen nära Gunung Kinabalu Park.

წყარო: www.gp.se

Eng:
As u see, the post is about the animals. They have been discovered just few month ago on Borneo. My favourite ones are the frog without lungs. He can breath through skin. :) The snail, with love sticks, making the oles in the other snails body and sprays in hormones.

Feb 12, 2010

ოლიმპიადა - პირველი მსხვერპლი

მოგეხსენებათ ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს და ახლახანს ადგილობრივ გაზეთში წავიკითხე რომ ქართველი მოციგავე 21 წლის სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი, დღეს ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე დაიღუპა :(

ნოდარს ციგაზე ვარჯიში 2008 წელს დაუწყია და 2010 წლის ოლიმპიური თამაშები მისი დებიუტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეორე ვარჯიშზე, ტრასის ბოლოს სადაც მოციგავეს სიჩქარე ყველაზე მაღალია, ნოდარი გადმოვარდა ციგიდან და თავი დაარტყა რკინის ბოძს, რამაც მისი სიცოცხლე შეიწირა. :(


It is with great regret that we confirm the death of the Georgian luge athlete, Nodar Kumaritashvili, during the final training session at the Whistler Sliding Centre, this morning.

Mr Kumaritashvili died after crashing on the last corner of the course during training. Doctors were unable to revive the athlete, who died in hospital.

“Our first thoughts are with the family, friends and colleagues of the athlete. The whole Olympic Family is struck by this tragedy, which clearly casts a shadow over these Games”, said the President of the International Olympic Committee (IOC), Jacques Rogge.

“We are deeply struck by this tragedy and join the IOC in extending our condolences to the family, friends and teammates of this athlete, who came to Vancouver to follow his Olympic dream”, said John Furlong, the CEO of VANOC, the Games Organising Committee.

For the International Luge Federation, President Josef Fendt said: “This is a terrible accident. This is the gravest thing that can happen in sport, and our thoughts and those of the ‘luge family’, are naturally with those touched by this event.”

An investigation is underway into the circumstances of the accident. Training was suspended and technical officials are now trying to establish the causes.

წყარო


გულის არევის სმაილიკი

გაგრძელება:
ახლა, თითქოს დამშვიდებულ გულზე ვცდილობ გავერკვიო რატომ მოხდა ის რაც მოხდა, ანუ პირველად ვერ ჩავაბარე გამოცდა, თან ვერ ჩაბარებაცააა ისეთი სისულელეები ვთქვი მეტი რომ არ შეიძლება. რომ არ მესწავლა, მართლა იოლად გადავიტანდი წარუმატებლობას, მაგრამ ფაქტია რომ კარგად ნასწავლი და ძალიან ნამეცადინევი მქონდა საგანი. ბოლო დრეები უკვე აღარ ვსწალობდი არამედ თითოეულ მოძრაობას ვარჩევდი და ცალკეული კუნთით ვღწერდი. მაშ რა მოხდა?

როგორც ჩემი ქმარი ამბობს, მე თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ამ გამოცდის არ ჩაბარება. უცნაური მოსასმენია, მაშ რატომ ვსწავლობდი ამდენს? არ ვიცი. შეიძლება ის მართალიცაა, რადგან თავიდანვე ვიცოდი რომ კუნთებზე გავშედავდი, მიუხედავად იმისა რომ კუნთები ყველაზე კარგად მქონდა ნამეცადინები. ასეც მოხდა. მართლა ვერ ვხვდები მიზეზს. თქვენი აზრით რაში ”მაწყობდა” გამოცდის არ ჩაბარება?

Eng:
Today, I had the worst day in my entire "studying life". It is said that everything happens first time, and it has happened - very first time I could not take a fucking easy exam. Why easy? Because I have been prepared for it, and I knew everything by heart, so what has happened? In the exam I could not remember anything, my head was blank as a sheet of paper.

I do not have an answer, i can not think anymore, but feel pain and hate myself. My husband said that I had decided to fail the exams same day as we started Anatomy. I do not know why he thinks like this. I do not want and can't talk about it because I start crying, but I need the answer - what's the hell has happened with me?!

Your Favorite Mail Box :)

I was just wondering - have u already got a house? Have u already got a nice garden? Well, than there are times to get perfect mailboxes. Oh please, do not start complaining now about their models and colors becasue nowadays it just very simple to get what u want - very pretty mail boxes!

Oh are u still complaining, saying that nowadays in modern society nobody really uses them, but of course we are using them. There in no way that modern technologies as the internet, mobile phones can never replace a mailbox !!!


So Which is Your favorite mail box?

Feb 11, 2010

თუ კარგად მოვიქცევით, აუზში წყალსაც ჩაგვისხამენ

ჩემი კომენტარების გარეშე გთავაზობთ ამ ვიდეოს, სამაგიეროდ თქვენს კომენტარებს ველი სულმოუთქმენლად.

Feb 10, 2010

Thoughts Before Exam

აბაზანაში ვიყავი, ფიქრებში გართულს უცებ გამინათდა ტვინი და მივხვდი რატომ ვდარდობ ასე ძალიან ამ გამოცდებს ანატომიაში. მივხვდი და უცებ გიჟივით წამოვხტი, მოვიცვი ხალათი და შემოვარდი აქა აზრის დასაფიქსირებლად!

ხშირად დამიწერია, რომ რაც თავი მახსოვს სულ რაღაცას ვსწავლობ (ეგ კიდე სხვა საკითხია რომ ხელში არაფერი მიჭირავს და რეალურად არაფერი ვიცი) მაგრამ ეს შემთვევა მართლა პირვეილია როცა ასე ძალიან გავნვიცდი გამოცდებს და აი რატომ.

დღის რეჟიმი: ბოლო სამი კვირს განმავლობაში, ყოველ დღე ვიღვიძებდი დილის ხუთ საათზე და ვსწავლობდი ლექციებზე წასვლამდე. როცა სახლში მოვდიოდი, ერთი საათი ვიძინებდი და კიიიდევ ვსწავლობდი ღამის 12 საათამდე. რათქმაუნდა შიგდაშიგ ვჩატობდი, როცა 10-15 წუთიანი შესვენებები მქონდა. ფაქტი ერთია ამდენი და ასე ინტენსიურად ცხოვრებაში არაფერი მისწავლია და რა გასაკვირია რომ მინდა დადებითი რეზულატი?

ჭეშმარიტი მიზეზი: დადებითი და უარყოფითი კიდე ზედაპირია დარდის და შფოთვის მიზეზისა, ნამდვილი მიზეზი კი ისაა რომ არ მინდა ჩემი თვითშეფასება ნოლზე დავარდეს. რომ ვიმსჯელოდ ხომ გამოდის ასე ამდენი მეცადინეობის შედეგად გამოცდას თუ ვერ ვაბარებ, ესეიგი ვარ შტერი, დებილი და ყველფერი ის რასაც მსგავსი ადამიანი იმსახურებს!! საუკეთესო კი რაც შეიძლება გავაკეთო არის ფოსტალიონობა ან მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობა. ეგეც საკითხავია რამდენად გამომივა კეთება!

Eng:
I know it is very boring to real all my posts about the exams, but recently I can not think about other things. I see, I dream and I live with anatomy just every single life. This Friday I have a first exam, and honestly I am very, very worried. The true reason of my feeling are connected with my self confidence. I do not mind he result, but I mind all the work that I've put into it - minimum 8 hours of daily routine, is not that easy, especially when I do not really like the subject. So, after such hard work, If i can not take the exam, it means that I am just stupid and nothing else. What else can it mean?

Feb 9, 2010

კარგი ჯგუფი VS ცუდი ჯგუფი - III პოსტი

შეკითხვიხართ თუ არა საკუთარ თავს - როგორია კარგი ჯგუფი? რა თვისებებით ხასიათდება ისა? ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ რამოდენიმე თვისება რომელიც კარგ ჯგუფს ახასიათებს.

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პირველი და უმთავრესი არის ჯგუფის წევრებს (დადებითი) თვითრწმენა/თვითშეფასება, რადგან ასეთი ადამიანები უფრო ადვილად შედიან კონტაქტში სხვა ადამიანებთან, ინტეგრაციას ახდენენ ადვილად და რაც მთავარია მზად არიან ანსხვავებული აზრის მოსასმენად. აქედან გამომდინარე ჯარგი ჯგუფის მეორე მახასიათებელი არის - განსხვავებული აზრის მოსმენისა და მიღების უნარი. ასეთი მზაობა თავის მხრივ ბადებს ახალ შემოქმედებით იდეებს. იდეების განსახორციელებლად კი კომუნიკაციაა საჭირო, ეს უკანასკნელი კარგი ჯგუფის მეოთხე მახასიათებელია.

ერთი შეხედვით რა მარტივია ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ამის გაკეთება იმდენად ძნელია, რომ როგორც ამბობენ ასეთი იდეალური ჯგუფები არც კი არსებობენ.

თქვენთვის როგორია კარგი ჯგუფი? როგორ პირობებში ახდენთ საკუთარი თავის ოპტიმალურ ხარჯვას?

Eng:
The post is about a good group. What is the good group, which characteristics does it have? How people behave in a good group and how does it work. My question is to describe a group where we feel good and have a very good result.

lit: Lennér-Axelsson, B. & Thylefors, I. (2005). Arbetsgruppens psykologi. Stockholm: Bokförlaget Natur och Kultur.

Feb 8, 2010

საუკეთესო ანტიდეპრესანტი

რომ იკითხოთ რა არის საუკეთესო ანტიდეპრესანტი უამრავ და ძალიან მრავალფეროვან პასუხს მიიღებთ, სპეციალური მედიკამენტებიდან დაწყებული, შოკოლადითა და კარგი ვარჯიშით დამთავრებული. რათქმაუნდა მეც მაქვს ჩემი პასუხი და ესაა გემრილი ნამცხვრის გამოცხობა და დაგემოვნება. ცხობა ისევე როგორც გემრიელი საკვები მგონია რომ ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია!

დღეს გთავაზობთ მორიგ პოსტს სერიიდან Cooking Therapy და მინდა გასწავლოთ ძააალიან ტრადიციული უნგრული ხაჭოს ნამცხვრის Rákóczi túrós მომზადება. ხიმ გახოსვთ რა უნდა გააკეთპთ ხასიათძე მოსასვლელად? გადკარით ლიქიორი ან ღვინო ჩართეთ საყვარელი სიმღერები, დაიწყეთ ღიღინი და შეუდექით ცხობას. მაშ ასე, აბა მივყვეთ ნამცხვირ ცხობის თანმიმდევრობას. საბოლოოდ აი ასეთი ნამცხვარუკა უნდა მიიღოთ!!

1. ბაზა: მოვზილოთ ცომი შემდეგი ინგრიდიენტებისაგან - 200 გრამი ძალიან რბილი (არა დამდნარი) მარგარინი + 1 ცალი კვერცხი, 300გრ ფქვილი, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი, 1 ჩ.კ. ვანილი, ნახევარი ლიმონის ცედრა, 5 ს.კ შაქრისაგან მომზადებული პუდრა. ამ ცომს მოვზილავთ კარგად, გავაბრტყელებთ ჩავდებთ ფორმაში და ნახევრად გამოვაცხობთ. (180 გრადუსზე)

2. ხაჭოს კრემი: 500 გრ ხაჭო ისე ავზილოთ რომ მივიღოთ ერთგვაროანი მასა, დავამატოთ 1. ს.კ. სიმინდის ფქვილი, 6 ს.კ. კოვზი შაქარი, 3 ს.კ. არაჟანი, 1 ჩ.კ. ვანილი, 2 კვერცხის გული. ეს ყველაფერი ძააალიან კარგად ავურიოთ და შემდეგ ძააალიან ნაზად შევაზილოთ 2 კვერცხის ცილისაგან მომზადებული ბეზე (უშაქროდ!!!)

როცა ჩვენი ბაზა ნახევრად გამოცხვება, გამოვიღოღ ღუმელიდან, დავასხათ ხაჭოიანი კრემი და შევდოთ ღუმელში ახლა უკვე კრემის გამოსაცხობად. ეს მასა მზად მაშინაა როცა ხელის დადებისას სიმშრალეს იგრძნობთ თითებზე. (180 გრადუსზე)

3. გაფორმება: 4 კვერცხის ცილისაგან (გულები შევინახოთ და მერე ნაყინი მოვამზადოთ smile.gif ) და 6 სუფრის კოვზი შაქრისაგან მოამზადეთ ძალიან კარგი ბეზე, დაამატეთ ოდნავ ვანილი და ლიმონის ცედრა გემოვნებით.
როცა ჩვენი ხაჭოიანი კრემიც გამომცხვარი იქნება, გამოვიღოთ ღუმელიდან, საკონდიტრო პარკში ჩავდოთ ბეზე და ნამცხვარს ზემოდან დავახაზოთ რგოლები, ან კლეტკები, ანგულები. რაც გინდათ. თავისუფალ სივრცეებს შორის კი ჩადეთ გარგარის ან ატმის სქელი ჯემი. შედეთ ღუმელში და აცხვეთ ასე 10 წუთი 150 გრადუს ტემპერატურაზე. სანამ ბეზე ოდნავ არ შეყვითლდება. მერე გამორთეთ ღუმელი და ნამცხვარი დატოვეთ შიგნით კიდევ ათი წუთი. (ასეევ შეგიძლიათ ჯერ ბეზე გამოაცხოთ და მერე ჩაუდოთ ჯემი. როგორც გინდათ.)


Feb 7, 2010

საუკეთესო პარტნიორი :ჵ

ანატომიის სწავლის დროს, ძალიან კარგი პარტნიორი მყავს :) მისმენს ყოველთვის, არ იძინებს, არ ამთქნარებს და არ ამბობს თავი დამანებეო, როცა არ უნდა მივმართო სულ მზადაა რომ დამეხმაროს. ჩემი ტოტორო საუკეთესო მსმენელია მინდა დაგარწმუნოთ!!! მაგრამ მიუხედავად ამისა რამოდნიმე მინუსი მაინც აქვს

ტოტოროზე ვერ ვნახულობ ყველა იმ კუნთსა და ძვალს რომელიც საჭიროა რომ ვიცოდე :D :D. გარდა ამისა, კიდევ ერთი ნაკლი აქვს, რამეს არასწორად თუ ვამბობ ვერ მისწორებს :D
ქვემოთ დადებულ სურათზე, ტოტორო ფიქრობს რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ადამიანისა და ტოტოროს ანატომიას შორის. ადამიანი უფრო მკვრივი და ძვლოვანი არსება ჩანს, ტოტორო კი უფრო ფუმფულა და საყვარელი :ჵ :ჵ
Eng:
Just some pictures about me and Totoro. We are learning human anatomy together :D :D

Feb 6, 2010

ხანგრძლივ და ზღაპრულ სექსუალურ ცხოვრებას გისურვებთ

”ხანგრძლივ და ზღაპრულ სექსუალურ ცხოვრებას გისურვებთ” თქვა შორენამ და გაქრა ცისფერი ეკრანიდან, დაგვტოვა რა ყბადაღებულნი, გაკვირვებულნი და იმედგაცრუებულნი. ისე რატომღაც დღევანდელი გადაცემა დაგვიანებით გავიდა, თავიდან მეგონა კიდეც, რომ აკრძალეს :D :D

ახლა რაზე იყო გადაცემა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, შორენამ მოწვეული სტუმართან ერთად რამოდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილა, ეს თემები მტკივნეული და აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში, მაგ. სექსუალური ცხოვრების დაწყების საუკეთესო ასაკი, უსექსობა და ფსიქო/ფიზიოლოგიური მდგომარეობა, კლიმაქსური ასაკი და სექსთან დაკავშირებული პრობლემები. მისი რესპოდენტებიც სხვადასხვანაირი ხალხი იყო, ზოგი გარბოდა როგორც ყოველთვის - სექსი როგორ მაკადრეო, ზოგიც ცდილობდა უფრო თავაზიანი ყოფილიყო, მაგრამ ისეთ პასუხს იძლეოდა შორენას ყბა უვარდებოდა :D :D

მოწვეულ ფსიქოლოგზე - გია ჯაჯანიძეზე ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა რომ არ მომეწონა!!! შორენაზე კი რა ვთქვა? ყველაფერს სიკეთესთან ერთად საშინელი მაკიაჟი, საშინელი სამოსი და საერთოდ გარეგნულადაც საშინლად გამოიყურებოდა დღესა. კაცებო, დავიჯერო ასეთი ქალები მოგწონთ? ან რა მოგწონთ ახლა იმ გოგოში რომელიც სურათზეა?




Feb 5, 2010

რეალობად ქცეული სიზმარი - The Other Bank

დიდი ხანია კინოთეატრში არ ვყოფილვარ ისე რომ იქიდან ნერვებ აშლილი არ გამოვსულიყავი პოპკორნის მოხრაშუნე ხალხის გამო. არ შეიძლება კინოთეატრებში პოპკორნი რომ აკრძალონ? ან არ შეიძლება ხალხმა თავი შეიკავოს ხრაშუნისაგან? განა ასე ძნელია რაღაც 90 წუთი ცოხვნის გარეშე ჯდომა და ფილმის ცქერა?

გამიგრძელდა შესავალი, არადა ახალ ქართულ ფილმზე ”გაღმა ნაპირი” მინდა დავწერო რომელსაც დღეს ვუყურე. (საბედნიეროდ ცენტრალური ბიბლიოთეკის კინოდარბაზში არავინ იცოხნებოდა) ასე მგონია რომ საქართველოში უკვე ყველამ უყურეთ ამ ფილმს, და ალბათ არც იქნება საინტერესო ეს ჩემი პოსტი, მაგრამ არ შემიძლია გავჩერდე და არ დავწერო ის რასაც ვგრძნობ ამ ფილმის ყურების შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვა 90 წუთი ისე გავიდა რომ დრო ვერ ვიგრძენი, ჩემთვის მთელი ფილმი თვალის ერთი დახამხამება გაგრძელდა.

ფილმის სიუჟეტი ყველასთვის კარგად ნაცნობია (უამრავი გადაცემისა თუ სტატიისაგან რომელიც დაიწერა და მჯერავს კიდევ დაიწერება) 12 წლის თედოს ცხოვრება, მისი არაჩვეულებრივი მოგზაურობა თბილისიდან აფხაზეთში. რა არის ის რასაც ჩვენ ვხედავთ ფილმში? სინამდვილე, რეალობა თუ პატარა ბიჭის ოცნება, სიზმარი რომელიც ძალიან ცხადად, რეალურად აღიქმება? ამის გადაწყვეტა თქვენთვის მომინდვია. მე სხვა რამეზე მინდა ვილაპარაკო, კერძოდ კი კომფლიქტზე რომელიც გასცდენილია პოლიტიკურ ფარგლებს და უკვე ჩვენშია ძალიან ღრმად ფესვებგამდგარი.

ფილმის ნახვიდან ან წუთის ჩათვლით ძალიან შეწუხებული ვარ. როგრო მოხდება ჩვენი შერიგება? რაც წლები გადის ისტორია დავიწყებას კი არ ეცემა, არამედ იცვლება და მახინჯდება. ნაპრალი კი ჩვენსა და აფხაზებს შორის უფრო და უფრო ღმავდება. როგორ შეიძლება ამ ნაპრალის ამოვსება? ახლაც ვფიქრობ, მაგრამ საკუთარი ფიქრების მეშინია...

Eng:
The post is about the film " The Other Bank ". I can not really write a lot about it, becasue I am not very good in such things, but I suggest you to watch the trailer. Please, if you have questions do not hesitate and ask.




Smile and the whole world smiles with you, cry and you are alone

დასკვნა პირველი:როცა ადამიანი ბედნიერა მას ყველაფერი ადვილად გამოსდის, არის უფრო ეფექტური პირად, სოციალურ და კარიერულ სფეროში. ამასთან ერთად ბედნიერი ადამიანი სხვასაც ბედნიერს ხდის, თუნდაც სიახლოვით. როცა ადამიანი უბედური და დაგრუზულია, მის გარშემო თითქოს ყველაფერი ნაცრისფერდება და ხმება. თითქის სხვა ადამიანებიც ერიდებიან ასეთ დაგრუზულ ხალხთან ურთიერთობას.

მაგალითი: ბოლო ორი კვირაა საშინლად დაგრუზული ვარ, ნავთობის გადამტანი გემივით. არაფერი გამომდის, ისიც კი რაც ყოველთვის კარგად და ადვილად გამომდიოდა - სწავლა. გუშინ კი შემატყობინეს რომ ჩემი ნამცხვრის რეცეტი ჟურნალ ”რეიტინგში” დაიბეჭდება (მომავალ ორშაბათს), ძააალიან გამეხარდა. ბედნიერების შედეგი კი იმავე საღამოს ვნახე -რის სწავლასაც მანამდე ერთი დღე ვუნდებოდი, ორ საათში ავითვისე. (დიდი განსხვავებაა ხო?)

ფიქრები: მთელი კვირაა ვფქიქრობ რატომ უღებენ მამაკაცები ქალებს კარებს?!. ვითომ ეს ქცევა უკვე იმდენად ავტომატურია რომ არც კი უფიქრდებიან რას აკეთებენ? ამაკაცებო იქნებ მიპასუხოთ რატომ უღებთ ქალებს კარს? და გოგოებო თქვენ რას ფიქრობთ რატომ გიღებენ მამაკაცები კარებს?

Eng:
During this week, I came up with some conclusions: 1. Happy people are successful in private, social and career lives. All three aspect are connected and effect each other. If u are happy u study better, work better, cook better, have more friend and u are just very open person. 2. Unhappy people, somehow remind me gray mice. (Please notice that I talk about the people who think that they are unhappy and not people who we think that they are unhappy. )

Feb 4, 2010

იდეალური მე


არსებობს ქცევა, რომელიც არ გავს ჩვეულს, რომელიც გაღელვებს და დადებითად გმუხტავს, რომლის დროსაც ირგვლიც ყველა გიყვარს და როცა რაღაც "მაღალთან" განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობ. ასევე გეუფლება საკუთარი თავით კმაყოფლების დიდი განცდა და ერთიორად გეზრდბა თვითშეფასება.


ამ განცდას იწვევს ქცევა, რომელსაც ჩვენს "იდეალურ მეს" ვუქვემდებარებთ.


გესაუბრებით დაახლოებით იმაზე , რაც ხდება "ვის უნდა 20 000" ის სტუდიაში, როდესაც საზოგადოების ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები, როგორღაც თვალსა და ხელს შუა იცვლებიან და თავიანთი პიროვნების საუკეთესო მხარეს გვიჩვენებენ, როცა სხვა ადამიანის უბედურება მართლა მათი ხდება და როცა სხვის დასახმარებლად ემოციურად და ინტელექტუალურად იხარჯებიან და ამას სიამოვნებით აკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანის ყველაზე კეთილშობილური ნაწილი, რომელიც სწორედ ჩვენს "იდეალურ მე"–ში ინახება.

ამიტომ მგონია, რომ გადაცემის მთავარი დამსახურება სწორედ "იდეალური მეს" გამოვლენის შესაძლებლობა უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ ეს არა მხოლდ მოწვეულ სტუმრებს არამედ როგორც ( საბედნიეროდ) ჩემ თავზეც გამოვცადე მაყურებლებსაც გადმოგვეცემა

Feb 3, 2010

ჩვენი ყოველდღიური ”აკვიატებები”

ვერ დავიჯერებ რომ არსებობს ადამიანი აკვიატებების გარეშე. სერიოზული აკვიატებიდან დაწყებული უბრალოდ წვრილმანით დამთავრებული. ეს პოსტიც ასეთ ზოგისთვის წვრილმან და ზოგისთვის მსხვილმან აკვიატებებსა თუ ჩვეულებებს ეხება.

ჩემ თავით დავიწყებ და მერე გთხოვთ თქვენც გამიზიაროთ თქვენებური ”აკვიატებები”
მოკლეთ:
  • ტრანსპორტში აუცილებლად ვჯდები ან სულ წინ (მძღოლის გვერდით არა :D ) ან სულ უკან - ალბათ როცა მალე მინდა სადმე მისვლა წინ, როცა არ მეჩქარება უკან :D
  • ტაქსით მარტი არ ვმგზავრობ იმიტომ რომ მეშინია - ვაიდა რა აზრი მოუვიდეს ტაქსისტს ამსიმაღლე ამსიგანე კრასავიცა გოგოს რომ ნახავს :D.
  • ვერ ვიძინებ კარგაღებულ ოთახში - რამე რომ შემოვიდეს და მიკბინოს მეშინია :D
  • ვერ ვჯდები ზურგით სივრცისაკენ, ანუ ჩემს ზურგს უკან აუცილებლად უნდა იყოს კედელი- რომ ადვილად დავზვერვო სიუაცია :D
  • ეს სასაცილო აკვიატებაა - აბაზანაში შხაპის ქვეშ ბოლო ხმაზე უნდა ვიმღერო, რაც არ უნდა ცუდ ხასიატზე ვიყო.
ჯერ ეს ხუთი პუნქტი იყოს და მერე კიდევ გამახსენდება და დავამატებ კომენტარებში.

გთხოვთ თქვენც გამიზიაროთ და დაწეროთ თქვენი აკვიატებული ქცევების შესახებ.

Eng:
I can not believe that there are people without obsession. Some have more serious and some more "light" obsession. For some these obsessions make life difficult bur for others easier.
I have written several obsessions which I "suffer" from :D Well, they are not serious
but still they are very important for me.

In comments I expect to discuss each others obsessions - the forms and reasons etc.

Feb 2, 2010

შიშველი ჯგუფელები და ბუსხია სტუდენტი

ამ პოსტს ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ვწერ, თუ რატომ, რომ ჩაიკითხავთ მიხვდებით.

ადრე, ჯერ კიდევ ახალი დაწყებული რომ მქონდა უნივერსიტეტში სწავლა, პოსტში ”მოჭრილი ხეები, ატირებული სტუდენტი” დავწერე ერთ ჩემ ჯგუფელზე რომელმაც სემინარზე უცაბედად ყველას ზურგი გვაქციდა და დაიწყო ბოლო ხმაზე ტირილი. როგორ ძალიან გაგვიკვირდა ყველას, და როგორ ძალიან შევწუხდით ალბათ არაა საჭირო რომ კიდევ ერთხელ დავწერო, ფაქტია რომ დღესაც არ ვიცი იმ გოგოს რა მოუვიდა. ეს ამბავი არც კი გამახსენდებოდა რომ არა გუშინდელი შემთხვევა პალპაციის ჯგუფზე.

ჯერ გეტყვით რაა პალპაციის ჯგუფი - ესააა პრაქტიკული სავარჯიშოები ანატომიის კურსისათვის. ჯერ თეორიულად ვსწავლობთ კუნთებს, ძვლებს და სახსრებს, მერე პრატიკულად ვეძებთ მათ ერთმანეთის სხეულებზე. მოკლეთ ძალიან მხიარული ჯგუფია, ხოდა ამ მხიარული ჯგუფის ფონზე, ისევ ის გოგო, დაჯდა კუთხეში, მოგვაქცია ზურგი და გაიბუსხა.კიდევ ეთხელ ვაღიარებ რომ ყბა ჩამომივარდა, და კიდევ ერთელ ვერ ვხვდები რა მოხდა. ტირილი თუ დაიწყო ეგეც არ ვიცი, რადგან მე მალევე ჩავიცვი და ბიბლიოთეკისაკენ გავქანდი რამოდენიმე კუნთის შესამოწმებლად.

მოკლეთ, ამ შემთხვევამ ძალიან დამაფიქრა და ერთ იდეამდე მიმიყვანა, კერძოდ კი, სანამ სტუდენტებისაგან ჯგუფებს შექმნიან, ხომ არ იქნებოდა უპრიანი რომ მათი ფსიქოლოგიური გამოკვლევა ჩაეტარებინათ? წიკებიანი, გაუწონასწორებელი, გადარეული და ა.შ. სტუდენტები შესხან ერთ ჯგუფში, იყვენენ იქ და გადარიონ ერთმანეთი, დანარჩენ სტუდენტებს კი მოგვეცეს საშუალება ნორმალურ გარემოში ვისწავლოთ :D .

ეს იდეა ხვდებით რომ ნახევრად ხუმრობაა, ჩემმა ქმარმა ეგრევე მითხრა ეგო დისკრიმინაციააო, მაგრამ ....

თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთვევები? როცა ადამიანები უცებ, არსაიდან ძალიან მძაფრად გამოხატავენ ემოციებს? ტირიან, ყვირიან და ა.შ.

Eng:
Just a funny post about my anatomy curs which is interesting but very difficult. There are lots of facts which has to be learnt by heart and material is huuuuuuuge. Just imagine five weeks + 3 examines=many many many facts + little time :D But u know, everything has a positive side, and there is one in my anatomy curs. it is palpation - a practical curs of muscles, bones and joints hunting.

Feb 1, 2010

ფსიქოლოგიური კრიზისი II

ვაგრძლებ პოსტების წერას ფსიქოლოგიურ კრიზისის შესახებ და დღეს მოგითხრობთ კრიზისის ფაზების შესახებ. ასეთი ფაზა არის სულ ოთხი და ესენია:

  • შოკის ფაზა - ამ ფაზის ხანგრძლივობა ”თვალის დახამხამებიდან” რამოდენიმე დრემდე გრძელდება. ადამიანი ვერ გარკვეულა რა მოხდა, ქაოსურ მდგომარეობაშია და ვდილობს რეალობას გამოეთიშოს. თუმცა არის გამონაკლისები რომლებიც ა.ვ. ”ტანსაცმელს იხევენ ტანზე” და ემოციური რეაქცია საკმაოდ მწვავეა.
  • რეაქციის ფაზა - ხანგრძლივობა 4-6 თვეა. ხდება სიტუაციის თანდათანობითი ანალიზი. სწორედ ამ ეტაპზე გვაქვს ყველასათვის ცნობილი თავდაცვის მექანიზმები (ფროდს აქვს ეს მექანიზმები აღწერილი). ადამიანები ცდილობენ ცხოვრების აზრის პოვნას, უფრო და უფრო ხშირად ისმის კითხვა - რატომ?
  • გადამუშავების ფაზა - გრძელდება 6- 12 თვე, ან უფრო მეტი.
  • ახალი ორიენტაციის ფაზა - ამ ფაზას არ აქვს დასასრული და გრძელდება მანამ სანამ ადამიანი ცოცხალია. იდეალურ შემთხვევაში ადამიანი ახდენს სიტუაციასთან შეგუებას (კარგი გაგებით).
ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადმიანმა კრიზისის თითოეულ ფაზაზე შესაბამისი დახმარება და მხარდაჭერა მიიღის. ჩვენი მოვალეობა ის კი არაა რომ მას ტკივილი დავავიწყოთ, ან დავარწმუნოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება, არამედ გვერდში დგომა და ემპათია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თავი არ მოგაბეზრეთ ამდენი ფსიქოლოგიით. თუ ეს ასეა უბრალოდ მითხარით და მოვრჩები ამ თემაზე წერას.

Eng:
This post is a psychological crisis. It there are two types of crises and it has 4 main phases. 1. Shock phase, 2. Reaction Phase, 3. Processing phase and 4. New orientation phase.Each of these phases last from a second up to years and it is very important to know to help people who have a crises. Well, one can think how we can help a person who has lost a child, a friend or a dog, or is handicap. But we can, if we realize, that the meaning of help is not to help a person to forget pain, meaning is to support, be near and help with processing the situation.

lit: Cullberg, J. (2006). Kris och utveckling (samt katastrofpsykiatri och sena stressreaktioner). Stockholm: Natur och Kultur