Jan 30, 2010

თქვენ ჯერ კიდევ არ იცით რა არის სექსუალური პრელუდია?

როგორც იქნა ”გვაღირსეს” ახალი გადაცემა და მორჩნენ დაბოლებას. უბრალოდ წარმოიდგინეთ ჯერ გადაცემა რაა თავისთავად და მერე ორჯერ რომ აჩევნებენ :D.

შორენას ღამის დღევანდელი თემა სექსუალური პრელუდიები იყო. ბევრი ლაპარაკისა და ე.წ. სიფათის კერვის გარდა შორენამ აგვიხსნა რა არის სექსუალური პრელუდია, როგორ უნდა ჩავატაროთ ის, რამდენი დრო არის საჭირო და ჰოი საოცრებავ ”ეროგენული ზონებიც” ახსენა. შორენა - ამას ნამდვილად არ გაპატიებს მართმადიდებელ მშობელთა კავშირი :D

იცოდით რომ ქალს აღგზნებისათვის მამაკაცზე მეტ დრო სჭირდება? რომ პრელუდიისათვის თურმე 15-20 წუთი უნდა დავთმოთ - ნეტა ამდენი დრო ვის აქვს :D
რომ სასურველია ბევრი კოცნა, მოფერება და ა.შ. მოკლედ რომ მოვჭრა, გადაცემაში ბევრი სიტყვები, ბევრი ”ეროტიკული” კადერები იყო, მაგრამ მათ ღირებულებას პირადად მე ვერ მივხვდი. თუმცა რამოდენიმე წინადადება მომეწონა შორენას მონოლოგში :ჵ კერძოდ კი მისი ”გამონათქვამი” ქართველ მამაკაცების შესახებ - თავი ცეცხლოვანი საყვარლები გონიათ, სინამდილეში კი არაფრის მაქნისები არიანო :D (ასე გამოუვიდა თორემ მთლად ასე კი არ თქვა)

რესპოდენტები: არ ვიცი ვინ უფრო გაფარჩაკდა - შორენა რომელიც მის რესპონდენტებს კამერის წინ კოცნას თხოვდა თუ ის შეყვარებული წყვილები (ცოლ-ქმარიც კი :D ) რომლებიც უარს ამბობდნენ ერთმანეთის კოცნაზე.

კოცნა - უფ, ბევრი ილაპარაკა, და არაფერი დამამახსოვრდა. :D

მოკლეთ აი ასეთი ამბები იყო დღეს გადაცემაში. ჩემი შენიშვნები ისევ იგივე რაც წინა გადაცემის დროს იყო - ღამე შორენასთან 2

Jan 29, 2010

თვლი თუ არა თავს ზრდასრულ ადამიანად?

დროის მსვლელობასთან ერთად ყველაფერი იცვლება - ზოგადად სტანდარტები, მოლოდინები, ღირებულებები. სულ რაღაც ორიოდე საუკინის წინ ის ადამიანი ითვლებოდა ზრდასრულად რომელმაც მიიღო განათლება, იშოვა მეტ ნაკლებად სტაბილური სამსახური, შექმნა თავისი ოჯახი და ამით საზოგადოების სრულფასოვან წევრად იქცა, და ეს ყველაფერი რაღაც არსებობის 20-25 წლის პერიოდში ხდებოდა.

წლების სვლასთან ერთად, ბევრად გართულდა განათლების სისტემა. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე კი იძულებულები ვართ უფრო მეტ ხანს ვისწავლოთ ვიდრე აქამდე გვჭირდებოდა. ჯერ სკოლა, მერე უნივერსიტეტი, მერე სტაბილური სამსახურისაკენ მიმავალი ზგა, მერე კარიერა. გარდა ამისა, უკვე უნივერსიტეტის სტუდენტიც კი მშობლებთან ცხოვრობს, მიზეზი სხვადასხვა არის ტრადიციებიდან დაწყებული - ეკონომიკური სიდუხჭირით დამთავრებული. ხშირად ეს ყველაფერი ადამიანს 30 წლის ასაკშიც კი არ აქვს. და რა გამოდის რომ ადამიანი არაა ზრდასრული?

სიმართლე რომ გითხრათ მე ხანდახან ვერ ვთვლი თავს ზრდასრულად, (ჩემი დაბადების მოწმობაში ჩაწერილი ასაკი რომ არა, თავს 15 წლის გოგოსავით ვგრძნობ :D), გინდაც იმიტომ რომ მატერიალურად ბევრად ვარ დამოკიდებული ჩემ ქმარზე. ამავდროულად თავს ვთვლი ზრდასრულად იმიტომ რომ შემიძლია იმ გადაწყვეტილებების მიღება რომლებიც შეცვლიან ჩემ ცხოვრებას.

ხოდა რატომ ვილაპარაკე ამდენი, იმიტომ რომ თქვენთანაც ერთი პატარა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს : როგორ ფიქრობთ რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ადამიანზე რომ ის ზრდასრულია?

lit: Passer,M.,Smith, R., Holt, N., Bremner, A., Sutherland, E., &, Vliek, M. (2009). Psycholoy. The science of mind and behaviour. European edition


Jan 28, 2010

ფსიქოლოგიური პორტრეტი

რამდენიმე დღის წინ ტომუშკას შევპირდი, რომ მისი ბლოგის დროებითი თანაავტორი ვიქნებოდი. მე ბლოგი არასდროს მქონია და ამავე დროს მაინტერესებდა საქმეში გამომეცადა ჩემი თავი და გამეგო, იყო თუ არა ეს საქმიანობა ჩემთვის საინტერესო, ამიტომ ტომუშკას შემოთავაზებას ბლოგის თანაავტორობის შესახებ პირველი გამოვეხმაურე და წინასწარ ვტკბებოდი იმ განცდით, რომელიც ახალი საქმიანობის დაწყებას ახლავს თან და რომელიც ასე სასიამოვნოა.

თუმცა ტკბობა დიდხანს არ გამომივიდა, რადგან ტომუშკას ანატომიის ლექციებმა ძალიან მალე მოიკრიბა ძალა და დადგა აუცილებლობა რეალურად საქმეზე გადასვლის, ანუ პოსტის დაწერის

უნდა ვაღიარო რომ პირველი პოსტის დაწერა არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. ვერც კი გავიგე კარგად რა ხდებოდა. კალმით და რვეულით ხელში (ბლოგერებს გაგეცინებათ, მაგრამ რვეულში ვწერდი) მთელი დღე გავატარე გუშინ, მაგრამ არაფერი გამომივიდა. არადა ვგრძნობდი, რომ ტომუშკას ბლოგს “ვღალატობდი” და ასე არ შეიძლებოდა, ამიტომ დღეს დილით უკვე ჩავრთე მთელი ჩემი პიროვნულ– ინტელექტუალურ– პროფესიული (ფსიქოლოგი ვარ) უნარები და თავი ვაიძულე გამერკვია თუ რაში იყო საქმე, რატომ ვერ ვწერდი პოსტს … და ძალისხმევა უშედეგოდ არასოდეს იკარგება…. მე მივხვდი, რომ “ვიკარგებოდი” არჩევანს შორის, რომელიც პოსტის სავარაუდო შინაარსს, სტილს თუ სიღრმეს შეეხებოდა . ანუ ვერ გადამეწყვიტა, როგორი პოსტი იქნებოდა შესაბამისი ტომუშკას ბლოგისთვის და საერთოდაც მე, როგორი პოსტი შემიძლია შევთავაზო მკითხველს.

აქედან გამომდინარე მივედი იმ დასკვნამდე (თუმცა ამას დიდი მიხვედრა ისედაც არ სჭირდება) რომ ნებისმიერი საქმისადმი დამოკდებულების მიხედვით რა თქმა უნდა გამოირჩევიან ადამიანები ერთმანეთისაგან და ამ შემთხვევაში კი ბლოგინგთან დამოკიდებულება ნამდვილად იძლევა საშუალებას გაარკვიო ბლოგის ავტორის სავარაუდო ფსიქოლოგიური პორტრეტი.

საინტერესო იქნებოდა თქვენ რომ დაგეწერათ თქვენი ვარაუდი ამათუიმ ბლოგერის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ მისივე ბლოგის მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში კი შეგვიძლია განვავრცოთ ეს თემა.

ტომუშკას ბლოგის დროები თანაავტორი ნინო.

Jan 27, 2010

We Georgian Bloggers

განვიხილოთ ერთი კერძო მაგალითი. ჩვენ ქართველი ბლოგერები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან. თითოეული ჩვენთაგანი საკმაოდ ინდივიდუალურია, გვაქვს ჩვენი ცხოვრება, პიროვნული თვისებები და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ წარმოვადგენთ ჯგუფს რომელსაც ქვია - ქართველი ბლოგერები. ჩვენი მიზანიც მეტ ნაკლებად ერთია - გვინდა ბლოგინგის განვითარება, ბევრი ერთგული მკითხველი და ა.შ. გვაქვს გარკვეულწილად განსაზღვრული სტრუქტურა და ნორმები.

იმედია შესავალმა დაგაინტერესათ და ასევე იმედია დაგაინტერესებთ პოსტები რომლის შესახებაც ვაპირებ წერას, კერძოდ კი მინდა გაგაცნოთ მცირედი ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის ფსიქოლოგიის შესახებ. დასაწყისისათვის მხოლოდ 3 პოსტს დავწერ. პირველი პოსტი ეხება ჯგუფის აღწერას, მეორე პოსტი იქნება ჯგუფის პროცესებზე, და მესამე - როგორია არის კარგი ჯგუფი. თუ პოსტებმა დაინტერესება გამოიწვია, სიამოვნებით დავწერ ჯგუფში როლების გადანაწილებაზეც :)

რა ტერმინებში შეგვიძლია ჯგუფის აღწერა?
  • პირველი და მთავარი მომენტი არის ის რომ ყველა ჯგუფს გააჩნია თავისი ისტორია, რადგან მისი თითოეული წევრი არის პიროვნება რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება და ა.შ.
  • ასევე ყველა ჯგუფს გააჩნია მიზანი - თუ არ არის ერთიანი მიზანი მაშინ ჯგუფი ვერ იქნება ფუნქციონალური.
  • სტრუქტურა და პროცედურები კიდევ მორიგი მახასიათებლები არიან. სტრუქტურა გულისმობს ჯგუფის მიზანს, წესებს, ფორმას, ფორმალურ როლურ სისტემას და ა.შ. პროცედურა კი არის მიზნის დასახვა და მისი განხორციელება :)
  • თითოეულ ჯგუფს გააჩნია თავისი ნორმები და წესები რომლებიც არიან ფორმალურნი და არაფორმალურნი.
  • კომუნიკაცია კიდევ მორიგი მახასიათებელია რომელიც აღწერს როგორ ხდება ურთიერთ თანამშრომლობა ჯგუფუს წევრებს შორის.
ალბათ ფიქრობთ რაში შეიძლება გამოიყენოთ ეს ინფორმაცია? სულ მარტივი გინდაც FaceBook ზე ჯგუფების შექმნისათვის, გინდაც ბლოგზე მეტი მკითხველის მოზიდვისათვის და ა.შ.

იმედია სასარგებლო პოსტი იყო :)

lit: Lennér-Axelsson, B. & Thylefors, I. (2005). Arbetsgruppens psykologi. Stockholm: Bokförlaget Natur och Kultur.

Jan 26, 2010

ფსიქოლოგიური კრიზისი

კრიზისი იქ, კრიზისი აქ - მოკლეთ ალბათ ვერც კი მოვთვლით რამდენჯერ გვესმის ან ვკითხულობთ სიტყვა კრიზისს. ჩემი დრევანდელი პოსტიც კრიზისს ეხება მაგრამ არა ეკონომიკურს არამედ ფსიქოლოგიურს.

ფსიქოლოგიაში ორი სახის კრიზისზე ვსაუბრობთ. პირველი სახის ანუ განვითარების კრიზისს ზოგადად ყველა ადამიანი გავდივართ, და მეტ ნაკლებად წარმატბულად გადავლახავთ. ამ ჯგუფში შედის ისეთი კრიზისები როგორიცაა თინეიჯერობის ასაკი, მშობლის როლის მორგება, პენსიაზე გასვლა და ა.შ. კრისიზთა მეორე ჯგუფში ანუ ტრავმის - კი შედის ისეთი მოვლენები რომლებიც უცაბედად დაგვატყდა თავს - მაგალითად ავადმყოფობა, სამსახურიდან გათავისუფლება, უცაბედი წარმატება და ვარსკვალავად გადაქცევა, და ა.შ.

რა უნდა ვიცოდეთ როცა ფსიქოლოგიური კრიზისის შესახებ ვსაუბრობთ? ბევრი არაფერი მხოლოდ ოთხი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:
  • რა სახის კრიზისი გავაქვს სახეზე? განვითარების თუ ტრავმატული?
  • მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ პიროვნების წარსული შესახებ ვისაც აქვს კრიზისული პერიოდი.
  • განვითარების რა ეტაპზეა ეს პიროვნება?
  • მოვიპოვოთ ინფორმაცია რომელიც კავშირშია ამ პიროვნების ოჯახის წევრებთან და სამუშაო გარემოსთან.
და ალბათ ისევ და ისევ საკუთარ თავს ეკითხებით რაში გვჭირდება ეს ყველაეფრი. მხოლოდ ერთ რამეში - შეძლებისგადვარად ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში მაშინ როცა ყველაზე მეტად გვჭირდება თანადგომა. მაგრამ საჭიროა ამის გაკეთება ისე რომ არ გავაფუჭოთ საქმე და ადამიანის ფსიქიკა არ დავაზანოთ.
თქვენთან კი ერთი კითხვა მაქვს, როგორ ეხმარებით ადამიანს რომელიც განიცდის ფსიქოლოგიურ კრიზისს?

lit:
Cullberg, J. (2006). Kris och utveckling (samt katastrofpsykiatri och sena stressreaktioner). Stockholm: Natur och Kultur

Jan 25, 2010

სტუდენტების მტერი

როგორც წინა პოსტში ვწერდიდღევანდლი დღიდან ანუ 25 იანვრიდან დაგვეწყო ანატომია. თავიდანვე ფრიად შეშინებული და პოლიტიკოსებს რომ უყვართ გამოთქმა ”აღშფოთებული ვიყავი” იმიტომ რომ ვიცოდი წინ რაც მელოდა. მაგრამ ვაი რომ მთლად კარგად არ მცოდნია და კარგად ვერ გამითვლია.

დღეს პირველი ლექცია ჩაგვიტარდა და 7 საათიანი (აქედან შესვენება ერთი საათი და შიგ და შიგ 5-10 წუთიანი უბრალოდ ტვალეტში გასაქცევად და ყავის დასალევად) ლექციის შემდეგ სრულიად განადგურებული მოვედი სახლში. ასეთი დაღლილი დიდი ხანი არ ვყოფილვარ, მაშინაც კი როცა გამოცდისთვის ვემზადებოდი.

ახლა მთავარი. არ მესმის ეს კურსი რატომ გააკეთეს ასე. 5 კვირაა და იმდენი სასწავლი რომ ახლა ავდექი ამ პოსტის დასაწერად და ჯერ ნახევარიც ვერ ვისცავლე იმ მასალიდან რაც დღეს აგვიხსნეს. მასწავლებელის თქმით პირველ ცდაზე ამ საგანს აბარებს სტუდენტთა 20% მე ვსვავ კითხვას თქვე კაი ხალხო, ხომ ხედავთ რომ საგნის სწავლის ტემპი და მასალა ვერ შეესაბამება ერთმანეთს? რა აზრი აქვს ასეთ სწავლებას როცა სტუდენტის ერთადერთი მიზანი გამოცდიდან თავის დარწევაა? ან როცა მთელი 5 კვირა ძლიერი სტრესის ქვეშ ვართ? და რაც მთავარია ეს არ გვაკმარეს და ანატომიის მერე ნეიროფიზიოლოგია გვეწყება. იგივე ტემპით, გამოცდის პირველ ცდაზე წარმატებით ჩაბარების იგივე მაჩვენებელით.

პ.ს. არაფერს ვამბობ ტერმინოლოგიის სირთულეზე. მიკვირს რომ ინგლისურად ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ შვედურად მაგრად ვჭედავ :( ლათინური დასახელებები კიდე სვა პრობლემაა რომელზეც აღარ ვიწუწუბენ.


Jan 23, 2010

We Can Help Haitian People - დავეხმაროთ ვის როგორც შეგვიძლია!

ხალხო, მოკლეთ და მარტივად დავწერ - დავეხმაროთ ჰაიტის მოსახლეობას ისე როგორც შეგვიძლია. არსებობს საიტი რომლის მეშვეობითაც შეგივიძლია ფულის გადარიცხვა, განსაკუთრებით კი მათთვისაა ადვილი ვისაც პეიპოლის ანგარიში გავქვს.

Hope For Haiti Now სულ მარტივი პროცედურებია გასავლელი, და სულ რაღაც რამოდენიმე წუთში თქვენ ძლიან კარგ საქმეს გააკეთებთ! მე სამწუხაროდ ათ დოლარზე მეტი არ მქონდა და გადავრიცხე ის რაც მქონდა. კიდე რომ მივიღებ ფულს იმასაც გადავრიცხავ. ხალხი ძალიან გაჭირვებულია, ანტიბიოტიკები, წყალი და საჭმელი არ აქვთ რომ ის ადამიანები ვინც მიწიძვრას გადაურჩა უბრალოდ შიმშილით არ დაიხოცოს!

Eng:
My dear readers, Haitian people need our help! They do not have water, food, antibiotics. People who could survive this huge catastrophe, now face a death from different disses and hunger. So please, let's help them as we can.

Hope For Haiti Now We can donate some amount of money, as much as u want, as much as we can. Each dollar, each euro can save a life. People, who have PayPal accounts - it is very simple procedure and we need only one minute to donate some money and help people who are in need!

Let's do good things!!!


პროგრამა, რომელმაც ელენეს ბრინჯაო მოუტანა :)

იმ ადამიანებმა რომლებმაც ვერ უყურეს ელენეს გამოსვლას, ვთავაზობ ამ ვიდეოს. ისიამოვნეთ მეგობრებო და იმედია ელენე ოლიპიურ თამაშებზეც კარგად გამოვა.
ელენეს ვიდეოსთან ერთად გთავაზობთ დანარჩენი ორი გამარჯვებულის გამოსვლასაც :)
3. Elene Gedevanishvili


2. Laura LEPISTÖ


1. Carolina Kostner

What a great Day - პირველი წარმატება!!!

ელენე გედევანიშვილის გულშემატკივრებს მინდა გითხრათ რომ 2010 წლის ევროპის ჩემპიონატზე ელენე მესამე ადგილზე გავიდა! ვაიმე ისე მიხარიააააა. ვულოცავ ელენეს და მის ყველა გულშემატკივარს ელენეს საუკეთესო შედეგს.
Ceremony :)



Eng:
What a great day in georgian figure skating history. Very first time Georgian figure skater Elene Gedevanishvili has got very first bronze medal in EC 2010!! We are soooo happy and sooo proud of her!
Elene We Love you!

ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე 2010

ვიცი რომ ბევრი ცნობისმოყვარე ადამიანი თვალყურს ვერ ადევნებს ელენეს გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა.

16:00 ჯერ ჯერობით ელენე პირველ ადგილზეა, სულ 4 მოციგურავე დარჩა.

16:08 ფინელმა Laura LEPISTÖ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მისი საბოლოო შეფასებით 166.37 ის პირველ ადგილზე გავიდა. ახლა ელენე მორეზეა და სამი გოგონაა დარჩენილი.

16:09 იტალიელი კაროლინა კოსტნერი, ჯერ ჯერობით უშეცდომოდ და ძალიან სუფთად ასრულებს პროგრამას. ეს გოგო ისედაც პირველ ადგილზე იყო და მეეჭვება დათმოს პოზიციები. დაველოდოთ საბოლოო შედეგს...თუმცა არა, დაიწყო შეცდომების დაშვებაა.
კაროლინა კოსტნერი ახლა პირველ ადგილზე გავიდა, Laura LEPISTÖ მეორეზე და გედევანიშვილი მესამეზე.

16:18 რუსი Alena LEONOVA მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო, და ელენეს ორი ქულით ჩამორჩებოდა. ვნახოთ ახლა რას იზავს...ერთხელ უკვე დავარდა, და კასკადიც ჩააგდო. საბოლოოდ Alena LEONOVA მეექვსე ადგილზე გავიდა.

16:25 Kiira KORPI დაიწყო გამოსვლა. თავიდან კარგად დაიწყო მაგრამ პროგრამის მეორე ნაწილში აურია. სამწუხაროდ კიირას მაღალი ქულები აქვს მოკლე პროგრამიდან და მეეჭვება ამ გამოსვლისას იმდენად მცირე ქულები მიიღოს რომ ელენე გავიდეს მესამე ადგილზე....

დააააა აი დადგა ნანატრი მომენტი. კიირამ ძალიან დაბალი ქულები მიიღო და საბოლოო ჯამში ასეთი შედეგი გვაქვს:
1. კაროლინა კოსტნერი
2. Laura LEPISTÖ
3. ელენე გედევანიშვილიიიი :)


Jan 22, 2010

ტესტი - რამდენად მტკიცეა თქვენი ურთიერთობა?

ეს ძალიან მარტივი და პატარა ტესტი ჩემი ფსიქოლოგიის წიგნში ვნახე. იმდენად მარტივი და პატარა იყო, რომ ეგრევე გადმოვთარგმნე და აგერ თქვენც გიზიარებთ :)

ამ პატარა კითხვარში სულ ექვსი დებულებაა და თქვენ უნდა უპასუხოთ "კი" ან "არა". შედეგების დათვლაც სულ ადვილია - რაც უფრო მეტი "კი" გაქვთ მით უფრო კარგად იცნობთ პარტნიორს და თქვენი ურთიერთობაც უფრო მტკიცეა და პირიქით :)

აბა დავიწყოთ :)
1. შემიძლია ვთქვა რომ მე ვიცი ჩემი პარტნიორის სიზმრების შესახებ
2.ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთთან საუბარი
3. ჩემი პარტნიორი ჩემი საუკეთესო მეგობარია
4.მაშინაც კი როცა არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ჩემი პარტნიორი ყურადღებით მისმენს.
5.ჩვენი მიზნები და ღირებულელები ძირითადში ემთხვეა ერთმანეთს.
6.ვგრძნობ რომ ჩემი პარტნიორი ძალიან კარგად მიცნობს

ჩემი შენიშვნა: თუ რამოდენიმე კითხვაზე უპასუხეთ ”არა” ალბათ დროა, თქვენს ურთიერთობას უფრო მეტი დრო დაუთმოთ და ჩაუღმავდეთ ერთმანეთს :)

lit: Passer,M.,Smith, R., Holt, N., Bremner, A., Sutherland, E., &, Vliek, M. (2009). Psycholoy. The science of mind and behaviour. European edition



დაგვიანებული ვიდეოები

დაგვიანებით გთავაზობთ შორენას ღამეების ვიდეოს. პოტი ხომ დავწერე -”გაცოფებულ მშობელთა კავშირი :D” ხოდა როგორც ჩანს ზოგი მშობელი მართლა გაცოფდა და როგორც იმედზე თქვეს სასამართლოში უჩივლიან, რატომ? არ ვიცი :D ხოდა ასე აგერ ვიდეოებიც.

პირველი ნაწილი


მეორე ნაწილი


მესამე ნაწილი ვერ ვიპოვე. ეჭვი მაქვს არც აქვს მესამე ნაწილი.

Jan 20, 2010

News and "pre-exam" syndrome :D

უხ, მოკლეთ ბავშვებო ხვალ დილას მაქვს გამოცდა და ფაქტი ისაა რომ არ ვიცი რა ვიცი. არც ის ვიცი, რა არ ვიცი. ხვდებით რომ ძალიან ჩახლართულადაა საქმე. სამწუხაროდ დროის მცირე მონაკვეთში ანუ ოთხ კვირაში, ძალიან დიდი მასალა გავიარეთ და გამოცდაც მასზე დაყრდნობით გვექნება.

ახლა გეტყვით როგორი წერითი გამოცდა იქნება. მოკლეთ სამი საათის განმავლობაში უნდა დავწეროთ ხუთი სეგმენტი. თითოეული სეგმენტი სხვადასხვა სირთულის კითხვას შეიცავს, საბოლოოდ თითოეულ მათგანზე მინიმუმ 50% უნდა დავაგროვოთ რომ ჩაგვეთვალოს. გამოცდა მხოლოდ მაშინ გვეთვლება ჩაბარებულად თუ ხუთივე სეგმენტში მინ. 50% ავიღეთ. თუ ერთ ერთში მოვიკოჭლეთ, მეორე ში კი სრული 100% ავღეთ, მაინც ჩაჭრილები ვართ.
My dining table
ახლა რაც შეეხება შეფასების სისტემას. არ ვიცი მხოლოს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა ასე თუ ყველგან ასეა, შეფასების მხოლოდ ორი დონეა - ჩათვლა და არ ჩათვლა. სპეციალობასთან დაკავშირებულ საგნებში მინიმუმ 75% უნდა მოაგროვო რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს. სხვა საგნებში კი მინიმუმ ხან 50% ხან 65% .

ახლა რატომ ვწერ ამ პოსტს, იმიტომ რომ არ მინდა ჩავიჭრა :( თუ ჩავიჭერი სტიპენდიაზე გაახურებენ, მერე კიდე ისედაც ანატომია გვეწყება და ძალიან არ მინდა ვალების გადახდა. რაც შეეხება ანატომიას, ესაა ის რაზე ფიქრიც უკვე მკლავს. წიგნი უკვე მივიღე და რომ დავინახე წნევამ დამარტყა. იმას რა წაიკითხავს ჯერ ინგლისურად და მერე შვედურად უნდა გადმოვთარგმნო და ვისწავლო და ყველაზე უარესი ხუთი კვირის განმავლობაში სამი გამოცდა :( და რამდენი სემინარი იყო ჯერ ვერ დავითვალე კურსის გეგმაში.

ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი!!!! როგორც ხვდებით ემოციურად ძალიან დატვრთული მომავალი ხუთი კვირა მელის. არ ვიცი ეს როგორ აისახება ჩემ ბლოგზე და შესაბამისად ჩემ მკითხველზე. არ მინდა ბლოგი გახდეს პასიური, ამიტომ ჩემ მეგიბარ ნინოს, ვთხოვე დამხმარებოდა. შესაბამისად ჩემს გარდა ბლოგზე გზაზე ერთი კაცი მიდიოდა , ნინოც დაპოსტავს ხოლმე. ნინო ჯერ ჯერობით ახალია ბლოგოსფეროში, და ჩემთან ექნება დებიუტი ხოდა მოდით მოვინდომოთ და ნინოც გადავაქციოთ ბლოგერად :)

Eng:
The post is about news on my blog. However I am going to be very busy next 5 weeks, I've asked my fried Nino, to help my with blogging. Of course, I do not want my blog to became passive "vegetable", so I hope that we can do a great and productive job together.

What I am going to do next 5 weeks is to study anatomy. It is a subject what i hate and what I fine very difficult. Because I have to read in English and after translate and study in Swedish. I do not want to mention how difficult it is to study all the Latin names by heart. I just HATE IT.

So, once again thank you for being my readers , your existence is very important for me, feeling your support gives my an energy to write new posts :) just for you :*

Jan 19, 2010

The legs of Golden Globe Winner

Mo'Nique a Golden Globe Winner for Best Supporting Actress - Motion Picture / AFP.

You've got a mail :)

Taraaaaaaam :) I was just wondering - have u already got a house? Have u already got a nice garden? Well, than there are times to get perfect Mailboxes. Oh please, do not start complaining now about their models and colors becasue nowadays it just very simple to get what u want - very pretty mail boxes!

Oh are u still complaining, and saying that nowadays in modern society nobody really uses them, but halloooo, of course we are using them. There in no way that modern technologies as the internet, mobile phones can never replace a Mailbox !!!

Jan 16, 2010

მხიარული ფსიქოანალიტიკური ტესტის გასაღები

შეპირებისამებრ ვდებ გუშინ გამოქვეყნებული მხიარული ”ფსიქოანალიტიკური” ტესტის გასაღებს :) მოდით თითოეულ კითხვას ჩამოვწერ და მივუწერ რას ნიშნავს. შენიშვნები ჩემს მიმართ არ მიიღება, რადგან ეს ტესტი ჩემი მოგონილი არაა. ტესტი ჩვენმა ფსიქოლოგიის მასწავლებელმა ჩაგვიტარა ორიოდე დღის წინ, და მეც ეგრევე გავბლოგე :ჵ
შეკითხვებისათვის კი აგერ ვარ და მიმსახურეთ :)

1. არსებობს უამრავი სახის ცხოველი, დიდი და პატარა, მფრინავი, მცურავი და მოსიარულე. გთხოვთ იფიქროთ ერთ ცხოველზე და უცებ რაც მოგივიდათ თავში დაწეროთ.
იმ ცხოველის თვისებები, რომევლიც თქვენ დაწერეთ, თქვენს იდეალურ მეს წარმოადგენს. ანუ გინდათ ეს თვისებები გახასიათებდეთ.

2. გთხოვთ კიდევ ერთ ცხოველზე იფიქროთ და კიდევ დაწეროთ ფურცელზე.
მეორე კითხვაზე დაწერილი ცხოველის თვისებებით, თქვენ გარშემომყოფები გახასიათებენ. ველლ, თქვენ ასე ფიქრობთ ყოველი შემთხვევისათვის.

3. კიიიიდევ ერთ ცხოველზე იფიქრეთ და დაწერეთ.
ამ ცხოველის თვისებები, კი ის თვისებებია რომლებიც თქვენ რეალურად გახასიათებთ.

4. ახლა წარმოიდგინეთ მიდიხართ ზღვის სანაპიროზე. მზე სასიამოვნოდ ანათებს, ზღვიდან ნიავი უბერავს, ირგვლივ სილამაზე და სიმშვიდეა. უხებ ხედავთ ძალიან დიდ, დაბურულ და ბნელ ტყეს. დაწერეთ თქვენი ემოცია და ის თუ როგორ იქცევით?
ტყე პრობლემას განასახიერებს. ტყესთან დაკავშირებული ემოცია, თქვენი ემოციაა როცა რაიმე პრობლემას აწყდებით. ტყესთან დაკავშირებული ქცევა კი ის ქცევაა რომელსაც თქვენ მიმართავთ პრობლემის გადასაჭრელად.

5. დაწერეთ რა ემოციებს იწვევს თქვენში ზღვა.
ზღვა სიყვარულის ასოციაციაა. ამიტომ ის ზედსართავი და არსებითი სახელები რომლებიც თქვენ ჩამოწერეთ, თქვენს სიყვარულის გრძნობასთან დამოკიდებულებას აჩვენებს.

6. დაწერეთ რა ემოციებს იწვევს თქვენში ყავა.
ყავა კი ეროტიკულობასთანაა დაკავშირებული. სიტყვები კი რომელიც ჩამოწერეთ, აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ეროტიკულობასთან მიმართ.

ამ ტესტის გაკრიტიკება და მიწასთან გასწორება ადვილია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ესა სერიოზული ტესტი არ ყოფილა :) გაიღიმეთ და მხიარულად გააგრზელეთ ცხოვრება :)

პ.ს. თუ პოსტი საინტერესო იყო, მითხარით რომ შეძლებისდაგვარად ხშირად დავწერო ასეთი რამეები :)

Jan 15, 2010

ტესტი ძალიან გაბედული ადამიანებისათვის :P

აააააააააბაა, გაბედულო ხალხო, ხართ მზად გაიაროთ პატარა ფსიქოანალიზი? მზად ხართ გაეხსნათ საზოგადოებას? მაშინ დროა ეს პატარა სახალისო პროექციული ტესტი გააკეთოთ :)

პირველ რიგში გჭირდებათ ფურცელი და პასტა. მეორე რიგში კითხვები არ ჩაიკითხოთ, ჯერ წაიკითხეთ ერთი კითხვა და გაეცით პასუხი, გადადით მომდევნოზე. მესამე რიგში კი გთხოვთ პასუხები კომენტარებში დაწეროთ.

აბა დავიწყოთ :)

1. არსებობს უამრავი სახის ცხოველი, დიდი და პატარა, მფრინავი, მცურავი და მოსიარულე. გთხოვთ იფიქროთ ერთ ცხოველზე და უცებ რაც მოგივიდათ თავში დაწეროთ.



2. გთხოვთ კიდევ ერთ ცხოველზე იფიქროთ და კიდევ დაწეროთ ფურცელზე.



3. კიიიიდევ ერთ ცხოველზე იფიქრეთ და დაწერეთ.



4. ახლა წარმოიდგინეთ მიდიხართ ზღვის სანაპიროზე. მზე სასიამოვნოდ ანათებს, ზღვიდან ნიავი უბერავს, ირგვლივ სილამაზე და სიმშვიდეა. უხებ ხედავთ ძალიან დიდ, დაბურულ და ბნელ ტყეს. დაწერეთ თქვენი ემოცია და ის თუ როგორ იქცევით?



5. დაწერეთ რა ემოციებს იწვევს თქვენში ზღვა.



6. დაწერეთ რა ემოციებს იწვევს თქვენში ყავა.


რომელი კითვა რას ნიშნავს რამოდენიმე დღეში დაიდება, მანამდე კი მოდით გავცეთ პასუხები :) გთავაზობთ ჩემს შედეგს:
1. ვეფხვი 2. ლომი3. ძაღლი 4. მიკვრის და გვერდს აუვუვლი. 5. სიმშვიდე, სილამაზე, ჰარმონია. 6. სიცოცხლე, ენერგია, კარგი გემო :)

როგორ ვებრძოლოთ პლაგიატიზმს?

პლაგიატიზმის მორიგი შეტევა დაემართათ სტუდენტებს თუ რაა არ ვიცი. თან ადგილობრივ გაზეთში ეგრევე გამოაჭენებენ ხოლმე მსგავს ფაქტებს, საბედნიეროდ სტუდენტების სახელების და სპეციალობების გარეშე, მაგრამ მთავარი ეს არააა...

აქა, ხშირად ხდება რომ გამოცდა წარმოადგენს ”საშინაო დავალებას”, ანუ გეძლევა თემა და უნდა დაწერო და დაამუშაო ისა. ახლა ინფორმაციის მოპოვება ბევრი ადგილიდან შეიძლება და ინტერნეტი პირველია ალბათ ამ ადგილებს შორის. კითხულობ სრულიად შტერულ საიტებს, მოიხმარ რამოდენიმე სტატიას და წიგნს და წერ შენთვის თემას. იმისათვის რომ საიტები რეფერენსებში დააფიქსირო გარკვეული წესებია საჭირო, ან რატომ უნდა დააფიქსირო, იმიტომ რომ უბრალოდ წაიკითხე? თან ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი რომ რაღაცას ვკითხულობთ, და დროის გასვლის შემდეგ გვგონია რომ ეს წინადადება, იდეა ჩვენი აწყობილია სინამდვილეში კი ადრე ამოკითხული და კარგად დამახსოვრებულია.

მოკლეთ დავუბრუნდები იმ სტუდენტებს რომლებიც პლაგიატიზმში ამხილეს და დასაჯეს- ანუ ჩამოაცილეს სწავლებას რამოდენიმე თვით. დარწმუნებული ვარ რომ ამ სტუდენტებს არ დაუკოპირებიათ ის რაც წაიკითხეს. დარწმუნებული ვარ რომ მათ უბრალოდ დაწერეს ტავისი მოსაზრება რომელიც აღმოჩნდა იგივე რაც სრულიად დებილურ, არაფრის მაქნის საიტზე ამოიკითხეს. ეს წინადადება შეიძლება პოსტში ყოფილიყო, ან კიდე კომენტარებში. დავიჯერო საჭიროა ასეთი რამეების მითითება? და ზოგადად როგორ შეიძლება ებრძოლო პლაგიატიზმს? ან რეალურად რაა პლაგიატიზმი?

Jan 13, 2010

მანიპულაციის მსხვერპლი საზოგადოება

ადამიანები ძალიან უცნაური და რაღაცნაირად გულუბრყვილო არსებები ვართ, როცა ვიღაც რამე კარგს გვიკეთებს, ჩვენც გვინდა კარგითვე გადავუხადოთ. არ ვიცი გინახავთ თუ არა კრიშნაიდები ყვავილებით ხელში როგორ არიგებენ ყვავილებს გამვლელებზე და სანაცვლოდ ..... თქვენ გგონიათ ისე უმიზეზოდ არიგებენ?

ახლა მინდა დაგიწეროთ მანიპულაციის რამოდენიმე ტექნიკის შესახებ რომლებიც ძალიან ფართოდ გამოიყენება. ჩემი მიზანი ისაა რომ თუ ჩვენ გეცოდინება ამ ტექნიკების შესახებ, მაშინ ნაკლებია შანსი რომ მათი მსხვერპლი გავხდებით!!

1. Door in the face technique - დამყოლიებელი გთხოვთ რაღაცა ძალიან დიდის და თქვენთვის წარმოუდგენელს შესასრულებლად, რათქმაუნდა მაინ იცის უარის შესახებ ამიტომ იქვე მიაყოლებს სხვა უფრო პატარა თხოვნას რომელიც პირველთან შედარებით არაფერია. აი ამ მარტივ ფინტზე ძააალიან ბევრი ადამიანი ეგება მინდა გითხრათ. მაგალიტად ვიღაც გვთხოვს რომ 50 ლარი შევწიროთ საქარტველოს ფეხბურთის ნაკრებს :D რათქმაუნდა ჩვენ უარს ვიტყვით, მაგრამ თუ 50 ლარიდან უცებ 2 ლარზე დავა მთხოვნელი, მაშინ დიდი ალბათობაა რომ შეწირულობას გავიღებთ.

2.Foot in the door technique - იგივეა რაც Door in the face technique ოღონდ პირიქით. ტავიდან ვრებულობთ მცირე მოთხოვნას, შემდეგ კი დიდის. სულ ამრტივი და ყველასათვის ადვილი მაგალითი: პირველად გვთოხვენ ხმა მივცეთ რომელიმე კონკურსანტს, შემდეგ კი გვთოხვენ ხმა მივცეთ იგივე კონკურსანტს თან კომენტარიც დავუწეროთ რატომ ვაძლევთ ხმას.

3. Lowballing ძალიან ხშირად გამოიყენება სავაჭრო სფეროში. მაგალითად ვნახეთ მანქანა რომელიც ძალიან მოგვეწონა და რომელსაც ადევს ფასი 10 000 ლარი. გამყიდველი, გვიჭერს რა ჩვენს ემოციაზე, გვეუბნევა რომ მანქანის ფასი უნდა დააზუსტოს მენეჯერთან, რამოდენიმე წუთის შემდეგ უკან ბრუნდება და ამბობს რომ ამ მშვენიერი მაქანისათვის სულ 399 ლარით მეტი უდნა გადავიხადოთ. რატომაც არა 10 399 ლარი ჩვენი სასურველი მანქანისათვის ნამდვილად არაა ძვირი. თუმცა გაითვალიწინეთ რომ მანქანის ფასი სინამდვილეში სწრედ 10 399 ლარი იყო :)

ძალიან დიდი იმედი მქვს რომ ამ პოსტით რაიმე ახალი შეიძინეთ. კომენტარებში კი მოდით განვიხილოთ მაგალითები როცა თავად გავხდით მსგავის მანიპულაციის მსხვერლი - შევიტენეთ რაღაც რაც არ გვინდოდა, ან გვინდოდა მაგრამ მასში იმაზე მეტი ფასის გადახდა მოგვიწია ვიდრე ვფიქრობდით.

Jan 11, 2010

Altruism or - რატომ ვეხმარებით სხვას?

სანამ ამ პოსტს ბოლომდე ჩაიკითხავთ გთხოვთ დაფიქრდეთ - რატომ ვეხმარებით სხვა ადამიანებს? ნაცნობებსა თუ უცნობებს? სხვა ადამიანები რატომ ეხმარებიან მათთვის სრულიად უცნობ პიროვნებებს?

დახმარების ქცევა - ერთ ერთი საინტერესო მოვლენაა რომელიც დღემდე ფსიქოლოგების, სოციოლოგების, ფილოსოფესების ყურადღების ცენტრშია. ამ ფენომენზე ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული და მინდა თქვენც გაგიზიაროთ და ძალიან მოკლედ დავწერო ამ კვლევების შედეგები.

რატომ ვეხმარებით? ფსიქოლოგიაში ძირითადად სამი თეორიის გარშემო კეთდება აქცენტი. სოციალური გაცვლის თეორია - მე რომ ვეხმარები სხვას, იმედი მაქვს რომ თუ გამიჭირდება მეც დამეხმარებიან. სოციალური ნორმების თეორია - ბავშვობიდანვე გვასწავლიან რომ სხვისი დახმარება არის სოციალურად გამართლებული ქცევა, შესაბამისად თუ ჩავდივართ კარგ საქმეებს, სოციალური სტატუსი გვემატება. ევოლუციური თეორია - ადამიანებს დაბადებიდანვე ჩადებული გვაქვს სხვა ადამიანების დახმარება. ასეა ცხოველთა სამყაროში. მაგალიტად მაიმუნები ეხმარებიან გასაჭირში ჩავარდნილ სხვა მაიმუნებს და ა.შ. (თუ რომელიმე თეორია დაგაინტერესებთ შემიძლია დაწვრილებით გაგაცნოთ)

როდის ვეხმარებით? მას შემდეგ რაც ვხედავთ რომ ვიღაც სხვა უკვე ეხმარება მას ვისაც სჭირდება დახმარება. თუ გავქსვ თავისუფალი დრო და რაც მთავარია როცა ვართ კარგ ხასიათზე.

ვის ვეხმარებით? უამარავმა გაამოკვლევამ აჩვენა რომ ქალები უფრო მეტ დახმარებას ირებენ ვიდრე მამაკაცები. და ისინი ვინც ეხმარებიან უფრო ხშირად მამაკაცები არიან. ასევე საინტერესოა რომ ერთიდაიგივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები უფრო ეხმარებიან ერთმანეთს ვიდრე სხვადასხვა.

არსებობს თუ არა ჭეშმარიტი ალტრუიზმი? ახლა ალბათ კეთილ სამარიტანელზე ფიქრობთ და მართლებიც ხართ, რადგან ეს მაგალითი ჭეშმარით ალტრუიზმის გამოვლენადაა მიჩნეული. ზოგადად კი ალტრუიზმი რომელიც ემპათიაზეა დაფუძნებული ითველბა კიდეც ნამდვილ, უანგარო დახმარების გამოვლენად.

ხოდა ვუბრუნდები ჩემს მიერ ზემოთ დასმულ შეკითხვას - რატომ ვეხმარებით ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანებს? სხვა ადამიანები რატომ ეხმარებიან მათთვის სრულიად უცნობ პიროვნებებს?

Eng:
Have u ever thought, why we people help others? What forces us to spend our time, money and resources? Are we sooo really good that the only thing we want is to make others feel good? Or there is something hidden, and helping behavior covers something very unpleasant moments? Can u please answer - why do u help and what do u think why others help each other?

Jan 9, 2010

გაცოფებულ მშობელთა კავშირი :D

შორენა ბეგაშვილის დღევანდელი გადაცემის შემდეგ, გაცოფებულ მშობელთა უამარავი ზარი დაფიქსირდა ტელეფონებზე 09, 03 და 02. თურმე ნუ იტყვით და მათმა ქალიშვილებმა ეს უმნიშვნელოვანესი ”განძი” - ქალიშვილობა პირდაპირ ეთერში დაკარგეს. ზოგი მშობელი შორენას მისამართს კითხულობდა, ზოგი სასწრაფოს საჭიროებდა მოსასულიერებლად, ზოგიც შორნას დაკავებას და ციხეში გადაყვანას ითხოვდა.

როგორც ხვდებით დღევანდელი გადაცემა ქალიშვილობის დაკარგვას და პირველ სექსს ეხებოდა. გადაცემის წამყვანი და მისი სტუმარი, ჩვენ ქართველ საზოგადოებას გვიხსნიდა რომ სასურველია პირველი სექსის დროს ვიცნობდეთ პარტნიორს, მასთან დადებითი სასიყვარულო ემოციები გვაკავშირებდეს, გაერემო შესაბამისი იყოს სასექსაოდ, გამოვიყენოთ პრეზერვატივი (ტიტუ რა სიტყვა ვიხმარე) და რაც მთავარია ყველაფერი გოგოს ნებით მოხდეს. გადაცემაში ასევე გვაჩვენეს რესპონდენტები, რომლებიც გამოთქვავდნენ აზრს ”უნდა იყოს თუ არა ქალი გათხოვებამდე ქალიშვილი?” პასუხი თავად მიხვდით.

მოკლეთ ბევრს აღარ გავაგრძელებ. ამ გადაცემაში ორი დადებითი მხარე დავინახე 1. ის რომ გადაცემას ქონდა რაღაც თემა - ანუ პირველი სექსი და ქალიშვილობის დაკარგვა და 2. გადაცემაში მიწვეული იყო სექსოლოგი, რომელიც შეძლებისდაგვარად კომპეტენტურ რჩევებს იძლეოდა. უარყოფითებზე აღარ დავწერ, უბრალოდ დავიღალე ერთიდაიგივეს წერით.

ხოდა ასე, მეგობრებო. ვიდეო ჩანაწერებს შემოგთავაზებთ სულ მალე :)

Eng:
The post is about one a tv program - Night with Shorena.
It is a try to make a programm about sex for the society who has banned sexual relations before and "after" marriege :D :D :D Well, I do not want to write in details how stupied the program is, I wantch it because I love to write funny texts about her :D :D

Annual Statistics - შემაჯამებელი სტატისტიკა

მოვიდა დრო ჩემი ბლოგის მკითხველებს ბლოგის ოფიციალური სტატისტიკა გაგაცნოთ. პირველ რიგში ყველას იდი მადლობა ჩემ ბლოგს რომ კითხულობთ. თითოეული თქვენთაგანის ვიზიტი და გამოთქმული აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მეორე რიგში კი ბლოგის არაშთამბეჭდავი სტატისტიკის მიუხედავად, არ ვარღვევ ბლოგურ ტრადიციას და დავწერ ამ პოსტს.

რატომ 2010 წლის 8 იანვარი? იმიტომ რომ 2009 წლის 8 იანვარს ბლოგი - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა ოფიციალურად დავარეგისტრირე ტოპ.გე-ზე, არაოფიციალურად კი ბლოგი შევქმენი 2007 წელს, მას შემდეგ სახელი რამოდენიმეჯერ გადავარქვი, კონტექსტი შევცვალე და მოკლეთ უამრავი რამ გავაკეთე.

ესეც ესე გთავაზობთ სტატისტიკას:
  • 2009-01/08 - 2010 01/08 ბლოგზე დაფიქსირდა 64 957 უნიკალური ვიზიტორი. ესა დაახლობით 177 ვიზიტორია დღეში.
  • 2009-01/08 - 2010 01/08 ბლოგზე დაფიქსირდა 183 109 კლიკი, საშუალოდ 501 კლიკი დღეში.
  • თუ დავეყრდნობით Google Analytic-ს, ვიზიტორთა ტოპ ხუთი ქვეყანაა - საქართველო, შვედეთი, გერმანია, აშშ და საბერძნეთი.
  • იგივე Google Analytic ზე დაყრდნობით ჩემი ბლოგი ყველაზე ხშირად მოძებნილი იქნა სიტყვებით - ”ღამე შორენასთან”, ”ფსიქოლოგიური ტესტები”, ”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” და http://tomushka.blogspot.com/
  • Google Analytic -ის მიხედვით, ბლოგზე ყველაზე მეტი ვიზიტორები შემოვიდნენ საიტებიდან top.ge 61,07%, forum.ge - 6.47%, google - 4.92%.
სულ ესაა ჩემი მცირე სტატისტიკა. იმედი მაქვს რომ მომავალ წელს ის შედარებით გაუმჯობესდება :) კიდევ ერთხელ მადლობა რომ მკითხულობთ :)

Eng:
This is a summary post about my blog's statistics.
During one year 2009-01/08 - 2010 01/08, I've got 64 957 visitors and 183 109 page views. Most of the visitors I've got from: Georgia, Sweden, Germany, United States, Greece. I've been found by words - ”ღამე შორენასთან”, ”ფსიქოლოგიური ტესტები”, ”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” და http://tomushka.blogspot.com/ and top 3 sites I;ve got visitors from are: top.ge 61,07%, forum.ge - 6.47%, google - 4.92%.

I want to thank you all for reading my blog :) U are very important for me :) :*



Jan 7, 2010

Pets for Our Blogs - მხიარულობა ჩვენს ბლოგებზე :)

გინატრია გყოლოდა შინაური თუ გარეული ცხოველი მაგრამ ამის საშუალება არ გქონია? გინდაც იმიტომ რომ დიდი ბინა არ გაქვს, გინდაც იმიტომ რომ საკმარისი თანხა არ გაქვს საყიდლად და მოსავლელად, ან უბრალოდ მშობლები და ახლობლები არ გაძლევენ ამის უფლებას? მაშინ ეს პოსტი სწირედ შენთვისაა. კი სახლში არ გვყავს შინაური ცხოველი, მაგრამ მისი ყოლა შეგვიძია ბლოგზე!!! ამის გაკეთება სულ ადვილია თუ მიყვებით ინსტრუქციებს რომელიც ქვემოთ დავწერე :)

ამას აი ასე ვაკეთებთ :)
1. შევდივართ საიტზე - Adoption Center და ვირჩევთ სასურველ ცხოველს.
2. ცხოველის არჩევის შემდეგ, გამოვა ფანჯარა, სადაც 1. მას უნდა დაარქვათ სახელი, 2. დაწეროთ თქვენი ნიკ ნეიმი, და 3. შეგიძიათ შეარჩიოთ ცხოველის ფერი. შემდეგ ვაჭერთ Finish.
3. თუ პირველ ჩამონათვალში ვერ ნახავთ საიტს სადაც გინდათ თქვენი ცხოველის ჩასმა, მაშინ მოიქეცით ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.
4. ამ დიდ ჩამონათვალში ნამდვილად იპოვით თქვენთვის სასურველ საიტს. აირჩიეთ ის, მაგალითად მე ბლოგერი ავირჩიე.

5. სასურველი საიტის არჩევის შემდეგ, თქვენ მოგეცემათ Embed Code. მონიშნეთ ის, შედით თქვენი ბლოგის Layout, add a gadget, HTML/JavaScript და იქ ჩასვით კოდი. გაითვალისწინეთ რომ ადვილად შეგიძლიათ ფანჯარის ზომის გაზრდა ან დაპატარავება HTML კოდში height და width რიცხვების ცვლით. ასევე შიგიძლიათ ფერების შეცვლაც.

იმედია ეს პოსტი გამოგადგებათ ბლოგის გასამხიარულებლად :)

Eng:
Do u want to have a pet on your blog? Than this post is for you.
First of all, you have to click here - Adoption Center and chose a favorite pet. After the pet is chosen u go to step one - U give a name, write your nick name and u can chose a nice color for the pet (picture 1). Once u have finished, u go to step two- you chose a site where u want to keep the pet - picture 2 and 3. Now, the site is chosen, u get embed code which u have to copy and past on your blog => Layout, add a gadget, HTML/JavaScript
That's all. Hope u gonna have a nice pet :)

Jan 6, 2010

Georgian Christmas Pie - ანუ გურული საშობაო ღვეზელი


თუ შენ მეორე სურათზე ძუძუკებს ხედავ ჩემი ბრალი და პრობლემა ნამდვილად არ არის. პრინციპში არც შენი პრობლემაა რადგან თუ მართლა მკერდის ასოციაცია გამოიწვია მაშინ ჯანმრთელი ადამიანი ხარ. ესეც ეროტიკული შესავალი ჩემს არაეროტიკულ პოსტს :ჵ

დღეს მინდა ტრადიციულო საშობაო ღვეზელის მომზადება გასწავლოთ. მართალია ბერად ადვილია მაღაზიაში ჩასვლა და ყიდვა, მაგრამ მგონია საკუთარი ხელით გამოცხობილსა და ახლობლების გახარებას ნამდვილად ვერ შეედრება. ტრადიციულად ოჯახის თითოეულ წევრზე ერი საშობაო ღვეზელი კეთდება. ახლა გადაითვალეთ - ერთი გუნდისაგან ორი საშუალო ზომის ღვეზელი შეგიძლია მოამზადოთ ხოდა ვინც საქართველოში ხართ საცხობში ჩადით და საკმაროსი რაოდენობის ცომის გუნდა ამოიტანეთ. ვინც არ ხართ მაშინ თავად მოზილეთ ცომი ერთი კილო ფქვილისაგან :)

ცომს ვზილავთ შემდეგნაირად:
თასში მოათავსეთ: 25 გრამი მშრალი დროჟი დააყარეთ 1 ს.კ. შაქარი, დაასხით 200 მლ თბილი წყალი და დატოვეთ ამოსაფუებლად.


დიდ თასში მოათავსეთ 1 კგ ფქვილი, დააყარეთ 1 ს.კ.მარილი. ამოურიეთ. როცა საფუარ ამოფუვდება დაამათეთ 4 ს.კ. ზეთი. ეს ნარევი დაასხით ფქვილს და დაიწყეთ ზელვა. გვერდით თბილი წყალი (36 გრადუსი) მოიდეთ და მოზილეთ მკვრივი ცომი რომელიც ხელზე არ მიგეკრობათ, მაგრამ ხინკალივით მაგარი არ იქნება. ცომს გადააფარეთ ხელსახოცი და დადეთ სადმე თბილ ადგილას. 2-3 საათის გასვლის შემდეგ, გადაზილეთ ცომი და ისევ დადეთ თბილ ადგილას. 2 საათის შემდეგ ცომი მზადაა, შეგიძლიათ გუნდები გააკეთოთ და ისევ დატოვოთ ამოსაფუვებლად ასე 30 წუთით.

ცომის გარდა კიდევ დაგვჭირდება ხუთი კვერცხი, ოთხი წინასწარ მოხარშეთ. ჰმმმმ, ათმის კვერცხი, და არა ის რაც თქვენ გაიფიქრეთ ... ანუ ბუს :ჵ :ჵ ყველი - რაც მეტი მით უკეთესი. მე ბევრი არ მქონდა და ოთხი საშუალო ზომის ღვეზელისათვის გამოვიყენე 2 მაცარელა და ერთი სალათის ყველი (ფეტა უკეთესი იქნებოდა). ხოდა აბა ახლა ავიფარეთ წინსაფარი და დავტრიალდეთ სამზარეულოში ჩვენი ახლობლების გულების ”გასახეთქად” :D

1.ერთი გუნდა ცომისაგან გავაკეთოთ ორი პატარა გუნდა :)2. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე! თითოეული გუნდა გააბრტყელეთ და მიეცით მრგვალი ფორმა. ზედაპირის ერთ ნახევარზე დავდოთ ყველი, მოხარშული კვერცხი და მეორე თავისუფალი ზედაპირი გადავაფაროთ. როგორც სურათზეა ნაჩვენები. გაითვალისწინეთ: უფრო ადვილია გაბრტყელებული ცომი ჟარუნაზე დადოთ, ყველი და კვერცხი ჩადოთ და იქვე გადახუროთ. 3. გამზადებულ ღვეზელს თავზე გადაუსვით კვერცხი, შედეთ ღუმელში და გამოაცხეთ 20-25 წუთის განმავლობაში. სანამ თავი დაებრაწება :)
 
გემრიელად მიირთვით :)
Eng:
Today I want to teach you how to make Georgian Christmas Pie. The pie is very traditional in Georgia, and is usually made for every family member. I promise It is very easy to make.
Ingredients: For 4 pies you u need a dough - made from 500gr of white flour, cheese min. 2 mozzarella and 1 feta, 4 boiled eggs and 1 egg. Picture 1.
Direction:
1.Preheat an oven to 220 degrees.
2. Make 4 small
doughs and from each make a round, tiny "plate". Put cheese and eggs on it, as i is shown on the picture 2. and after close it.
3. Put an egg yolk on the pie, and cook it for 20-25 minutes.

That's all :) Enjoy with this very tasty traditional Christmas Pie :)



ისევ ღორის გრიპი

დღეს დედაჩემმა მითხრა რომ რაიონში ჩვენი მეზობელი გარდაიცვალა ღორის გრიპით.

სულ ახალგაზრდა 21 წლის ბიჭი, რომელმაც გასულ წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტი და იმედით უყურებდა მომავალს. :(

ძალიან შემეცოდა. როგორც ჩანს მშობლებმა დროზე არ მოახდინეს რეაგირება. ბიჭი რომ გადაიყვანეს საავადმყოფოში ერთი ფილტვი უკვე გათიშული ქონდა.

ხალხო, ხომ ხედავთ რა საშიშია უკვე ეს ყველაფერი, თავს გაუფრთხილდით და ოდნავი ცუდად ყოფნის თანავე ექიმს ეჩვენეთ.

Jan 5, 2010

St-Petersburg - თითქოს მეორედ დავიბადე

ბლოგი ”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” სულ მალე ოფიციალურად ერთი წლის გახდება. არაოფიციალურად კი ბლოგი 2007 წლიდან არსებობს. დაარსების დღიდან მან ბევრი სახელი გამოიცვალა :) მოკლეთ სანამ ოფოციალურ სტატისტიკას გაგაცნობთ მინდა ერთ-ერთი პირველი პოსტი დავდო :)

"პეტერბურგი, მუდმივად მოღუშული და მოწყენილი, იშვიათად თუ გამოანათებს მზე და გაახალისებს ნაცრისფერ დღეებს.

წვიმს და წვის;
ცრის და ცრის;
თოვს და თოვს;
ყველაფერი ნაცრისფრად გეჩვენება პირველად ჩასულს ”მზიანი საქართველოდან”.

ხალხი მტირალი, შენობებები სერი, მდინარეები და არხები მღვირიე და მყრალი, სირისტი ყველგან და ყოველთვის. აქ ხალხი როგორ ცხოვრობს? როგორ სუნთქავს? მხოლოდ ეს კითხვები მიტრიალებს თავში - ჩასვლის მეორე დღიდანვე. როდესმე შევძლებ კი შევეგუო აქაურობას და მოვრჩე თავის შეცოდებას?!

დავდივარ ქუჩებში, ვეძებ ნაცნობ სახლებს, ქუჩებს და ხიდებს რომლებიც ჩემი სულის ნაწილი გახდა დოსტოევსკის წიგნებიდან. ვცდილობ ისინი ვიპოვო და დაუმეგობრდე რადგან ყველასან შორს ვარ და მარტო ვგრძნობ თავს.

ვცდებოდი...სულ მალე ქალაქმა თავი გამაცნო, მისი გულისცემა ვიგრძენი და მასთან ერთად დავიწყე ცხოვრება. უკვე თითქმის ყველა ქუჩაზე პატარა მეგობარი მყავს, სადაც შემიძლია ნებისმიერ წუთს წავიდე , ვიცი მათ ჩემთვის ყოველთვის ეცლებათ.

შევიცვალე, თითქოს მეორედ დავიბადე.

შემიყვარდა პეტერბურგი, ეს ბებერი და სევდიანი ქალაქი .
აქ ვიგრძენი სიცოცხლე და თავისუფლება. ვიპოვე ჩემი ნამდვილი მე და დავრწმუნდი რომ ძლიერი ვარ, ძალიან ძლიერი. თუ მოვინდომებ მთაც კი მოვა ჩემთან."

Eng:
This is a post about one of my favourite cities - St-Petersburg. So far there are two cities I love the bast - Rome and St-Petersburg. No, I do not want to live there, but I always want to go and visit, walk on the streets, go to cafes and museums. Yes, they are very different, but still they are soooo me :)

Jan 4, 2010

Great Destroyer or ...ბიმბო ის ძაღლია რომელიც რომაა...

ძალიან მიყვარს იმ ადამიანების მოწვევა რომლებსაც თითქმის არანაირი შეხება აქვთ ბლოგერობასთან, გარდა იმისა რომ შეიძლება კითხულობენ რამოდენიმეს. დღესაც ასეთი სტუმარი მყავს, და ჩემი ამ ადამიანისადმი ყურადღება გამოიწვია მისმა დიდმა თავდადებამ და სიყვარულმა თავისი ოთხფეხა მეგობრის მიმართ. :)

ბიმბო ის ძაღლია რომელიც რომაა... არა კომბლებს არ თლის მაგრამ, მისი გაძლება საკმაოდ ძნელია, ხანდახან მგონია,რომ ასეთს ადამიანი საკუთარ შვილს ვერ გაუძლებდა არათუ ძაღლს :D :D მისი პატრონი ნინო (blblbl) კი იცავს მას ოჯახის წევრებისაგან და ცდილობს როგორმე გადაარჩნოს სახლიდან გაგდებას, რომელიც მას ნამდვილად ემუქრება. ხოდა ნინოს ვთხოვე რამოდენიმე სასაცილო ისტორია გაეზიარებინა ჩვენთვის და აი ისტორიებიც :)

სად არის ჩემი ფეხიიიიიიიიიიი?

2010 წელი პირველი ახალი წელი იყო ბიმბოსთვის,იმედი მქონდა, რომ არ შეეშინდებოდა, რადგან ახალწლამდეც აფეთქებდნენ ასაფეთქებლებს და არ შეშინებია, მაგრამ ღამე ისეთი ამბავი ხდბოდა გარეთ მეც კი შემეშინდა არათუ ბიმბოს. ვეხვეწე და აივნზე ვერ გავიყვანე, იმალებოდა. თორმეტ სათზე მე და დედა სამზარეულოში გავედით, მამა და ძმა აივანზე თოფს ისვრიდნენ, ბიმბო კი დამალული იყო (ასე გვეგონა) შევბრუნდით სუფრასთან და ისმის დედაჩემის კივილი: “სად არის ჩემი ფეხიიიიიიიიიიიიიიი?“ აღმოჩნდა, რომ თეფშზე ქათმის ფეხი ედო, ბიმბომ კი, რომელიც დამალული და შეშინებული გვეგონა, ისარგებლა მომენტით და მოიპარა. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ დედაჩემს ძაალიან უყვარს ქათმის ფეხი და დღესაც მისტირის როგორ მომპარაო .


სიყვარულის ახსნა ბიმბოსეულად :D
მაშინ ბიმბო ახალი მოყვანილი იყო. მამას სიტყვებით ერთ ღამეს ძილში გრძნობს რომ ვიღაც ლოკავს, იცის რომ დედა უწევს გვერდზე, გადაირია კაცი, გაახილა თვალები და ხედავს გვერდზე ბიმბო უწევს :D დედა აბაზანაში გასულა და ამ სულელმა დრო იხელთა მამას აკოცა :)


Eng:
I have a guest on my blog :) Nino and her dog Bimbo :) All the time, I read stories about Bimbo, I am surprised - how her parents allow her to keep such dog as Bimbo is. Why? Because Bimbo eats everything all the time :P he does not know how to walk, does not listen to anybody but Nino's father. He is a very spoiled dog, just like a spoiled child. Their relation is a very good example of a human and dog's strong friendship :)

Jan 3, 2010

When U Are Bored - ბევრი თავისუფალი დროის ფენომენი :D

რას აკეთებთ მაშინ როცა ძალიან ბევრი დრო გაქვთ? როცა იმდენად ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ რომ ძილით გაიგუდეთ, ადამიანებთან ურთიერთობა ყელში ამოგივიდათ, ფორუმსა და ფეისბუქზე ყოველგვარი რესურსები ამოწურეთ, თქვენთვის საყვარელი წიგნებისაკენ გახედვაც არ გინდათ და უბრალოდ ძაააალიან, ძააააააალიან მოგწყინდათ?

ეს ის პობელმაა რომლესაც ძალიან განვიცდი არდადეგების პერიოდში. მიუეხედავად იმისა რომ სასწავლი ბევრი მაქვს, ვიცი რომ არდადეგებია და არაფრის კეთება მინდა. ღობე ყორეს ვედები - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვარჯიში უაზროდ, მერე ხატვა - რა გამომდის იმის დადებას უბრალოდ ვერ გავბედავ - ისეთი საშინელებაა, მერე კიდე გიტარაზე ვცდილობ ახალი სიმღერების სწავლას, მაგრამ მიუხედავად ამისა I am soooooooooooooooo bored!!!!

ხოდა რას აკეთებთ როცა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ?

Eng:
The question is very simple - What do u do when u have tooo much free time? When u are bored with people, internet, books, eating, cooking, reading and just everything makes you feel boooooooooooord.
So what do u do?

Jan 2, 2010

Cooking Therapy - ახალი პროექტი

როგორც მუსიკა გამოხატავს კომპოზიტორის შინაგან ბუნებას, როგორც ნახატი აჩვენებს მხატვარის განწყობას და ხასიათს, ასევეა ჩვენს მიერ შემქნილი კერძები, ისინი აჩვენებენ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვგრძნობდით თავს მომზადების პროცესში. კერძის მომზადება არის ხელოვნება რომელიც მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული - პროდუქტების ხარისხიდან დაწყებული, ჩვენს ბუნება განწყობილებით დამთავრებული.

დღევანდელი დღეიდან გადავწყვიტე ახალი პროექტის წამოწყება Cooking Therapy - თვეში მინიმუმ ორჯერ დავდებ სხვადასხვა რეცეპტს რომელიც არ იქნება რაიმე წიგნიდან ამოკითხული და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ”კულინარიული ინტუიციის” შედეგი იქნება :) ხოდა დღეს ორიექტს გახნილად ვაცხადებ :)

”ღორის ხორცი ბროწეულით”

სანამ კერძის მომზადებას დავიწყებთ უმნიშვნელოვანესია რომ ჯერ ხასიათზე მოვიდეთ - მოვუსმინოთ მხიარულ მუსიკას, ვიცეკვოთ, გავხსნათ და დავაგემოვნოთ საყვარელი ღვინო ან ყველაფერი ერთად გავაკეთოთ :)

ახლა კი როცა ხასიათზე ვართ შევუდგეთ კერძის მზადებას :)
  • აუცილებლად ვითვალისწინებთ რომ ხორცისა და ხახვის შეფარდება უნდა იყოს 1:1, ამით გემო უფრო გამოიკვეთება და სურნელიც სასიამოვნო აქვს კერძსა.
  • მოზრდილ თასში ჩავყაროთ დაჭრილი და გარეცხილი ღორის ხორცი, ამდენივე რგოლებად დაჭრილი ხახვი, სვანური მარილი, ორიოდე სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი გემოს გამოსატანად, ოდნავ შავი პილპილი და რაც მთავარიააააა - მწიკვი პიტნა ან ომბალო! ეს ყველაფერი ევურიოთ და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით!!!
ახალა მეტყვით ეს ორი საათი რა გავაკეთოთო? რა და ვუყუროთ რამე კარგ ფილმს, ან ვიჩატავოთ ნეტში, ან ბლოგზე ვწეროთ, ან ვისეავლოთ. მოკლეთ დამეთანხმებით უამრავი რამის გაკეთება შეიძლება ორი საათის განმავლობაში.

ახალა კი მომზადების დროა:
  • გავაცხელოთ ღუმელი, დავდოთ დავყაროთ ჩვენი ხორცი ტაფაზე (უხახვოდ!!! ხახვი დავამატოთ თითქმის მზად რომ იქნება მხოლოდ მაშინ!!!) დავასხათ ღვინო ისე რომ არ დაფაროს ხორცი და შევწვათ, თუ ღვინო ამოშრება ცოტა-ცოტა ვამატოთ!
  • მეორე და უკეეთესი ვარიანტია ხორცი მოვატავსოთ პატარა ჟარუნაზე (ხახვიანად), გადავაფაროთ ალუმინის ქაღდი და შევდგათ ღუმელში. შევწვათ მომზადებამდე, აქაც ღვინო ვამატოთ. (ასე შემწვარი ხორცი უფრო ნაზი გამოდის)
  • ხორცი რომ მომზადდება გადმოვიღოთ ლამაზ თეფშზე, მოვაყაროთ ბროწეულები, და სუუუუულ სულ ოდნავ ოხრახუში.
ანონსი: მომავალ კვრას ვაკეთებთ საშობაო ღვეზელებს :) 7 დეკემბრისათვის წინასწარ მოვიმარაგოთ ყველი, ცომი და კვერცხი :) დანარჩენი კი ერთად გავაკეთოთ :)

Eng:
However I love cooking, I have decided to start a new project on my blog - "Cooking Therapy ". I am going to write my own recipes and teach people how to cook tasty dishes. The recipes will be written once or twice in a month. Today's dish is pork with Pomegranate. First we have to make a marinade. We cut pork + onion proportions 1:1, add 2 ts. lemon juice, salt, pepper, pinch of mint and mix it well. We put the marinade in a fridge and let it rest minimum 2 hours. Preparing: Pork is cooked in an oven, covered with aluminum paper. When it is ready, we move it on a beautiful plate, put on it 1 pomegranate and some parsley.
Enjoy :)

Jan 1, 2010

ჩემი საახალწლო სუფრის ორი აღმოჩენა

ყველაფერ სიკეთესთან ერთად ეს ახალი წელი იმითაც იყო აღსანიშნავი რომ ორი სრულიად უცნობი რამ დავაგემოვნე. პირველი ეს იყი Passion fruit - რომლის იოგურტიც ჩემი ფავორიტია, მაგრამ რეალურად არასდროს გამესინჯა, მეორე კი ლობსტერი -Lobster რომელზეც ბევრი მსმენოდა მაგრამ ასევე არ დამეგემოვნებინა.

Passion fruit - მომკლაით და დარწმუნებული ვარ რომ ეს მცენარე ჩვენთან იზრდება. ზუსტად მახსოვს რომ ჩვენთან მინახავს მისი გადაშლილი ვარსვლავისებური ყვავილები. ასევე ზუსტად ამხსოვს რომ არც მაღაზიებში და არც ბაზარში ეს ხილი არ შემხვედრია. რატომ? არ ვიცი, ალბათ არ ვიცით რომ Passion fruit სასიამოვნო და ძალიან სურნელოვანი ხილია. უნდა ავღნიშნო რომ ამ ხილს ერთი დიდი ნაკლი აქვს - თესლი! ნაყოფში უამრავი საკმაოდ მაგარი თელსლია, რომელიც არასასიამოვნოა ღეჭვისას. ისე კი შეიკს ან მსგავს რამეს თუ გააკეთებს ადამიანი ალბათ კარგი იქნება.

ჩემი მეორე აღმოჩენა უგემრიელესი ზღვის პროდუქტი - ლობსტერი. ასეთი გემრიელი პროდუქტი კიბოსებთა ოჯახიდან ნამდვილად არ დამიგემოვნებია! მომზადებისას ისეთი სურნელი იყო სამზარეულოში თითქოს ზღვის პირას ვიდექი, გემო - ჩემი სიტყვიერი მარაგი ვერ გასწვდება რომ ავღწერო, განსაკუთღებით როცა ლიმონს მოასხავ და გემრიელ სოუსში ამოუწობ ლობსტერის ძალიან ნაზ მოვარდისფრო ხორცს. მაგრამ აქაც მეორე მაგრამ! ამ მშვენიერი პროდუქტის დაგემოვნებისას ისეთი დანაშაულის გრძნობა დამეუფლა რომ გადავწყვიტე მეორედ აღარ მეყიდა ის :( მთელი ხორცი დამალულია საკმაოდ მაგარი წითელი ჯავშნის ქვეშ, და მირთმევის პროცესი ჯავშანის მტვრევა და ხორცზე ”ნადირობაა”. ამან ისე ცუდად იმოქმედა ჩემზე რომ გადავწყვიტე -აღარ ვიყიდი ამ საწყალ ცხოველს!

ესეც ჩემი საწყალი ლობსტერი

საახალწლო ექსპერიმენტი :D

ძალიან იდეინი ადამიანი ვარ, ახალ 2010 წელსაც გადავწყვიტე ერთი ჩემი იდეა კი არა და ექსპერიმენტი განმეხორციელებინა. ალბათ გაინტერესებთ რაში მდგომარეობს ეს ექსპერიმენტი? დავწერ ოღონდ შემპირდით რომ ”კატოკით” არ გადამივლით :D

რას საქართველოდან წამოვედი, ყოველ ახალ წელს ჩამოვურეკავ ხოლმე ჩემ ნათესავებს და ამხანაგებს და ყველას ვულოცავ ახალ წელს. გარდა იმისა რომ მათ ვახარებდი, ჩემთვის მოსახერხებელიც იყო, რადგან რადგან საქართველოში ახალი წელი ადრე მოდის, და მე დრო მაქვს + სანამ ჩემთან მოვა ახალი წელი ემოციურად კარგად ვიმუხტები. ამ წელს კი გადავწყვიტე აბსოლიტურად არავისთან დამერეკა და დავლოდებოდი ვინ მომილოცავდა ახალ წელს. რათქმაუნდა ჩემ მშობლებს და ჩემ და - ძმას არ ეხებოდა ეს ექსპერიმენტი :)

ხოდა რას ფიქრობთ რა შედეგით დასრულდა ჩემი 2010 წლის პირველი ექსპერიმენტი?

ვიდეო განწყობისათვის :)


Last Day - დეკემბრის ბოლო დღე :)

მინდა 2009 წლის დეკემბრის ბოლო დღის ფოტოკოლაჟი შემოგთავაზოთ :)
ეს ხეებზე თეთრად თოვლი არ გეგონოთ, ესა წყალია რომელიც გაიყინდა და ასე ლამაზად დაკრისტალდა :)

პარკი ჩემი სახლის უკან :)


ისევ და ისევ იგივე პარკი, კლდეზე მიყინული წყლით :)


თოვლის ბაბუს ან ბებოს გაკეთების მცდელობას ქონდა ადგილი, რა გამოვიდა თავად შეაფასეთ. :)


ისევ პარკი :)

Happy New Year 2010

ხოოოოოოოოოდაააა, ბავშვებო, ხალხებო ქალებო და კაცებო, ძაღლებო და კატებო - ვულოცავ ყველას 2010 წელს! ყველას ვინც კითხულობს ჩემ ბლოგს, ვინც ხანდახან შემოიჭყიტება ხოლმე ანდა საერთოდაც აზრზე არაა მისი არსებობს შესახებ.

მინდა გისურვოთ ყოველივე კარგი და ლამაზი! ბედნიერება, ბევრი ღიმილი, სიხარული და რაც მთავარია ჯამრთელობა რადგან ყველაფერი დანარჩენისათვის არსებობს - Master Card!


იყავით ვეფხვებივით ამტანები, ძლიერები, ლამაზები და მომხიბვლელები! რაც მთავარია როცა დაგცხებათ ან დაიღლებით ცივ წყალში ჩაწოლა და დასვენება გაგრილება არ დაგავიწყდეთ :) :P


Eng:
My dear readers - Happy New Year. I would like to wish to you and your beloved ones happiness, success and good health for the upcoming year 2010!