ყბა მაქვს ჩამოვარდნილი. იდეაში გამოდის რომ ყველაფერი რაც კოგნიტურ ფსიქოლოგიაზე ვიცით, ყველაფერი რაც ხელევნური ინტელექტის შექმნასთან არის დაკავშირებული ძირითადად CIA და КГБ - ს წყალობითაა.
U Have Used Me as a Fish Long Enough - დოკუმენტურ ფილმთა სამი სერიაა სადაც საუბრობენ თუ როგორ ხდებოდა ადამიანების გადა/დაპროგრამების მცდელობა მათ მეხსიერებაზე მანიპულირებით. უამრავი ექსპერიმეტი რომელიც სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ცნობილ უნიერსიტეტებში ტარდებოდა სწორედ CIA-ის დაკვეთით, რადგან სწორედ ეს ორგანიზაცია იყო დაინტერესებული ადამიანების მართვით, სწორედ ამ ორგანიზაციას ქონდა ფული და ძალაუფლება რომ საკმაოდ რთული და სარისკო ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ და რაც მთავარია ვინმე რამეს თუ იყტოდა გემრიელად გაეჩუმებინათ. აიღეთ ნებისმიერი ცნობილი ფსიქოლოგი რომელიც კოგნითური ფსიქოლოიგიის სფეროში მუშაობდა 60-70 წლებში და თავს დავდებ რომ ის CIA-თან თანამშრომლობდა!
როგორც ფილმში ამბობენ ადამიანის მეხსიერების წაშლა საკმაოდ წარმატებულად მოახერხეს, მაგრამ ახალი მეხსიერების ჩადება და შექმნა არ ხერხდებოდა. სწორედ ამიტომ დაიწყეს ხელოვნურ იტელექტის შემუშავება. მანქანები რომლებიც თავიდანვე სპეციფიკური მეხსიერებით იქნებოდნენ აღჭურვილნი. ის თუ რისთვის იყო მსგავსი მანქანები საჭირო თქვენი ფანტაზიისათვის მიმინდვია, ერთს კი ვიტყვი დიდი ხნის წინ წავიკითხე წიგნი Ender's Game რომელიც ფანტასტიკის ჟანრიდან მეგონა ამ დოკუმენტური ფილმების შემდეგ კი დავრწმუნდი რომ ის რაც ფანტასტიკა მეგონა სინამდვილეში რეალობაა!
6 comments:
ჩვენ ვერ ვნახავთ მაგ ფილმებს?
მე მინდა მეხსიერების წაშლა, ნაწილის მაინც :)
torentebze dadzebne, unda ikos sadme.
filmis 3ive natsilis naxva,watchdocumentary.com-zets sheidzleba, mets unda vukuro rogortski dros chavigdeb,Nanuka
cool
saintereso iko dzalian Toma, tumtsa shemzaravits...ai ra sheidzleba ikos shedegi rodesats politikosebi da metsnierebi otsnebas itskeben:-),Nanuka
და თვითმკვლელები რა გადაპროგრამირებული ადამიანები არ არიან? ასე რომ CIA და КГБ-მდეც ახერხებდნენ მაგას. თუმცა, რაღაცა პერიოდით.
ხანგრძლივ პერიოდებზე ეგ შეუძლებელია. ისეთივე მითია, როგორც 25 კადრი.
ისე კი გრანჟე - მგლების იმპერია.
Post a Comment