Dec 31, 2010

დღესასწაულების dark side

ვისაც ფსიქიატრიასთან და მენტალურ აშლილობებთან აქვს შეხება ეცოდინებათ, და ვისაც არანაირი შეხება აქვს ვეტყვი რომ დღესასწაულების დროს (ახალი წელი, შობა და ა.შ.) განსაკუთრებით იმატებს თვითმკვლელობის და თვითმკვლელობის მცდელობის რიცხვი. უამრავი ახსნა არსებობს, ბევრი მათგანი სპეკულაციაა და ბევრიც უფრო ახლოსა სინამდვილესთან, რას გაიგებ როცა საქმე ასეთ რთულ მოვლენას ეხება?!

მე დღეს ერთ დასკვნამდე მივედი რაც ჩემთვის ყველაზე ახლოს არის ჭეშმარიტებასთან (კი ვაღიარებ რომ ჭეშმარიტება ფარდობითია!) - ყველაფერი სადღესასწაულო მოლოდინის ბრალია. ჩვეულებრივ დღეებში ადამიანს აქვს უფლება იყოს მარტო, იტიროს, თავი ურტყას კედელს, იშიმშილოს და უბრალოდ იყოს ცუდად. მაგრამ დღესასწაულებზეეეე?! ნტუ, ნტუ ნურას უკაცრავად! უნდა იყო კარგად, უნდა იღიმო, უნდა გაატარო დრო სხვა ადამიანებთან, უბრალოდ იყო კარგად. რაღაცნაირი სოციალური მოლოდინია რომელსაც ბევრი სუსტი ფსიქიკის ადამიანი ვერ უძლებს და დგავს კიდეც ასეთ ნაბიჯს. მითუმეტეს როცა ხედავ გარშემო ყველა ბედნიერია (მერე რა რომ ბევრი მათგანი უბრალოდ ბედნიერების ნიღას არის მოფარებული) შენ კი გინდა იყო ბედნიერი მაგრამ ელემენტარულად არ შეგიძლია (ბევრი მიზეზის გამო) სხვა გამოსავალი თითქოს არცაა, მხოლოდ ერთი რამ რჩება - წერტილი.

2 comments:

ნინო ჭარხალაშვილი said...

საინტერესოა, მაგრამ სევდიანი ტომუშკა. თუმცა სწორი ვარაუდი გაქვს მე მგონი. მეც მდონია რომ მოლოდინების ბრალია ეგ ყველაფერი, აუხდენელი მოლოდინების. იგივე მგონი გაზაფხულსაც ახლავს თან, მიეხედავად იმისა რომ გაზაფხულია :)

Keti said...

მე მგონია, დღესასწაულებზე ადამიანებს მარტოობის განცდა უმძაფრდებათ – "აი, ყველა ზეიმობს, მე კი მარტო ვარ"
ამის გამო ემატებათ სევდა

ამიტომ მგონია, ასეთი ადამიანებისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, უბრალო ყურადღებაც კი და თუ გვერდით გვყავს ასეთი ნაცნობები, აუცილებლად უნდა მივულოცოთ და ცოტა მეტი სითბო გამოვამჟღავნოთ