Dec 11, 2010

შაფრანიანი ლუსიკატები :)

ორ დღეში ანუ 13 დეკემბერს ლუსია იქნება, მეც წინასწარ დავიჭირე თადარიგი და ახალი რეცეპტით შაფრანიანი ფუნთუშები გამოვაცხვე. ფუნთუშები ისეთი გემრიელი გამოვიდა რომ გადავწყვიტე მისი გაზიარება :)

ჩვენ საბოლოოდ აი ასეთი 30 ფუნთუშა გამოგვივა :)
ხალი რეცეპტის მიხედვით გვჭირდება ორი ცომი :)
ცომი 1. 50 გრამი კარქი/მარგარინი დავადნოთ, დავამატოთ 500მლ რძე და შევათბოთ ხელის ტემპერატურამდე. დავამატოთ 50 გრამი ცოცხალი დროჟი, 1 ჩ.კ. მარილი, 1 ს.კ. შაქარი და 1.25 ლიტრი ფქვილი. ეს ყველაფერი კარგად მოვზილოთ დიდ თასში, გადავახუროთ ხელსახოცი და დავტოვოთ ამოსაფუვებლად დაახლოებით ერთი საათი.

ცომი 2. კარგად დარბილებული 125 გრამი კარაქი/მარგარინი ძალიან კარგად ათქვიფეთ 2 დეცილიტრ შაქართან ერთად, ისე რომ თეთრი ფაფუკი მასა მიიღოთ. შეათქვიფეთ 1 ცალი კვერცხი, 1 გრამი შაფრანი. კარგად აურიეთ.
თანმიმდევრობა
  1. მას შემდეგ რაც ცომი ნომერი 1 კარგად ამოფუვდება, ნელ ნელა შეაზილეთ ცომი ნომერი
  2. ერთიან მასას ნელ ნელა შეაზილეთ 5 დეცილიტრი ფქვილი. ცომი ძააალიან კარგად დაამუშავეთ.
  3. მოაგლიჯეთ ცომს პატარა ბურთულა, გააკეთეთ მისგან S ფორმის ფუნთუშა. ნაოჭებში ჩაუდეთ ქიშმიში, თხილი, ნუში ა.შ.
  4. საცხობ ფურცელიან ჟარუნაზე დააწყვეთ ფუნთუშები და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ თავზე გადაუსვით კვერცხი.
  5. ფუნთუშები გამოაცხვეთ 225-250 გრადუსზე 7-9 წუთის განმავლობაში.
სურათზე ხედავთ ერთ ჟარუნა გამომცხვარ და მეორე ჟარუნა გამოუცხობ ლუსიკატებს :)

შენიშვნები:
გირჩევთ რომ ცომში აურიოთ ერთი საშუალო ზომის ფორთოხლის ცედრა. საშინლად გემრიელი არომატი გამოდის, და ძალიან უხდება შაფრნს :)

ფუნთუშებს ჯერ კვერცხი გადაუსვით და მხოლოდ მერე მორთეთ ქიშმიშითა და ნუშით :)

გემრიელად მიირთვით :)

17 comments:

Clown said...

თომა მე კიდე გასუქება მინდა? :შ

ორი დღეა თავს ვიკავებ და აღარ ვჭამ :შ ეხლა კიდე ტკბილეული მომინდა :შ

:დ :უსერ:

Toma said...

nu gadamrev. amis cin FB ze sheni surati vnaxe da kvelaferi xar gasuqebulis garda!

Clown said...

ღიპი მიდიდდება :დ :დ მეთვითონ ვწუხდები უკვე :დ :დ :დ :დ

ჩორვენი¹³ said...

ტომა შენ ხარ ყველაზე მაცდური მთელს საბლოგეთში რაა : )))) უუუუ

ქეთი said...

აუ ძალიან გემრიელები ჩანს :(
მინდააა :(

და კიდევ ეს
http://www.scandinavia.ge/2010/12/santa-lucia.html
იმედია არ მიწყენ :*

Anonymous said...

toma dzalian minda gamovatsxo sheni puntushebi,hmm zalian matsduneblad gamoikurebian:-)
xom ver amixsni ogond shaprani zustad romeli sunelia,inglisurad xom ar itsi ra kvia.
mokled vtsuxvar rom ar vitsi da gatsuxeb,magram bulkebis gamotsxobis survili upro didia:-)

Keti said...

რა კარგად გამოიყურება! :)

Toma said...

anonimus შაფრანი აი ეს მცენარეა http://en.wikipedia.org/wiki/Saffron

ქეთი - ისეთი გემრიელი იყოოოოოოო :) ძალიან მოუხდა ციტრუსი :)

Anonymous said...

toma madloba rom momtsere zustad romeli suneli schirdeba schens puntushebs.turme mtsodnia teoriulad romelits arits,praktikashi arasdros gamomikenebia. imedia movipoveb am sunels da sheni bulochkebitats xalxs agvaprtovaneb,thax

Toma said...

Anonymous - mec imedi mqvs rom moipoveb mag sunels :)
shegvtkobine mere tu shesdzlei gamocxoba.

sxvatashotis igive funtushebi shegidzlia gamoacxo http://en.wikipedia.org/wiki/Cardamom ai am sunelit. dzalian gemrieli gamova magram yviteli ar iqneba :)

Anonymous said...

dges vikide safrani,rogorts gamegona sakmaod dzvirad girebuli sunelia.da martlats,zalian patsatsina kolopshi ikideba,romelis girebulebats igivea daaxloebit rats sxva sunelebis ogond bevrad meti raodenobis.
mokled axla dro unda movipovo:-) da puntushebits gamovatsxo,dartsmunebuli var cardamomitats zalian surnelovani ikneba. thanx toma,siamovnebit shemovdivar shens blogze

Toma said...

xo martla dzalian dzviria shafrani da kidev kargi rom xshirad ar vacxobt am funtushebs :D :D :D
shegvatkobine mere rogori gamogiva. :)

mixaria rom gamoacxobs am yvitel funtushebs :)

Anonymous said...

Tomushka, vikide safrani, rogorts gamegona sakmaod dzviradgirebuli sunelia,da asets agmochnda, zalian patsatsina kolopshi ikieboda,sul ramdenime grami.
axla dro unda movipovo:-) rom puntushebits gamovatsxo.imedia 23-24shi movitsli rom es experimenti ganvaxortsielo:-)
ise dartsmunebuli var cardamomitats saotsrad surnelovani gamova.
thanx toma, siamovnebit shemovdivar shens blogze

shumeri said...

tqveni receptebi yoveltvis dzalian kargi gamomdis.....am funtushebsac gavaketeb, magram ver gavige ras nishnavs fqvili litrebshi, iqneb amixsnat?

Toma said...

მიხარია რომ შემოდიხართ ხოლმე ბლოგზე და ის უფრო გამიხარდა რომ რეცეპტებს იყენებთ :)

რაც შეეხება ფქვილს, რატომღაც ფქვილს და შაქარს დეცილიტრებში და ლირებში საზღვრავენ და არა გრამებში. 1.25 ლიტრი ფქვილი იქნება ერთ ლიტრიანი ბანკა რომ აავსო ფქვილით + იგივე ერთ ლიტრიანი ბანკის მეხუთედი.

თუ კულინარიული საზომი კოვზები გაქვს, მათზე აწერია ზოგი 1 დეცილიტრიანია , ზოგი 2.5. ხოდა ამ კოვზებითაც ადვილია ფქვილის არწყვა.

იმედია ავხსენი, და თუ მაინც ვერ გამომივიდა კარგად ახსნა, მაშინ ავწონი ერთ დეცილიტრ ფქვილს და დაგიწერ გრამებში.

Natia Narolles said...

zalian mominda es erti shexedvit zaliangemrieli lusikatebi :) rom gatendeba unda vcado :)

Toma said...

imedia mogeconeba.
:)