Dec 27, 2010

მოდი და ნუ გეყვარება საშობაოდ უნგრეთში ჩამოსვლა :)

რატომ მიყვარს საშობაოდ უნგრეთში ჩამოსვლა? ბევრი მიზეზის გამო! ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა რომ მეგობრებს და ნათესავებს ვნახულობთ და იგივე მიზეზის გამო საქართველოშიც მიყვარს ჩასვლა მაგრამ მეორე და არცთუ ნაკლები მიზეზი გემრილი საჭმელებია. კერძოდ კი ეს გემრიელობები!

1. უნგრული თევზის სუფი! ოჯახში მომზადებული, სუფი 4-5 საათი მზადდება და საბოლოოო შედეგიიიიი, უუუუუუუუუუ აგაყმუვლებს ადამიანს ისეთია :) თევზის სუფი ანუ ჰალაშლე (სურათი დავგუგლე, ჩემი გადაღებული არაა)

2. ბატის/იხვის შემწვარი ღვიძლი. ეს არის ექსკლუზიური პროდუქტი რომელიც ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაში მზადდება - უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია. ამ ფრინველებს სპეციალური წესით ზრდიან რომ ღვიძლი გაუდიდდეთ, ფაქტიურად ღვიძლი ცეროზდება. ვიცი ბარბაროსობააა მაგრამ დამიჯერეთ ამ ყველაფერზე ნაკლებად იფიქრებთ კერძის გასინჯვის დროს :) ტრადიციულად კერძი უნგრულ ტკბილ ღვინოსთან ერთად მიირთმევა (ტოკაი)

ბატის ღვიძლი :) არც კი იფიქროთ მისი ქათმის, ძროხის ან რაიმე სხვა ცხოველის ღვიძლთან შედარება. ეს სულ სხვა რამეა! დამიჯერეთ!

უნგრული ტკბილი ღვინო ტოკაი. ეს ღვინო ძალიან სპეციფიკურია და თუ არ დამეზარა პოსტს დავწერ.

3. უნგრული საშობაო კოლაჩი. ნიგვზით აკეთებენ. უუუუუუუუგემრიელესიიი! ჩვენი ნათესავები ჩემთვის აკეთებენ ხოლმე ერთ სპეციალურ კოლაჩს და პერსონალურად მე გადმომცემენ ხოლმე. მეც ვიფერებ დიდის ამბით და ერთ დღეში ვუღებ ბოლოს :D ნიგვზიანი კოლაჩები მარცხნივ ზედა კუთხეში.
ხოდა ასე :) ახალი სურათებით და პოსტებით კვლავ დავბრუნდები :)

6 comments:

ნინო ჭ said...

უფ ის ცირზიანი ღვიძლი არ მომეწონა თორემ დანარჩენები კარგად გამოიყურებიან ღმერთმანი

Keti said...

sawyali batebi :(

Toma said...

ის ღვიძლი ისეთიაააა, ისეთიიიიიი უფ, ცხონება, გემოს ზეიმი!

Lord Vader said...

ფინეთში თევზის ნამცხვარიც ვჭამე...
ნამეტანია, ბატონო.:)

უნგრულ კერძებზე მაინცადამაინც ვერ ვიკაიფე. თან ლუდიც არ აქვთ.

Toma said...

ludi ar aqvt namdvilad :)
maagram samaierod gvino aqvt kargi :)
sachemelebi ki mikvars, italiuris shemdeg ungruli samzareulooo mnia mnia. sachemoa, bevriiii paprikit :)

tevzis namcxvari (pie-is msgavsi) mec michamia da tavadac vamzadeb. dzalian mikvars magram coms nametani prancki pruncki unda da xshirad ar vaketeb :)

Anonymous said...

wow, es tevzis supi iseti ikneba!!!!mmmm!!!!dzalian magari!ungrul samzareulos martlats akvs mugami,tumtsa me sakmaod kargad ar vitsnob,rats gamisinjavs gemrieli iko.
da saertod saintereso kvekanaa da xalxi,kartvelebivit stumartmokvare.toma kargi ikneba kidev upro axlos tu gagvatsnob ungrets,sheni tvaltaxedvit dananaxs,Nanuka