Dec 18, 2010

ხორცის ფარშის მორი სოკოთი - ძალიან გემრიელი კერძი შეფ-პოვარისაგან

პრაქტიკაზე რომ ვიყავი ჩვენს დაწესებულებაში ერთი შეფპოვარი გადიოდა რეაბილიტაციას. ხოდა ამ შეფმა ერთ დღეს ძააალიან გემრიელი ლანჩი შემოგვთავაზა, ისეთი გემრილი იყო რომ რეცეპტი ვთხოვე და მანაც გამიზიარა. შესაბამისად დღეს ამ გემრიელი კერძის მომზადებას გასწავლით :)


ხორცის ფარშის მორი სოკოთი:)
ერთმანეთში მომდევრობით აურიეთ:
1 კგ. ხორცის ფარში
3. ცალი კვერცხი
1 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი
2 ცალი გახეხილი სტაფილო
200 გრამი საშუალო ნაჭრებად დაჭრილი სოკო (1)
1 დეცილიტრი სუხარი
1 დეცილიტრი წყალი
2 ჩ.კ. მარილი
2 ჩ.კ. პილპილი
2 ჩ.კ. გრილის სუნელი / სვანური მარილი წავა.

ეს ყველაფერი კარგად გადაზილეთ ერთმანეთში, მიეცით მორის ფორმა და გამოაცხვეთ ღუმელის შუა ნაწილში 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

საწებელა - დააბლენდერეთ 100 გრამი სოკო, 1 ცალი ხახვი და 1 კბილი ნიორი 500 მლ რძესთან ერთად. ქვაბში ჩააგდეთ 50 გრამი კაქარქი, დააყარეთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი და ნელ ცეცხლზე შუშეთ. შემდეგ დაამატეთ დაბლენდერებული მასა და ურიეთ. დაამატეთ ამრილი და პილპილი გემოვნებით.

გარნირად - მოხარშული კარტოფილი გავაკეთე მე :)

შენიშვნები:
  1. კერძის გემო სოკოს ხარისხზეა დამოკიდებული. თეთრი შამპინიონებით ნუ გექნებათ იმედი რომ გემრიელი კერძი გამოვა. კანტარელები, ნიყვი და ა.შ. ძალიან კარგი იქნება.
  2. თუ თქვენ გაქვთ მორის ფორმა, მაშინ შეგიძლიათ ფარში მასში ჩადოთ და ისე გამოაცხოთ, თუმც გაითვალიწინეთ რომ ფორმა წინასწარ უნდა დაამუშაოთ - გვერდებზე წაუსვით კარაქი და მერე სუხარიკები მოაყარეთ.
  3. თუ თქვენ არ გაქვთ ფორმა მაშინ ჩვეულებრივ ჟარუნაზე დადეთ ხორცის მასა, მიეცით მორის ფორმა ზემოდან გადაუსვით თხევადი მარგარინი და გვერდებზე მსხვილად დაჭრილი ხახვი შემოუწყვეთ.

1 comment:

Natalia said...

'მორი' მაგარი იყო :D
რამდენი ხანია მინდა რამე სოკოს კერძის მომზადება და ვერ დავაღწიე სიზარმაცეს თავი.