Dec 16, 2010

უპატრონო ბავშვები და იდიოტი წამყვანი!

პრომო რომ ვნახე თავს პირობა მივეცი რომ არ ვუყურებდი პროფილს, მაგრამ ვერ მოვითმინე და მაინც ვუყურე, ბავშვების ნახვა მინდოდა.

ნეტა არ მეყურებინა :( წამყვანის უაზრო ქცევებსა და არაპროფესიონალიზმზე აღარაფერს ვამბობ. ასე მგონია ეს ქალი მხოლოდ ერთ ჩახვეულ კასეტაზე მუშაობს და რესპოდენტებს მნიშვნელობა არ აქვს. გულის ამრევია მისი ყოველი ქცევა და მისი ყოველი სიტყვა!!

ახლა მიზეზი რის გამოც ამ გადაცემას ვუყურე - უპატრონო ბავშვები! საშინელებაა პატარა ბავშვები ამხელა სევდის მატარებლები იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა რატომ დატოვეს მშობლებმა, მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა - ასეთი მშობლები მიტოვებული ბავშვების ერთი ცრემლის ღირსებიც კი არ არიან, ერთ წამიანი ფიქრის ღირსებიც კი.

3 comments:

Keti said...

სამწუხაროდ, მასა უნდა და მოსწონს წამყვანი.

Keti said...

მასას

Clown said...

გეთანხმები :(