Dec 9, 2010

თუ გავიჭედები და აი დარდი!

ისეთი თოვლია მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში - ნეტა ტრამვაი და მატარებელი როგორ იმუშავებს.

ჯერ კიდე ვერ ვხვდები როგორ ახერხებენ რომ ზემოთხსენებულ ტრანსპორტს ყოველწლიურად ერიდაიგივე პრობლემა უჩნდებათ, თოვლთან დაკავშირებული პრობლემა. ხან სიგნალი არ არის, ხან თოვლში ეჩხირებიან, ხანაც დენი არ არის და საწყალი მგზავრები ზიან და იყინებიან. თან იაფი მაინც ღირდეს მგზავრობა. ფულს რასაც ვიხდით რაღაცას მიზანმიმართულად რაღაცას ხომ მაინც უმდა მოხმარდეს?

ხოდა ასე, იმედით რომ სადმე არ გავიჭედები ვტოვებ სახლს. თუ გავიჭედები და აი დარდი, ხილიც მქვს და წყალიც, თბილი კურტკაც და გავუძლებ როგორმე. დავიძინებ ბოლოსდაბოლოს. თან დღეს სრულიად ჩემი ინიციატივით მივდივარ პრაქტიკაზე, იმიტომ რომ რეალურად თავისუფალი დღე გვაქვს და გამოცდასთან დაკავშირებულ ლექციაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ხო იცით პრიორიტეტს რა მნიშვნელობა აქვს, ხოდა მეც კლიენტები ვამჯობინე გამოცდას.

გამოცდაზე კი, რაც იქნება იქნება. თუ ვერ ჩავაბარე გადავაბარებ. ამ შემთვევაში გამოცდის ჩაბარება ნამდვილად არ არის ჩემი მიზანი, ჩემი მიზანი ნამდვილად საგნის კარგად დაუფლებაა. ხოდა წავალ ვიპახავებ.

1 comment:

Clown said...

მეც მინდა თოვლი :შ

თოვლის სუნი მიყვარს, თორე ზედ სიარული არა :შ ნერვებს მიშლის რომ ჭრაჭუნებს :შ