Dec 7, 2010

ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავავრცელოთ!

წყარო - ნეტგაზეთი

ძაღლების თავშესაფრის ორმოცამდე ბინადარი უპატრონოდ დარჩა. თავშესაფარს მათი შენახვის რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ხელმძღვანელობამ მათი გაჩუქება გადაწყვიტა, თუმცა, ჯერჯერობით, მსურველები არ გამოჩენილან. თავშესაფრის დამფუძნებელი, თამაზ ელიზბარაშვილი რამდენიმე თვის წინათ სამართალდამცველებმა დააკავეს. ძაღლებს პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ შეექმნათ.

ზაფხულამდე ძაღლების მოვლაზე შვიდი ადამიანი ზრუნავდა, დღეს კი თავშესაფარს მხოლოდ ორი მათგანი შემორჩა. თავშესაფარს ვებგვერდიც აქვს– doghome.ge, სადაც ძაღლების ფოტოებია გამოქვეყნებული. მიუხედავად აქტიური ინტერნეტ კამპანისაა, ძაღლებს დახმარება, ჯერჯერობით, არავისგან არ მიუღიათ. თავშესაფრის დირექტორმა, თემურ მამოევმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ძაღლებს იქამდე მიხედავენ, სანამ პატრონი არ გამოუჩნდებათ, თუმცა თავშესაფრის დახურვა უკვე გადაწყვეტილია. აბსოლუტურად ყველა ძაღლი ჯანმრთელია და ვეტერინარის მიერ შემოწმებული.

ქართული, გერმანული და აზიური ნაგაზი, მეტისი, დალმატინი, პიტი, როტვეილერი, ქართული მეცხვარე-ეს არის იმ ჯიშების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც თავშესაფარში ახალ პატრონს ელოდებიან.


1 comment:

Clown said...

საწყლები :(

იმედია გამოუჩნდებათ პატრონები :შ