Dec 29, 2010

სავალდებულო შემაჯამებელი პოსტი 2010 :)

სულ მქონდა მაგრამ ამ ბოლო დროს გადაწყვეტილების მიღების პრობლემა გამიჩნდა. ტიპა - ვიყიდო - არ ვიყიდო, დავწერო -არ დავწერო, წავიდე - არ წავიდე, ვჭამო -არ ვჭამო და უამრავი მსგავსი კითხვა რომელიც ყოველდღიურად მჭამს. ხოდა ეს პოტიც იგივე სერიიდანაა, მთელი კვირა ვფიქრობდი და ვერ გადამეწყვიტა დამეწერა თუ არა წლის შემაჯამებელი პოსტი, ბოლოს მანეტკა ავაგდე და დაეცა რომ უნდა დამეწერა, შესაბამისად ვწერ.

ისევე როგორც ყველა წელს, 2010 წელსაც მოხდა კარგი და ცუდი ამბები. ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო იტყვიან და მეც ცუდი ამბებით დავიწყებ - ბებიების გარდაცვალება. ამ წელს ჩემი და ჩემი ქმრის ბებია გარდაიცვალა. ორივე ერთიდაიგივე მიზეზის გამო.ძალიან იმოქმედა და ძალიან შემეშინდა. ამ ორი მოვლენის ფონზე ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელოა ამიტომ აღარ დავკონკრეტდები.

კარგები - მოგზაურობა - ძალიან პროდუქტიული წელი იყო. ბევრი ვიმოგზაურეთ და ძალიან კარგად დავისვენეთ. სწავლა -ასევე ძალიან კარგი წელი იყო. ბოლოსდაბოლოს ანატომიაც კი ჩავაბარე. დანარჩენი საგნებიც კარგად დავძლიე და რამოდენიმე - Excellent - იც კი მივიღე და გავიბღინძე სიხარულით. ჯანმრთელობა - კააარგი. ერთი გაცივებული ვიყავი თორემ დანარჩენის მხრივ - ხარივით ჯანმრთელი (ნეტა მომავალ წელსაც ასე იყოს :D)

ერთი სიტყვით რომ შევაჯამო - 2010 წელს ვუწოდებდი მოძრაობას. სულ დვიჟენიებში ვიყავი, ხულ გადარბენაზე და სულ მოსწრებაზე. არაფერი მაქვს საწინამღდეგო მომავალი წელიც ასე თუ იქნება :)

ხოდა აი ასეთი სკრომნი წელი იყო :)

2 comments:

Keti said...

ეგ ყველაფერი, რაც კარგი იყო – მომავალ წელსაც + ბევრი სხვა სიხარული :)
ბედნიერ წელს გისურვებ, ტომუშკა! :*

Clown said...

ბედნიერ წელს გისურვებ თომა :*