Nov 6, 2010

Singing for the Brain

ბებიაჩემი რომ არა ალბათ ამ პრობლემაზე არც დავფიქრდებოდი. არა ვიტყუები, როგორ არ დავფიქრდებოდი მაგრამ მას საქართველოსთან არ დავაკავშირებდი. დღეს ისეთ საინტერესო ინფოს გავეცანი, ისეთ საინტერესოს რომ პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. თან რაც მთავარია როგორი მარტივი გასაკეთებელია. ძალიან დიდ თანხებს არ მოითხოვს და შენობაც არაა საჭირო საუკეთესოდ აღჭურვილი იყოს. საუბარი მაქვს ალცჰეიმერის საზოგადოების ერთ ერთ პროექტზე Singing for the Brain.

ცნობილია რომ ამ დაავადების მკურნალობა შეუძლებელია, მაგრამ განვითარების ადრეულ სტადიებზე შესალებელია პროგრესის შენელება და Singing for the Brain ადასტურებს კიდეც ამას. ესეიგი რა ხდება იქმნება 30-40 კაციანი ავადმყოფებითა და მეურვეებით დაპროექტებული ჯგუფები. ჯგუფის წევრები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს და სხვადასხვა სიმღერებს მღერიან. გაგიკვირდებათ და სიმღერის დროს თითქმის შეუძლებელია მიხვდეთ ვის აქვს ავადმყოფობა. არ ვიცი რა მოქმედებს ასე კარგად მელოდია, ტექსტის დასწავლა, სოციალური გარემო თუ ფიზიკური აქტივობა, ფაქტია რომ მათი კვლევების მიხედვით ალცჰეიმერის განვითარება შედარებით ნელდება.

აი ნახეთ ერთ ერთი ვიდეო :)


ხოდა ვფიქრობ რომ ასეთი რამის გაკეთება ძალიან ადვილია ჩვენს ქვეყანაშიც. მხოლოდ პატარა მონდომებაა საჭირო და თანხები სულ ცოტა, გინდაც ვინმე პიანისტი რომ დაიქირაონ, ან თუნდაც მუსიკალურის სტუდენტები რომ დაიქირაონ.

Singing for the Brain' is a service provided by Alzheimer's Society in approximately 30 locations, all of which use singing to bring people together in a friendly and stimulating social environment.

Singing is not only an enjoyable activity, it can also provide a way for people with dementia, along with their carers, to express themselves and socialize with others in a fun and supportive group.Hidden in the fun are activities which build on the well-known preserved memory for song and music in the brain. Even when many memories are hard to retrieve, music is especially easy to recall.

I think this is quiet an interesting project and very easy to do and start. It could be a good research field for the people with demesne and their take givers.

5 comments:

Keti said...

ra ucnauri meTodia!

Toma said...

კი, ალცჰეიმერის საზოგადოების ერთ ერთი პროექტია. იმიტომ მომეწონა რომ იაფია გასაკეთებლად და ისეთ ქვეყანაშიც კი როგორიც საქართველოა შესაძლებელია ორგანიზება მოხდეს.

ნინ გოგ said...

ვაჰ, თამუნა!!! ეს რა მაგარი რამეა. მარტო იმიტომ კი არა, რომ ადვილია, თავად ამ ფაქტში დიდი რამე დევს - პროცესის შენელებასთან გასაღებიც ახლოს უნდა იყოს. საინტერესოა, მომღერლებში რა სტატისტიკაა ამ დაავადების. დეპრესია ამ დაავადების ადრეული ნიშანია და სიმღერა ხომ საუკეთესო ანტიდეპრესანტია.

Toma said...

ninoooo dzalian asintereso kitxva adsvi!!! unda vipovo pasuxi 100%!! egreve davwer tu rame vipove. anu profesia da demenciis machvenebeli!

ნინ გოგ said...

რა კარგია თუ ნახავ! ისიც გასათვალისწინებელია, თამ, რომ მომღერლობა, როგორც პროფესია, როგორც შოუბიზნესის ნაწილი, ძალიან სტრესულია და შეიძლება სტატისტიკამ ამ მხრივ ვერ გამოავლინოს სიმღერის რეალური გავლენა. გულში კი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დე ვიტამინთან ერთად სიმღერაც და სხვა 'ნაღდი' ანტიდეპრესანტები მისი პრევენციაა:)მგონია, რომ ეგზისტენციალური ნევროზები შეიძლება ამ დაავადების საფრთხე იყოს. ამ ნევროზის დროს ადამიანებს ეგზისტენციალური კითხვები ხშირად მხოლოდ გაუცნობიერებულად აწუხებთ და ხშირად რჩებიან უდიაგნოზოდ.