Nov 3, 2010

ესე ამბავი ჰაუზობანასაი :P

წინა პოსტში მოგახსენეთ იმის შესახებ თუ როგორ ვაპირებდით ჰაუზობანას. ამ პოსტში კი დავწერ როგორ წარიმართა პროცესი და სინამდვილეში რა სჭირდა "ჩვენ ტრავმიან გოგონას".

როგორც აღმოჩნდა თითოეუელი ჩვენთაგანი სწორი იყო. გოგონას ჰქონდა ფრონტალული, პარიეტალური და ტვინის ღეროს დაზიანება (ტემპორალური ნაწილი როგორ გადარჩა არ ვიცი). დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ ტვნის ღერომაც კი მიიღო დაზიანება და გამოიწვია ასეთი ძლიერი კომა. ჩვენმა მასწავლებელმა სთქვა რომ ასეთი ხანგრძლივი კომები როგორც წესი მთლიანად ტვინის დაზიანების დროს ხდება, მაგრამ მე უცებ ვიშიშვლე ჩემი ხმალი - ინფო დაზიანების კერისა და კომის ხანგრძლივობის შესახებ ხოდა მასწავლებელმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ხანგრძლივი კომა როგორც წესი მასიური დაზიანების შედეგია. ალბათ იმიტომ რომ რაც უფრო დიდია დაზიანების კერა მით უფრო დიდია შეშუპების ზონა და ეს ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა სტრუქტურებზე და ჩვენ შემთხვევაში ტვინის ღერო იყო დაზიანებული.

ხოდა ასე მხიარულად ჩაიარა გამოცდამ. დანარჩენმა ჯგუფებმა განიხილეს - სისხლჩაქცევის, ასპერგერის, ალცჰეიმერის შემთხვევები. კარგი გამოცდა იყო, ნეტა სულ ასეთი ადვილი და საფიქრებელი გამოცდები გვქონდეს ხოლმე.

ორშაბათიდან ახალი და როგორც იქნა სპეციალობასთან დაკავშირებული საგანი დაიწყება. თავისი პრაქტიკით და ძააალიან ბევრი ჯგუფური სამუშაოთი. კი ძალიან არ მიყვარს ჯგუფური მუშაობა მაგრამ ფაქტია ხშირ შემთხვევაში ასე მუშაობა შედეგიანია.

2 comments:

Clown said...

ჯგუფური მუშაობა კი შედეგიანია, მაგრამ სასტიკად არ მიყვარს :შ

მირჩევნბია რამეს თავი დავაკლა, მარტო ვიმუშაო და ჩემი ერქვას :დ :ეგოისტისმაილი:

Toma said...

mec mase var :D :D