Nov 10, 2010

სად არის La logique? :D

ბლოგზე ვაფიქსირებ რომ ამ მომენტისთვის 23:54 ლექციების მასალის ზუსტად ნახევარი წავიკითხე, დამრჩა მეორე ნახევრი და კიდევ ლექციებზე გაკეთებულ ჩანაწერებს უნდა გადავავლო თვალი.

კითხვა შემდეგში მდგომარეობს- ეს ნორმალურია?!
ლოგიკური პასუხია- არა! Well, სტუდენტური ლოგიკური პასუხი, თორემ მასწავლებლებს აშკარად სხვაგვარი ლოგიკა აქვთ.

ჩვენი მასწავლებლები გვეუბნევიან - "ერთმანეთი გამოიყენეთ და ისე ისწავლეთ", კი მაგრამ როგორ უნდა გამოვიყენოთ ერთმანეთი როცა დღის ბოლოს მკვდრები ვართ? ვისღა აქვს მასალის განხილვის თავი 7 საათიანი სალექციო დღის შემდეგ?!

No comments: