Nov 12, 2010

Creativity à la Occupational Therapists :)

ჰეჰეეე, მძიმე კვირის შემდეგ მხიარული Workshop -ი გვქონდა დღეს. სამი საათის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფური დავალებები უნდა შეგვესრულებინა - დაგვეხატა ერთად სახლი, ხე და ძაღლი, გაგვეკეთებინა ერთიდაიგივე ზომის კვადრატები (უძნელესი დავალებაა!) და ა.შ. მთელი სამი საათის განმავლობაში ჯგუფში ბლომად იყო ისტერიული სიცილი და სხვადასხვა ნივთის გამოყენების "გენიალური იდეა" და კიდევ ბევრი რამ რაც მხოლოდ ოკუპაციური თერაპევტის თავში შეიძლება დაიბადოს :). კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ სიცილი საუკეთესო საშუალებაა სტრესის დასაძლევად :).

სურათებს რომლებსაც ამ პოსტში გთავაზობთ ჩემი ჯგუფელი ულრიკას გადაღებულია (მისგან ნებართვა მაქვს რომ შემიძლია ბლოგზე სურათების დადება.) ხოდა ამ დავალების მიზანი იყო ადამიანებთან დაკაშირებული გარემოს და სიტუაციის შექმნა. ჩემ ჯგუფში ჯერ პლანეტა მარსის იდეა განვიხილეთ (გამოიცანით ვისი იდეა იქნებოდა), მერე ლუქს ჰოტელის აუზზე ვფიქროდით, ბოლოს კი შევჩერდით უბრალო მაგრამ მშვიდ მოტივზე - მინდორი (ესეც ერთი ცდით გამოიცანით ვის მოუვიდა თავში :D ), ბალახით და ყვავილებით, მზე და პატარა თეთრი ღრუბლები, იდეა - განტვირთვა, რელაქსაცია და სიმშვიდე.

ამ იდეის არსი პარასკევი საღამოა. პარასკევის საღამო ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა შვედეთში, და ყველფერი ისე ხდება როგორც სურათზე ჩანს. ოჯახის წევრები უყურებენ ტელევიზორს, მიირთმევენ ღვინოს, გემრიელ საჭმელს, ჩიფს და ა.შ.
ესეც ტელევიზორი თემიდან "პარასკევი საღამო"
ამ ჯგუფმა შექმნა იდეა დასვენებაზე, წყვილი ზის მდინარის ნაპირას და ისვენებს :)
ეს კი უკუპაციური თერაპევტია რომელიც პარკში მისეირნობს :)
ეს გოგონა ისვენებს :) მთლად მედიტაცია არაა უბრალოდ ისვენებს :)
ეს კი ჩემი ჯგუფის მინდორი :)
ამ დავალების მიზანი მხოლოდ შექმნა არ იყო, თითოეულ ჩვენთაგანს მოცემული გვქონდა სპეციალური როლი, რომელიც დავალების შესრულების განმავლობაში უნდა გვეთამაშა. ჩემი როლი კრიტიკოსი იყო. სამწუხაროდ ცუდი მსახიობი გამოვდექი :D :D

And of course, we thank Ulrika for these nice photos :)

7 comments:

Malin said...

Jag förstod inte mycket av vad du skrev men det är ju väldigt talande och fina bilder ;) Visst är vi kreativa :)

Toma said...

Jag skrev om vad som vi gjorde idag. Bilderna fick jag från Ulrika :)

Da-v-iD said...

va, ra magari ragaceebia :) mooomwons :)

ჩორვენი¹³ said...

I LOVE IT
ყველაზე გენიალურია ხოლმე ასეთი სახის ტრენინგ კურსები რომელიც რეალურად ბევრ რამეს გვასწავლის და გვიდებს თავში ♥

Clown said...

^_^

Keti said...

რა საინტერესოა ასეთი სასწავლო პროცესი :)

Toma said...

ქეთი საინტერესო სწვლება კი გვაქვს ბევრ ახალა რამეს ვიგებთ, მაგრამ ეს ვარიანტი რა იყო იცი დასამშვიდებლად ბავშვებს კამფეტებს და ახალ სათამაშოებს რომ მისცემენ ზუუუუუსტად ის.

მთელი კვირის განმავლობაში ყოველ დღე 8 სააათი გვაპახავეს, და პარასკევ საღამოს "დაგვაჯილდოვეს" და გართობა ვორკშოპი ჩაგვიტარეს.