Nov 9, 2010

საინტერესო ექსპერიმენტი :)

ნეიროფსიქოლოგიის წიგნში ერთ ძალიან საინტერესო ექსპერიმეტს გადავაწყდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. მკვლევარებმა (Hicks, R. och Kinsbourne, M ) შეკრიბეს უმუშევარ პიანისტთა ჯგუფი და სთხოვეს მათ ყოველ დღე მისულიყვნენ ლაბორატორიაში და დაეკრათ პიანინოზე. მათი ამოცანა იყო ესწავლათ ორი სხვადასხვა ნაწარმოები რომლის შესრულებასაც სხვადასხვა ხელით შესძლებდნენ. ანუ იმავდროულად უნდა დაეკრათ ერთი ნაწარმოები ერთი ხელით და მეორე ნაწარმოები მეორე ხელით. მას შემდეგ რაც პიანისტებმა ეს ძალიან რთული დავალება დაამხეცეს, მკვლევარებმა დავალება კიდევ უფრო გაართულეს და მათ სთხოვეს დაკვრის დროს 1. გამოეცათ Bzzzzzzzzzzzzzzz მაგვარი ხმა 2. ესაუბრათ. თქვენი აზრით როგორ აისახა ეს შესრულების ხარისხზე?!

როგორ და ძალიან საინტერესოდ. როცა პიანისტები ნაწამოებების სესრულების დროს საუბრობდნენ, დაკვრის ხარისხი საგრძნობლად მცირდებოდა მარჯვენა ხელში, ხოლო როცა Bzzzzzzzzzzzzzzz ხმას გამოცემდნენ მარცხენა ხელში.

დასკვნები თავად გამოიტანეთ, თუ არადა დავწერ მერე მე :)
პ.ს. წესით ჭკუა უნდა ვისწავლო მაგრამ მეეჭვება ჩემს "ყველაფერს ვასწრებ" განწყობას მხოლოდ ამ ექსპერიმენტის შედეგბი შეცვლიდეს.

2 comments:

ნინო said...

მეთქი მიპასუხებსთქო და ჩემი კომენტიც აღარაა.
სად წაიღე ჩემი კომენტი :(

Toma said...

მშიოდა და შევჭამე ეტყობა შენი კომენტარი ! :D :D

raze unda mepasuxa?