Nov 30, 2010

ადვილად მოსამზადებელი შოკოლადის ჩიზქეიქი :)

ჩემი მორიგი რეცეპტი Cooking therapy -ის სერიიდან დღეს ვისწავლე.სადაც პრაქტიკას გავდივარ იქ აქვთ პატარა კაფე, ხოდა ეს ჩიზიკი იქ მოვამზადეთ, გავალამაზეთ და დავაგემოვნეთ, სხვებსაც დავაგემოვნებთ. დესერტმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და მეც მცირე სახეცვლილებით გთავაზობთ :)

შოკოლადის ჩიზქეიქი :)


4 პორციისათვის (4 გამჭირვალე ჭიქაში ვდებთ) გვჭირდება:
100 მლ 40% ნაღები ან ძალიან სქელი არაჟანი
250 გრამი მდნარი ყველი, ფილადელფია ან უმარილო კარგი ხარისხის ხაჭო.
4 ს.კ. შაქარის პუდრა (მთლიან მასას რომ მიიღებთ ჭიქებში ჩადებამდე შაქარზე გასინჯეთ, თუ უფრო ტკბილი გინდათ ოდნავ დაამატეთ 1-2 კოვზი შაქრის პუდრა)
2 ს.კ. კაკაო
1 შეკვრა ვანილი
ოდნავ ლიმონის ცედრა

მოსართავად
3 -3 კუბიკი თეთრი და შავი შოკოლადი დანით დაჭერით თხლად.

მომზადება
მდნარ ყველში აურიეთ შაქრის პუდრა, კაკაო, ვაინლი და ძალიან კარგად ათქვიფეთ. ნელ ნელა დაამატეთ ნაღები და თქვიფეთ კარგად. მაგრამ ფრთხილად იყავით არ აგეჭრათ მასა. შემდეგ დაამატეთ ლიმონის ცედრა და წინასწარ მომზადებულ 4 ჭიქაში მასა თანაბრად გადაანაწილეთ. თავზე მოაყარეთ შოკოლადი და შედეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.

გამოგივათ ძალიან მსუბუქი და სასიმოვნო დესერტი :)

4 comments:

ჩორვენი¹³ said...

wow megobars gavuziare : ) uyvars da tan shepirebulia gaketebas :D

Toma said...

ხოდა უცებ მოამზადებს :)

nino W said...

kargi chans tomushkunia

Keti said...

უჰ... :))