Nov 26, 2010

პირველმა კვირამაც ჩაიარა

ჩაირა ჩვენი პრაქტიკის პირველმა კვირამ. არ ვიცი კარგად თუ ცუდად მაგრამ ერთი ვიცი - ძალიან სტერსული სიტუაცია იყო. ამის გაცნობიერება მხოლოდ დღეს მოვახერხე, როცა მატარებელში ვიჯექი და თოვლიან პეიზაჟს ვიყურებდი.

საქმე იმაშია რომ მთელი კვირის განმავლობაში რაღაც ვერც ვფიქრობდი კარგად, აქტივობის ხარისხიც ცოტა დაბალი იყო. თავიდან ვიფიქრე რომ ცუდი ძილის ბრალი იყო, ვისზე არ იმოქმედებს 4.30 -ისთვის გაღვიძება და საღამოს კი გვიან დაწოლა?! ამის გარდა სხვა მიზეზი არც კი მიფიქრია.

დღეს კი ხემძღვანელთან საუბრის დროს ამოვწიეთ ერთი ფენომენი რომელსაც ოკუპაციურ თერაპიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, ესაა გარემოს სიმბოლური დატვირთვა, ხოდა მაშინ მივხვდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი.

თვალწინ მიდგას ბებია საკერავ მანქანასთან, როგორ გვიკერავს ქვედაბოლოებს და უვლის ხეებზე ძრომიალით დაგლეჯილ ტანსაცმელს. გადაყრა რომც გვდომებოდა გვეტყოდა ხოლმე "მომეცით ბებია ხელათში გაგილამაზებთო" და მართლა ალამაზებდა. მახსოვს ერთ ზაფხულს ამოჩემებული მქონდა ჯინსის "ფოჩებიანი" შორტები. ბებიამ კი იფიქრა გავულამაზებ ბავშვს შორტებსო, შემოაჭრა ფოჩები და შემოუკეცა. სულ ვეხუმრებოდით მერე თამუნას შორტები როგორ გაულამაზეო.

მოკლეთ მთელი გასული კვირის განმავლობაში სამკერვალო სადგურში ვიყავი, სადაც წევრები ძველ ტანსაცმელს ალამაზებდნენ. ამ ყველაფერმა კი აშკარად იმოქმედა. თან მსიამოვნებდა იქ ყოფნა, იმიტომ რომ იმ წუთას ყველაზე ახლოს ვიყავი იმ დროსთან, და თან ძააალიან ცუდად მოქმედებდა იმიტომ რომ ბებიაჩემის დაკრძალვაზე ვერ თუ არ წავედი. არ ვიცი ...

2 comments:

ნინო ჭარხალაშვილი said...

დამიჯერე ჩვენი ახლობელი ადამიანები სიკვიდლის მერე უფრო მეტად თუ არა,არა ნაკლებ ახლოს არიან ჩვენთან ვიდრე სიცოცხლეში იყვნენ. მე ეს უკვე გამოვცადე და ეს რეალობაა. შენც ფაქტიურად ასე ხარ .ნუ დარდობ, შენ შიძინე ბებო თავიდან

Keti said...

როგორ მესმის ეს ყველაფერი..
ნინოს ვეთანხმები, ბებია ისევ და იქნებ უფროც, ახლოს იქნება...

გუშინ ჩემთვის მოულოდნელი რამე გავაკეთე – ბავშვთა პარკში წავედი და სულ ვფიქრობ, რატომ. რაღაც მსგავსი იქნება. ალბათ რაღაცა ძველთან კავშირის გამო. თითქოს პასუხი ვიპოვე შენს პოსტში.