Nov 23, 2010

უცნაური ადამიანები

ხანდახან ადამიანების არ მესმის.

დღეს საღამოს მატარებლის ჰოლში იდგა ახალგაზრდა მამაკაცი დიიიიიიდ ეტლში ჩასკუპებული ბავშვით, მანქანის ბავშვის სავარძელით და ზურგჩანთით. მატარებელი გაჩერებული იყო და ჩავდიოდით, ყველა მას ველოდებოდით რადგან ფაქტიურად გადაკეტილი ქონდა გასასვლელი. ჯერ ეცადა სავარძელი თავზე დაედო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა რადგან სავარძელს თუ თავზე დაიდებდა მაშინ ბავშვიან ეტლს ვერ ჩაიტანდა მატარებლიდან.

მოკლეთ მართლა ბევრი იწვალა მეც ვითმინე და ბოლოს ვკითხე დახმარება თუ სჭირდებოდა და გამოიცანით პასუხი - არაო! გადავირიე, და კიდევ ერთხელ გავუმეორე დახმარება თუ სჭირდებოდა. ბოლოს ალბათ იფიქრა ამას მართლა უნდა დახმარეობაო და კიო დამთახმდა. როგორც იქნა ჩამოვლაგდით მატარებლიდან და მე ისევ ვკითხე - კიდევ თუ სჭირდებოდა დახმარება და თუ გაართმევდა თავს ამ ყველაფერს, და კიო. რა მექნა ავდექი და წამოვედი. არადა არც ისე დაღლილი ვიყავი, შემეძლო ტრამვაიმდე მაინც მიმეცილებინა.

3 comments:

nin gog said...

aprouCi iyo saWiro sxvanari. kiTxva - gchirdeba daxmareba' ar mushaobs - ar ukvart magis agiareba adaminebs.
ise unda miadge, rom zrdilobianadc gamovides, rom zaladobad ar chagetvalos da tan uaris tkmis shansic ar dautovo:)ise, sadauri chanda?

Keti said...

შეიძლება მორიდებული ტიპიც იყო, ან ასეთი რამ დაემართა – უცებ ვერ მოტვინა, რომ ეს სჭირდებოდა და მექანიკურად თქვა არა :)
რა ვიცი :)

Clown said...

ქეთი +1

@თომა, რაც მთავარია ხომ გაგიღიმა? ^_^ მე მაგის მიხედვით ვხვდები ადამიანი მადლობელია თუ არა :შ