Nov 6, 2010

შობის მოლოდინში

ვინაიდან და რადგანაც ზომა/წონა არაფერში ვიცი, ამიტომ გადავწვიტე სანამ ახლიდან შევჩვეულვარ ბფ-ს გამოვიდე. ასე ჯობია ჩემთვის! განსაკუთრებით ახლა როცა სემესტრის ყველაზე ძნელი და საპასუხისმგებლო საგანი გვეწყება, ძალიან ბევრი საწერ-საკითხით და რაც მთავარია პრაქტიკით.

რაღაც ორი თვე დარჩა საშობაო არდადეგებამდე და უნდა გავუძლო ამ მართლა ძაალიან რთულ პერიოდს (დამატებითი საგანი რომ მაქვს იქაც გამოცდების პერიოდი გვეწყება). მერე კი წავალთ ბუდაპეშტში და არც წიგნებზე ვიფიქრებ (იმედი არაფერი შემეტენება), არც დავალებებზე, არც გამოცდებზე! მხოლოდ გავერთობი, დავლევ, გემრიელ უნგრულ საჭმელებს დავაგემოვნებ, მეგობრებს მოვინახულებ და ვისეირნებ!!!

პ.ს. ისე არ მესმის ჩვენი პროგრამის შემდგენელების. თუ სტუდენტი ლექციებზეა 9 დან 16.00 საათამდე, ლექციებზე განხილული მასალის სწავლა როდის უნდა მოასწროს? ან ის უამრავი სემინარი და საგამოცდო მომენტი რომელიც ზოლად გასდევს მთელ კურსს როდის უნდა მოამზადოს? არა რა. სწავლა აქ ბევრად უფრო ძნელია ვიდრე მუშაობა! ბევრად, ბევრად ძნელი.

3 comments:

Keti said...

მე სულ არ მაქვს შობის მოლოდინი ჯერ.
სასიამოვნო საშობაო არდადეგებს გისურვებ, მანამდე კი კარგად დასრულებულ გამოცდებს... :)

ფბ–დან უნდა წახვიდე? :(

Toma said...

Keti - სანამ სასწავლი მაქვს ხოლმე მხოლოდ მაშინ :) შაბათ კვირას კი შევამოწმებ ხოლმე.


შობას ძალიან ველოდები, იმიტომ რომ ერთადერთი პერიოდია რომელიც დასვენებასთან ასოცირდება :)

Keti said...

kargia :)
vifiqre, sul midiodi