Nov 2, 2010

ჰაუზობანა

ჩემი ტვინი იმდენად აქტიურ მდგომარეობაშია ვერ ვახერხებ დაძინებას არადა ხვალ გამოცდა მაქვს. ეს გამოცდა ჩვეულებრვი გამოცდა არ გეგგონოთ, ესააა ჰაუზობანა გამოცდა ანუ მოცემული გავქვს პაციენტების შემთხვევები რამოდენიმე სიმპტომით და ჩვენ უნდა ავაგოთ თეორიები რა შეიძლება იყოს დაზიანებული, რეაბილიტაციის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები.

ჩემი ჯგუფის შემთხვევა ასეთია - თინეიჯერი პაციენტი ავარიაში მოყოლის შემდეგ 3 კვირა
კომაში იმყოფებოდა. კომის შემდეგ მას შემდეგი სიმტომები აქვს - სუსტი მეტყველება სუსტი ხმით, პრობლემა ბალანსში და ჰემიპლეგია. როცა ამ პაციენტის შემთხვევას ვიხილავდით მხოლოდ ორი ვარიანტი ტივტივებდა 1. დაზიანება ფრონტალურ ტვინზე, მოტორული ნაწილი და 2. დაზიანება პარიეტალურ ტვინზე სენსორული ნაწილი. მაგრამ!!! დღეს მივხვდი რომ ერთადერთი 90% მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანება ტვინის ღეროზე Brain stem, პატარა ტვინზე და ბაზალურ განგლიებზე. არ ვიცი ეს თეორია არც კი წამოჭრილა ჯგუფში და ხვალე გამოცდამდე ვაპირებ განხილვას, თუ არ დამეთანხმებიან მაშინ პასუხისმგბლობას საკუთარ თავზე ავიღებ და ჩემივე თეორიის ადვოკატი გავხდები.

ახლა რატომ ვფიქრობ ასე:
კომა- რას შეეძლო გამოეწვია ასეთი ძლიერი 3 კვირიანი კომა? პირველი რაც თავში მომივიდა იყო ტვინის ღერო იმიტომ რომ ეს ნაწილი მეტწილად აკონტროლებს ჩვენი სიფხიზლის დონეს. ჰემიპლეგია - დავძებნე და ორი მიზეზი შეიძლება იყოს - დაზიანება ბაზალურ განგლიებზე/ტვინის ღერო და ასევე დაზიანება ნეოკორტექსზე. ჩემი ყურადღება პირველმა მიიქცია რადგან 3 კვირიან კომას უფრო უკავშირდება. ბალანსი -პრობლემა ბალანსში გამოწვეული შეიძლება იქნას ტვინის ღერო და პატარა ტვინზე მიღებული ტრავმის შედეგად (სხვა მიზეზებიც არის მაგრამ იქ მეორადი სიმპტომია) და ბოლოს სუსტი მეტყველება (week speech) - რადგან დაზუსტებული არაა მეტყველების რა დარღვევაზეა საუბარი ამიტომ მე ვიფიქრე რომ საქმე გვაქვს დისართრიასთან - ეს არის არტიკულაციის პრობლემა და სახეზე გვაქვს პატარა ტვინისა და ტვინის ღეროზე დაზიანების დროს. ყველა სიმპტომი ტვინის ღეროზე -ს მიუთითებს და რატომღაც მგონია რომ მანდ უნდა იყოს დამარხული ძაღლის თავი!! ხვალ გამოცდის მერე გეტყვით პასუხს.


პ.ს. ნეტა ვინმე თუ წაიკითხავს ამას? :D :D

11 comments:

Natosha said...

Brain Stem= ტვინის ღერო )
საინტერესოა. მერე მოგვიყევი რა აღმოჩნდება.
ისე, ყველაზე კარგი გამოცდა რაც მქონია, სწორედ ასეთი "ქეისური" გამოცდა იყო. ფსიქიატრიაში. სადაც ჟე ლა დე ტურეტის სინდრომი შემხვდა გამოსაცნობად და ვიცანი ^.^

Toma said...

Natosha - მადლობა, ჩავასწორებ ახლა.

მეც მომწონს ეს გამოცნობნა გამოცდა.
აქამდე წერითივ არინტები იყო ხოლმე, მხოლოდ ქეისი და უნდა დაგვესახლებინა პრობელმა. ფსიქიატრიაში, შინაგან სნეულებებში, გერიატრიკაში, ნევრილოგიაში და ორთოპედიაში იყო ასეთი კითხვები. ორთოპედია ყველაზე ნაგავი იყო ყველაფერ დანარჩენს შორის.

ჩორვენი¹³ said...

wavikitxe :D naxevarze naklebi gavige :D hoda mtavaria rom mugamiania ase scavla da dalshe vso ok! aba shen icimtavari si araa scori iqnebi tu ara mtavaria dasabuteba sheszlo imho da nu mere ukve mament ufro advilad mixval saboloo gadacyvetilebamde : ) nu tu manamde ar gitxres rom pacienti mokvda an daishala :D

Toma said...

:D arc ki vici es pacientebi namdvilebi tu arian :D :D cesit ar unda momkvdariko, magram normalur funqcionirebas ramden xanshi shesdlzebda ai eg skxva kitxvaa.

amigo said...

კარგია რომ ვიღაცა მაინც იკვლევს ავადმყოფობის მიზეზს და პირდაპირ ბროწეულის ოყნას არ უნიშნავს პაციენტს.

nakrina said...

მოუთმენლად ველი გამოცდის შედეგს, დაწვრილებით დაწერე პლზ შენი ჯგუფელების და ლექტორის აზრიც.

Anonymous said...

ra fakultetze xar ?

Toma said...

okupaciuri terapia :)

Keti said...

რა საინტერესო სწავლის პროცესი გაქვთ! :)

kusa said...

patara tvini ki ara natxemi qvia magas. skolis biologiis wignshic ki xatia bichi weris da sworxazovani siarulis moshlit.

kusa said...

magas patara tvini ki ara natxemi qvia