მომზადება: ჩემების მიერ ნაჩუქარ კეცში ჩავაწყვე პრასის ფოთლები, ზედ დავალაგე ორაგულის ნაჭრები (შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი ფორმაზე დაჭრილი ნებისმიერი თევზი), მოვაყარე მარილი და ბლომად პიპლპილი. თავზე მოვაწურე ნახევარი ლიმონის წვენი, ნახევარი კი დავჭერი და აქა-იქ დავაწყვე. როგორც სურათზე ხედავთ.
მერე ეს კეცი შევდგი 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 30 წუთის შემდეგ აი ეგ გემრიელობა გამოვიღე :) ფერმა არ შეგაშინოთ, პილპილის და მარილის ფენის ქვეშ, ორაგულის ნაზი და ვარდისფერი რბილობი იმალება :)
გარნირად გამოვიყენე რომაულ ქოთანში მომზადებული ბოსტნეული.
საწებელად კი თევზისაგან და ბოსტნეულისაგან გამოსული წვენი :)
გემრიელად მიირთვით ჭიქა მშრალ თეთრ ღვინოსთან ერთად :)
2 comments:
ბავშვობაში მქონდა წიგნი "ფანტაზია და მარჯვე ხელები"
შენს შემთხვევაშიც შეიძლება იგივე ფრაზის გამოყენება – ორივე გაქვს :*
madloba :)
albat es dedachemis damsaxurebaa:)
meotxe klasidan me vamzadebdi sadilebs, imitom rom deda mushaobda :)
Post a Comment