Oct 27, 2010

Four languages with same problems :D :D

მგონი რაღაც ახალ დაავადებას მივაგენი, კარგი იქნებოდა ჩემი ტვინის სკანირება რომ ჩაეტარებინათ და ეპოვათ სად ზის ამ დაავადების მიზეზი :D :D :D ახლა გამაგებინეთ ეს თუ რამე ფინქციური დარღვეა არაა მაშ რაა? როგორ შეიძლება ადამიანმა იცოდეს რამოდენიმე ენა და თითოეულ მათგანში ერთიდაიგივე "ბუნების" შეცდომას უშვებდეს? :D ან როგორ შეიძლება ადამიანი სწავლობდეს ამ ენებს დიდი ხნის განამავლობაში და მაინც იგივე შეცდომას უშვებდეს რასაც სწავლის დასაწყისში უშვებდა.

აი ავიღოთ ყველაზე ელემენტარული მშობლიური ენა - ქართული. სკოლაში მქონდა პრობლემა, გრამატიკაში ვიყავი სრული ნოლი, თემებს კი კარგად ვწერდი მაგრამ რად გინდა თემა სადაც წინადადების წყობა არის სრული კატასტროფა?! :D იგივე რუსულში, იგივე ინგლისურში, იგივე შვედურში. თუმცა ამ ორ უკანასკნელ ენაში პრობლემა არტიკლთანაც მაქვს. რად უნდა ენას არტიკლი? არც არაფრად, ქართულში რომ არ გვაქვს რა ვერ ვსაუბრობთ თუ რა?!

მოკლეთ ასე! ვაპროტესტებ - ოღონდ არ ვიცი რას :D:D
ისე იქნებ ამ ყველაფრის მიზეზი დელატებისადმი უყურადღებობაა? გრამატიკა ხომ სუფთა დეტალია და მეტი არაფერი?!

თქვენ თუ გაქვთ ენებთან დაკავშირებული სირთულეები და ძირითადად რა სახის?

How it is possible to "know" several languages and make exactly the same mistakes? Mistakes which are not even changing and are the same from the very first year of "language knowing":D. I say- this is a very serious problem for me and I think there is something wrong with my brain functions :D :D (we know I have memory problems, so this one comes together with it :P like a hamburger and sauce :D ).

1 comment:

Keti said...

გრამატიკა მეც მეძნელება უცხო ენებში, იმიტომ რომ თავს არ ვიკლავ მეცადინეობით :))


ქართულის გრამატიკა არაა ჩემთვის რთული, ოღონდ რომ მითხრან რატომ არის რაღაც სწორი, უცებ შეიძლება ვერ ჩამოვუყალიბო ზეპირად წესი, მაგრამ დარწმუნებული ვიყო, რომ სწორია :)
საზეპიროები და წესები არასდროს მიყვარდა :)
უცხო ენების ათვისებაში ძირითადად სმენითი მეხსიერება მეხმარება :)