გვჭირდება მორის ფორმა, ისე რომ 2.5 ლირტი სითხე ეტეოდეს. მორის ფორმაში კარგად ჩააფინეთ ალუმინის ქაღალდი.
გრილიაჟი:
100 გრამი შაქარისაგან მოამზადეთ კარამელი, ჩააქარეთ წვრილად დაჭილი 100 გრამი ნუში და 100 გრამი თხილი. კარგად ამოურიეთ მერე რამე სველ თეფშზე გადაიტანეთ და გააცივეთ. ეს მასა თხლად უნდა დაამტვრიოთ გაცივების შემდეგ. (შენიშვნა: გირჩევთ არ გააკეთოთ გრილიაჟი, შეგიძლიათ თხილი და ნუში დაჭრათ, აურიოთ და მხოლოდ ეს ნარევი გამოიყენოთ). მასის ნახევარი ჩაყარეთ ფორმის ძირში, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.
თეთრი შოკოლადის მასა:
1. 300 გრამი ნაღები გათქვიფეთ და შედეთ მაცივარში 20 წუთით.
2.12 გრამი ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში (მინ. 5 წუთი).
3. ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ 600 გრამი თეთრი შოკოლადი და 100 გრამი ნაღები.
4. სანამ შოკოლადი დნება კარგად ათქვიფეთ 5 კვერცხის გული და 100 გრამი ამარეტო.
5. თეთრი შოკოლადის მასა რომ კარგად დადნება (30 გრადუსი ტემპერატურა) დაამატეთ გაწურული ჟელატინი, კვერცხის გულები და ძაააალიან კარგად ათქვიფეთ. შეაგრილეთ 20 გრადუსამდე.
6. მასას ნომერი 5 დაამატეთ მაცივარში შედებული ნაღები, კარგად ამოურიეთ ისე რომ ნაღებმა არ დაკარგოს სიფაფუკე.
7. მასის ნახევარი ჩაასხით ფორმაში და შედეთ საყინულეში 20 წუთით. მეორე ნახევარი სადმე თბილ ადგილას დადგით.
ორთქლზე დამდნარი თეთრი შოკოლადი ნაღებით.
შავი შოკოლადის მასა:
1. 5 გრამი ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში (მინ. 5 წუთი)
2. 150 გრამი ნაღები გათქვიფეთ და შედეთ მაცივარში 20 წუთით.
3. ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ 150 გრამი შავი შოკოლადი 100 გრამ ნაღებთან ერთად.
4. როცა მასა # 3 იქნება 30 გრადუსი, დაამატეთ გაწურული ჟელატინი და ძალიან კარგად ამოურიეთ, ჟელატინი რომ სულ გაიხსნას. შემდეგ დაამტეთ 50 გ. ამარეტო.
5. როცა მასა #4 იქნება თბილი დაამატეთ გათქვეფილი ნაღები, კარგად ამოურიეთ. საყინყლიდან გამოიღეთ ფორმა (რომელშიც უკვე თეთრი მასის ნახევარი) და ჩაასხით ეს მასა მთლიანად. კიდევ შედეთ საყინულეში 20 წუთით.
6. 20 წუთის გასვლის შემდეგ ფორმაში ჩაასხით დარჩენილი თეთრი მასა, მოაყარეთ თხილი და შედეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.
ესეც ჩვენი ნამცხვარი :) აქვს ძალიან ნაზი კონსისტენცია და ძლიერად გამოხატული ნუშის არომატი.
6 comments:
რა გემრიელად გამოიყურება :) მიყვარს შენი ბლოგი, სულ ასეთ გემრიელ პოსტებს წერ ♥
Nummy : )
vaime ra gemrielia.
uh...........
mominda :) miiuxedavad imisa, rom tkbileuls naklebad vetanebi
It looks YUMMIEEEEEEEEE.......
:-)
It was extremely tasty. Anya i have the recipe in english, u can have it if u want.
Post a Comment