Oct 25, 2010

სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა უნივერსიტეტში :D

დღეს უნივერისტეტში ლამის "დავხოცეთ" ერთმანეთი და მიზეზი არც მეტი არც ნაკლები ორგანიზაციული უვიცობა იყო. ეს ორგანიზაციული უვიცობა კი ჩვენს პრაქტიკულ ადგილებს ეხებოდა.

წინა წლისაგან განსხვავებით, როცა პრაქტიკის ადგილები ჩხუბისა და პრობლემის გარეშე გავინაწილეთ, ამ წელს პირიქით ყველა ერთმანეთზე ვართ ნაწყენი :D. საქმე იმაში არის რომ ამ წლის ადგილები ძირითადად ქალაქგარეთ იყო (ერთი 500 კილომენტრი აქედან) და მითხარით ვის უნდა შორს მგზავრობა? ფული ფულად და რამდენი დრო იხარჯება გზაში აღარ მინდა ვისაუბრო.

პირადად მე ერთი ადგილი მომეწონა, (ჩემი სახლიდან 40 წუთის სამგზავრო იყო) ფსიქოტური პაციენტების მიმღები განყოფილება, მაგრამ ის ადგილი კიდევ ერთ გოგონას უნდოდა და ასე ვთქვათ ადგილი გავათამაშეთ. მე რათქმაუნდა ვერ მოვიგე (საერთოდ ვერ ვიგებ თამაშებში და ამიტომ არც არაფერს ვთამაშობ, არც ხუმრობით არც სერიოზულად). შესაბამისად მომიწია სხვა ადგილის არჩევა და იქამდე მისასვლელად მჭირდება 2 საათი. ესეიგი მთელი დღის განმავლობაში 4 საათი მომიწევს მგზავრობა. ერთი დადებითი მხარე ამ ყველაფერს ის აქვს რომ თავად რეაბილიტაციის ცენტრი სადაც ვიქნები თავიდანვე მომეწონა, მაგრამ სიშორის გამო არ ვირჩევდი.

მოკლეთ ვნახოთ რა იქნება და როგორ შევძლებ 05:30 - 20:00 რეჟიმში ცხოვრებას.

პ.ს. კიდევ კარგი ლეპტოპი მაქვს და სტუდენტებს უფასოდ შეგვიძლია მატარებელში და ავტობუსში ინტერნეტის გამოყენება. გზაში დავალებებს მაინც დავწერ.

7 comments:

ჩორვენი¹³ said...

არაუშავს, მგზავრობა არაა ცუდი : ) ბევრი იდეები მოდის მაგ დროს, თანაც შემშურდა რომ ავტობუსში და მატარებელში ინტერნეტი არის :)
ჰოდა შემიძლია წარმატება გისურვო და რეჟიმსაც მალე მიეჩვევი

ტარიელ ცეცხლაძე said...

გამარჯობათ! საინტერესო ბლოგი გაქვთ. მომეწონა.
მე დამწყები ბლოგერი ვარ და თუკი დაგაინტერესებთ იხილეთ ჩემი ბლოგიც http://jurnalistebi.blogspot.com/

Keti said...

ყოველდღე უნდა იარო, ხომ?
ძნელია, მაგრამ მართლა არაუშავს, თანაც რაკი მოგწონს ეს ცენტრი...
ის, ვინც 500 კმ–ს გაივლის, რა დღეში იქნება! ამას ალბათ დროებით გადასახლება ჯობია :)

Toma said...

Keti - is 500 iani aravis augia. specialuad erti gogostvis ipoves is adgili romelic iqidanaa carmoshobit magram ar mindao am gogom.

ჩორვენი¹³ - araa cudi, magram amis garda kidev bevri ramaa gasaketebeli. tumca 4 kviras ki gavudzleb rogorme.

Clown said...

წარმატებები თომა ^_^

Keti said...

შენი სწავლის რეჯიმის შემთხვევაში იცი რა მახსენდება? "სწავლის ძირი მწარე არის" :)
კი გაუძლებ, აბა რა...

Toma said...

xo, მეც იმედი მაქვს თორემ არ ვიცი რა მომმივა ამდენმა შრომამ ნაყოფი რომ არ გამოიღოს სამსახურის სახით.
გადავირევი ალბათ :(