დღეს, პირველ ლექციაზე მისვლისთანავე უცებ გაგვიიასნეს ყველაფერი. ლიტერატურა რომელი წიგნი უფრო ძნელია ვერ გავიგე ჯერა, ყველაზე მეტად რა მიჭირს იცით სხვადასხვა ენაზე სწავლა. თუ მხოლოდ ინგლისური ან მხოლოდ შვედური წიგნები გვაქვს არ მიჭირს ხოლმე, მაგრამ ერთდროულად შვედური და ინგლისური ლიტერატურა დიდ ბაზარს იწვევს ჩემს თავში. გამოცდა - სამ ეტაპად: 1. საშინაო დავალება 8 კითხვა რომელზეც პასუხები უნდა გავცეთ. 2. პაციენტის შემთხვევა რომელიც ჯგუფურად უნდა განვიხილოთ და რეაბილიტაციის გეგმა შევიმუშაოთ და 3. მოკლე შეკითხვები რომლებზეც ზეპირად უნდა გავცეთ პასუხი. ეს უკანასკნელი მკლავს :(
მოკლეთ ისევ გრძელდება აურზაური, არ ვწუწუნებ მიყვარს მე აურზაური მაგრამ ვეჭვობ ამ საგანთან გამიჭირდება იმიტომ რომ მასწავლებლის მთლად კარგად არ მესმის :(
2 comments:
ვაჰ, თამუ, რა სასაცილოდ და საყვარლად დაწერე ეს პოსტი.
ნუ, ახალი გამოწვევა გაქვს და აბა შენ იცი!:)
ორ უცხო ენაზე სწავლა, თან ამდენი ტერმინები და რამეები...
მაგრამ აუცილებლად შეძლებ! :) პოსტი მართლა სახალისოდ იკითხება :)
Post a Comment