Oct 14, 2010

მეზობელი, ტრამვაი და არ შემდგარი სემინარი

მე თქვენ გეუბნევით - ჩემი ჩინელი მეზობელს რაღაც სჭირს!!! ადრეც ვწერდი, რომ მხედავს წრეებს ურტყავს ადგილებს ოღონდაც მე არ შემეჩეხოს, ტრამვაიში თუ შემხვდა კურიზულია მისი ქცევა. დღესაც ასე იყო, არ შემდგარი სემინარიდან სახლში რომ მოვდიოდი, ერთ გაჩერებაზე დამინხა რომ ტრამვაიში ვიჯექი და ადამიანს რომ ცივი წყალი გადაასხა ისეთი სახე მიიღო. ჩვენ გაჩერებაზე რომ ჩამოვედით ჯერ დამელოდა რომელი კარებიდან ჩამოვედი და მერე უკან ჩამომყვა. ერთადერთი დასკვნა გამომაქვს - ან მას სჭირს რაღაც ან მე!

თუმცა, სახლში სანამ მოვიდოდი ხილის მაღაზიაში შევიარე და ჰოი საოცრებააავ- წაბლი არ დამხვდაააააააა!!! ვიყიდე ბევრი წაბლი, ყურძენი და კმაყოფილი წამოვედი სახლში.

ცოტა გადავახვიოთ უკან: სანამ სემინარზე წავიდოდი კიდე, ასეე ტრამვაის გაჩერებაზე ერთი კაცი საშინლად უყვიროდა მის ცოლს. მერე იმხელა სთხლიშა ეს გაკნაჭული ქალი თუ არ დავადებოდა არ მეგონა. მიიკუჭა საწყლად კედელთან და ტირილი დაიწყო. გადავირიე, ის მათხოვარი სადაც ხალხის თვალწინ ასეთ რამეს უშვება ცოლსა, სახლში რა დღეს აყრის ხომ წარმომიდგენია. მთელი გზა იმ ქალზე ვფიქრობდი, და ახლაც მასზე ვფიქრობ. როგორ უნდა მოიქცე მსგავს შემთვევებში? ძნელია გატარება, თან არ ვარ ის ტიპი რომელიც მსგავს რამეებს ადვილად ატარებს.


p.s. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ცუდია რომ სემინარი არ ჩატარდა, სამაგიეროდ დრო და ენერგია მაქვს იმისათვის რომ გამოცდისათვის საფუძვლიანად მოვემზადო.

2 comments:

Keti said...

რა უცნაურია შენი მეზობლის ქცევა!

საშინელებაა ასეთი წყვილები..
რატომ ეცემინებიან ქალები, არ მესმის.
ერთხელ აქაც შევესწარი მსგავს ფაქტს.
ძალიან ცუდი გრძნობა გამიჩნდა, მეც მთელი დღე მათზე ვფიქრობდი.

Toma said...

xooo :D
magram ra mxiaruls xdis chem yofas neta icode :D :D