Oct 11, 2010

ტვინი როგორც ერთი დიდი მიკროსქემა

ძალიან ძნელია როცა ახლობელი არის ავად, და ეს ავადმყოფობა ისეთია რომელსაც ვერაფერს ვერ უშველი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ პროგრესშია.

ადრე ერთი პოსტი დავწერე კიდეც ბებიაჩემზე, რომელსაც ალცჰეიმერი აქვს. ვისაც ამ დაავდების შესახებ გსმენიათ ალბათ იცით რა საშინელი მგდომარეობაცაა, ჯერ ნელ ნელა იწყება მერე რაც დრო გადის მით უფრო სწრაფად პროგრესირებს. ეს არის დაავადება რომელსაც აფსოლიტურად ვერაფერს ვერ უშველი, არ არსებობს წამალი ან რამე მსგავსი რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. აქა სპეციალური სახლები არსებობს სმგავსი ავადმყოფებისათვის, ან ვისაც საკუთარ ბინაში უნდა დარჩენა მათ ოკუპაციური თერაპევტები სხვადასხვა მეთოდების საშუალებით უწყობენ ბინას ისე რომ მეტ ნაკლებად შესძლონ თავის გატანა და დამოუკიდებლაცდ ცხოვრება, საქართველოში კი მსგავსი რამ არ არსებობს, ავადმყოფი ხშირად ოჯახშია და დაავადების საშინელი მიმდინერეობა მთელ ოჯახზე მოქმედებს.

ჩემი ოჯახიც არაა გამონაკლისი. ბებიაჩემის ავადმყოფობა ყველაზე მოქმედებს, და განსაკუთრებით ჩემ მშობლებზე. მამაჩემზე რომელსაც არ ესმის რა დაავადებაა ეს, ან არ უნდა გაიგოს და აღიაროს და დედაჩმზეც რომელიც primary care giver -ია.
ამიტომ მინდა დავწერო გასაგებ ენაზე დაახლობით რასთან გვაქვს საქმე.

წარმოვიდგინოთ ტვინი როგორც ერთი დიდი მიკროსქემა რომელსაც ძალიან ბევრი და წვრილი ნაწილები აქვს. ნაწილებს შორის კავშირი პატარა მავრთულებით არის განპირობებული. იმისათვის რომ მიკროსქემამ გამართულად იმუშაოს საჭიროა რომ ყველა ნაწილი ერთმანეთს დაუკავშირდეს, მიიღოს და გასცეს ინფორმაცია. ალცჰეიმერის დროს ეს კავშირები დარღვეულია, ხან მიმღები ნაწილი კვდება, ხან გამტარი მავრთული და ასე გრძელდება შეუჩერებლივ. რადგან ალცჰეიმერის დროს ტვინის უჯრედები ძალიან სწრაფად და პროგრესულად კვდებიან ჯერ ფსიქიკური ფუნქციების დაზიანება ხდება როგორიცაა მეხსიერება, კონცენტრაცია, ორიენტაცია ა.შ. დაავადების პროგრესთან ერთად კი უფრო მეტი ფუნქციის დაკარგვა ხდება. ყველაზე ცუდი კი ისააა რომ ავადმყოფს განცდაში არ ეძლევა რომ ავადააა, მე თუ მკითხავთ ეს ყველაზე საშინელებაა.

აი ესაა დაავადება რომელსაც ჩემი ოჯახი ებრძვის და არ უნდათ აღიარონ რომ ეს ბრძოლა წაგებულია პირველივე წუთიდან.

3 comments:

Keti said...

რა ძნელია :(

netochka said...

როცა,იცით დავადების შესახებ , ასე დაწვრილებით,ვფიქრობ უფრო ადვილად შესძლებთ,მასთან შეგუებას...არ დავივიწყოთ:"ჩვენც დავბერდებით!"

toma said...

ამ დაავადებასთან სეგუება არ გჭირდება, რადგან იმას რომ ავად ხარ ვერ აცნობიერებ :(
რათქმაუნდა ჩვენც დავბერდებით, და სანამ დავბერდებით მანამდე ბევრ რამზე უნდა ვიფიქროთ და ბევრ რამეს მივაქციოთ ყურაღდება. რათქმაუნდა გენეტიკას ვერ გაექცევი, მაგრამ ბევრი რამ ჩვენს ხელშია. კერძოდ ჯანსაღი ცხოვრების სტილი.