Oct 28, 2010

ფორმა, ფერი, მოძრაობა - ტვინის ეშმაკობები :)

სანამ ნეიროფსიქოლოგიას დავიწყებდით მანამდე სულ მიკვირდა რატომ არის რომ მხედველობითი იპულსები თვალიდან ასე შორის თითქმის კისერთან (occipital lobe) მუშავდებიან. განა ბევრად ადვილი და ლოგიკური არაა იმპულსების გადამუშავება ტვინის ფრონტალურ ნაწილში? ამ კითხვაზე პასუხი დღეს ვიპოვე :) მიხარია და კიდევ ერთხელ აღფრთოვანებული ვარ ისეთი გენიალური ორგანოთი როგორიც ტვინია.

ფაქტია, ჩვენს მიერ სამყაროს აღქმა მხედველობაზეა დამოკიდებული, ამ ძვირფასი ფუნქციის შესანარჩუნებლად და დასაცავად კი ტვინმა შემდეგი გენიალური გზა შეიმუშავა :).

იმისათვის რომ თვალიდან შემოსულმა იმპულსმა ოსიპიტალური ნაწილის კორტექსამდე მიაღწიოს, "დიდი გზა" უნდა გაიაროს, და ეს გზა გადის 1. პარიეტალურ ნაწილზე და 2. ტემპორალურ ნაწილზე. მართალი ხართ - რა ჯანდაბა უნდათ იმპულსებს ტვინის ამ ნაწილებში?! თუ გაინტერესებთ მაშინ გააგრძელეთ კითხვა :)თვალის მეშვეობით სამი სახის ინფორმაციას ვღებულობთ - ფორმა, ფერი, მოძრაობა. ეს ინფორმაცია საბოლოოდ კი მიდის ოსიპიტალურ ნაწილამდე, მაგრამ გზაზე იყოფა და ინფორმაცია ფორმისის შესახებ გაივლის - ტემპორალურ ნაწილს, ხოლო ინფორმაცია მოძრაობის და ფერის შესახებ (იგივეა რაც საგნის ადგილი სივრცეში) პარიეტალურ ნაწილს.

ახლა ხომ ხვდებით ტვინის ეშმაკობას? არა? მაშინ აგიხსნით :) იმპულსების გადასამუშავებლად მხოლოდ ერთი გზა რომ არსებობდეს ანუ პირდაპირი გზა თვალიდან ოსიპიტალურ ნაწილამდე, მაშინ ამ გზაზე მიღებული ტრავმის შედეგად მხედველობის დარღვევის რისკი დაახლობით 50% იქნებოდა (ორი თვალი გვაქვს და მიტომ 50 %). მაგრამ რადგან ეს გზა ტვინის ორ სხვა ნაწილზე გადის რისკი დაახლობით 25% დადის. თუ ტრავმა თვად ოსიპიტალურ ნაწილზეა მაშინ სამწუხაროდ სხვა უფრო სერიოზულ სიმტომებს მივიღებთ.

p.s. მხედველობის სისტემა ძალიან რთულია და კიდევ უამრავ გზას გადის მანამ სანამ ოსიპიტალურ ნაწილამდე გაივლის. ზემოთ რაც დავწერე ყველაზე ამრტივი ახსნაა რაც კი ადმაინმა შეიძლება მოიფიქროს. :)

1 comment:

Anonymous said...

http://beka.kiria.ge/ ori dgis gaxsnili blogia, linkebis gacvla ar ginda? sakontaktod kitxvebistvis skype: compnews