Oct 22, 2010

დამაფიქრებლი კოეფიციენტები

დღეს ლოკალურ გაზეთში ვკითხულობდი რაღაც დანიური კვლევის შედეგებს შობადობის შესახებ. ამ კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ 2007 წელს, 35 წლის ქალების დაახლოებით 19% უშვილო იყო და არც გეგმავდა მამავალში შვილის გაჩენას. 1980 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10% იყო.

ასეთი სიტუაცია არა მხოლოდ დანიაშია არამედ აქაც. სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი ყოველ წელს იზრდება. ამჟამად ქალებისათვის 83 წელია და მამაკაცებისათვი 78 წელი, ეს კი იმას ნიშნავს რომ რაც დრო გავა მით უფრო მეტი პენსიონერი იქნება. გერიატრიკის წიგნში ვკითხულობდი,
იმისათვის რომ მოხუცებულთა და ახალგაზრდათა რაოდენობა ბალანში მოვიდეს, შობადობის კოეფიციენტი უნდა იყოს 2.2 %. ახლა არის მაქსიმუმ 1.9% და ყოველ წელს კლებულობს.

დამაფიქრებელი ციფრებია ხო?! თან ასეთი სიტუაცია არის ძალიან განვითარებულ ქვეყნებში, განუვითარებელ ქვეყნებში პირიქით ძალიან მაღალია შობადობის დონე და შესაბამისად ერებს დაბერების საფრთხე არ ემუქრებათ.

ამ საღამოს რატომღაც ამ თემაზე დავფიქრდი, რატომ არის ასე? იმიტომ რომ განუვითარებელ ქვეყნებში ქალებს თავის დაცვა არ შეუძლიათ? თუ მათი დანიშნულება ბავშვების ჩენის გარდა არაფერში გამოიხატება? ადრე რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი, რომელიღაც აფრიკული ქვეყანა იყო და იქ ქალები ამბობდნენ -
კაცებს არაფერში ვჭირდებით ბავშვის გაჩენას თუ ვერ შევძლებთო. შესაბამისად უშვილობა და ფერტილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა სიკვდილის ფასად აღიქმებოდა.

გავითრებულ ქვეყნებში კი სხვაგვარადაა საქმე. მიუხედავად იმისა რომ არსებობს ბევრი საშუალება შვილის ყოლისა რატომრაც ბევრი იხევს უკან. და ამ კითვხვაზე მაინტერესებდა პასუხი. რატომღაც მგონია რომ დღევანდელი ქალისათვის თავისუფლება ძალიან ღირებლი გახდა და ეს არის მიზეზი შვილის არ ყოლისა. რათქმაუნდა ბევრი სხვა მიზეზიც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ახლა მხოლოდ ეს მიზეზი მომდის თავში.

4 comments:

ჩორვენი¹³ said...

მიზეზი კიდევ ის არის რომ გამვითარებულ ქვეყნებში ბავშვისადმი პასუხისმგებლობა უფრო მაღალია ანუ რომ უნდა კარგად აჭამოს ასვას, ასწავლოს ჩააცვას და განუვითარებელ ქვეყნებში ”ლიჟბი” გააჩინოს და თუნდაც მათხოვრებად იყვნენ ითს ოკეია. ანუ რაღაც მასეთი მიზეზის გამო არის რომ გამვითარებულ ქვეყნებში ძალიან ძალიან სტაბილური ცხოვრების შემთხვევაში თუ გადაწყვეტენ რომ ჰყავდეთ ბავშვი და ისიც ალბათ მაქსიმუმ ორი და მორჩა : )

Toma said...

კი, მაგიც არის ერთი დიდი მიზეზი.
ქაური სტატისტიკით ერთ ქალზე 1.9 ბავშვი მოდიs :P ანუ დაახლოებით ორი.

Toma said...

არადა რომ დაფიქრდე (ამ ქეყნაზე ვამბობ) თითქოს ყველაფერი კარგადაა.
უფასო დაზღვევა, უფასო სწავლა. ბავშვები რომ სკოლაშ მიდიან რაღაც სტეპენდიასვით ენიშნებათ პატარა ფული, და ჯიბის ფული აქვთ. საბვშვო ბაღები და ბაგა ბაღები არის, მაგრამ მაინც ასეთი დაბალია მაჩვენებელი.

Keti said...

35 წლიდან კი უნდა იფიქროს ქალმა შვილზე.
როცა პირობები არსებობს, მართლა თავისუფლებას ვერ ელევიან ალბათ.
სხვა მიზეზი მეც არ მომდის თავში.
შეიძლება სათანადო მამაკაცის პოვნაც არის პრობლემა? – მამას არჩევენ დიდი პრეტენზიულობით
რა ვიცი