Oct 17, 2010

ბოსტნეული რომაულ ქოთანში

ჩვენ ერთ ლექტორს თუ დავეყრდნობი ადამიანმა დღეში მინიმუმ 500 გრამი ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოს იმისათვის რომ სხეულის დაბერება შეანელოს. ხოდაა რა უნდა ახლა ბოსტნეული მომზადებას მითხარით? არც არაფერი მხოლოდ ბოსტნეული და რამე ისეთი ტექნიკა რომელიც ამ ბოსტნეულს გემოს მისცემს. ხოდა შემდეგი კერძი მოვიფიქრე :

შენიშვნა: კერძი მზადდება რომაულ ქოთანში, თუ თიხის ქოთანი არ გაქვთ მაშინ ისეთ ჭურჭელში მოამზადეთ რომელიც ღრმაა და ღუმელში შეიდგება.

მომზადება:
ქოთანში ჩავასხათ ზეითუნის/მზესუმზირის ზეთი 4-5 ს.კ. ზედ მოვაყაროთ 0.5 ჩ.კ. შავი პილპილი, 1 ჩ.კ. ბაზილიკა, 1 ჩ.კ. ტარხუნა, 1 ჩ.კ. უცხო სუნელი. ზემოდან კი დავაყაროთ სიგრძეზე დაჭრილი ბოსტნეული. მე შემდეგი სახის ბოსტნეული გამოვიყენე: პატარა თავი ყვავილოვანი კომპოსტო, 4 საშუალო ზომის კარტოფილი, 1 ცალი პრასის მწვანე ფოთლები, 2 ცალი ცუკინი, 3 ღერი ნიახური და 3 ღერი მწვანე ხახვი. ეს ყველაფერი ჩავაწყვე ქოთანში, ისე რომ ზემოდან პრასი და ხახვი მოვაქციე, ზემოდან მოვასხი ნივრიანი ზეითუნის ზეთი და მოვაყარე იგივე რაოდენობის სუნელები რაც ზემოთ დავწერე.

შევდგი ღმელში 250 გრადუსზე და ვხარშე 50 წუთის განმავლობაში. როგორც ხედავთ მომზადების შემდეგ ბოსტნეულს ნატურალური ფერი აქვს შენარჩუნებული :)

მსგავსი კერძი შეგიძიათ გამოიყენოთ სტარტერად ან გარნირად :)
გემრიელად მიირთვით :)



3 comments:

Keti said...

რა საინტერესო რეცეპტია! თიხის ჭურჭელი გემოზეც მოქმედებს – უფრო გემრიელი გამოდის ხოლმე.. :)

მე ისედაც ასე ვიკვებები – ხილი და ბოსტნეული ყველაზე მეტად მიყვარს და მგონი დღეში 500 გრამზე მეტსაც ვიღებ. განსაკუთრებით ხილს – ამას ნამდვილად მეტს :)

toma said...

kiii, ragac karg gemos adzlevs :)

ra kargia rom amden bostneuls gebulob, rogori shemtxvevaa ici, shedegi win rom dagxvdeba!

Keti said...

კარგი იქნება :)
შემ შემთხვევაში სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად გამოდის :)