Oct 11, 2010

მეზობელი შიზოფრენიით

დიდი შესვენების შემდეგ ისევ დავიწყე სირბილი. მიხარია და იმედი მაქვს რომ გავაგრძელებ მანამ სანამ ჩამოთოვს.

რატომ მიყვარს სირბილი?! იმიტომ რომ სანამ დავრბივარ ბევ რამეზე ვფიქრობ. დღესაც ვფიქრობდი ერთ წიგნზე რომელსაც ვკითხულობ. წიგნის ავტორი ჩვეულებრივი ადამიანი არ გეგონოთ, მას შიზოფრენიის სიმპტომთა მთელი თაიგული აქვს, იცით როგორი ვარიანტია სახემძღვანელოებში რომ შეაქვთ ხოლმე როგორც Case study. ხოდა ეს ადამიანი თავის წიგნ-დღიურში წერს რომ 15 წლის განმავლობაში ყოველ ღამე ჩხუბობს თავის ხმებთან შუაღამიდან დილის 5-6 საათამდე, მეზობლებს წერილებს და სხვადასხვა სახის საჩუქრებს უგზავნის, არ შეუძლია სექსუალური იმპულსების შეკავება და ა.შ. მოკლეთ მთელი თაიგული რომელიც ამ დაავადებას ახლავს თან.

ხოდა სირბილის დროს ვფიქრობდი- სასურველია ასეთი მეზობლის ყოლა? და რა უნდა ქნა როცა ასეთი "ხმაურიანი" მეზობელი გყავს? სამწუხაროდ ამ კითვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ გავეცი.

(პ.ს. ამის წინ სადაც ვცხოვრობდით იქ გვყავდა მეზობელი შიზოფრენიით, მაგრამ უწყინარი ქალი იყო, მშვიდი, ხმებთნაც მხოლოდ ცხოვრების ამაოებაზე საუბრობდა (მისი წერილიდან ვიცი). არც მე მაწუხებდა მაინცდამაინც, წერილი კი გამომიგზავნა ერთხელ, რამე დახმარებაც თუ სჭირდებოდა ჩემთან მოდიოდა, მაგრამ მთლიანობაში კარგი ქალი იყო :) )




7 comments:

piglii said...

რა საშინელებაა ) მაგრამ საინტერესო იქნებოდა ეგეთი ადამიანის გაცნობა ცოტა ხნით:დ

Toma said...

ცოტა ხნით კი, მაგრამ ყოველ ღამე რომ ვერ იძინებ ხმაურის და ბრახაბრუხს გამო, გარდა ამისა რომ იცი ეს ხმაური და ბრახაბრუხი ხმებთან ჩხუბის გამოა რარაც არაკომფორტული შეგრძნებაა.

რეალურ ვინმეს რომ ეჩხუბებოდეს, პოლიციაში დარეკავდი, მაგრამ ამ შემთვევაში რას იზავ? ვერც ვერაფერს.

ნინ გოგ said...

მე მყავს ძალიან ახლო მეგობარი შოზოფრენიით დაავადებული. ბავშვობიდან ვიცნობ. 16 წლის ასაკში დაუსვეს დიაგნოზი. ყველას ძალიან გვიყვარს. ცემი მეუღლე ამბობდა, ასეთი კეთილშობილი ადამიანი როგორი იშვიათიაო. ოღონდ დაავადება ნამდვილად არ არის მისი სიკარგის მიზეზი:) თუმცა, დაავადების მიუხედავად არავის აწუხებს. დავადების გამო ძალიან მტკივნეული და რთულია მასთან ურთიერთობა. ის ჩვენი სამეგობროს დიდი ტკივილია. და ვიცით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სიყვარული და ყურადღება არ მოვაკლოთ, რაც ძალიან ძნელია....

Toma said...

ნამდვილად ძალინ ძნელია.
მაგრამ კიდევ უფრო ძნელია თუ მძიმე სიმპტომატიკა აქვს. მაგალითად როგორც ამ წიგნშია სულ ჩხუბი და აყალმაყლი. (მიუხედავად იმისა რომ წამლებს ღებულობს)

Keti said...

კარგია სირბილი! მე ჯერ ისევ დავდივარ სავარჯიშოდ, მერე შეიძლება სირბილზე გადავიდე

toma said...

au, neta imdeni nebiskofa momc rom darbazshi vivarjisho :D mshurs sheni da sxvebisac rom sheudzliat varjishi.

ნინო ჭ said...

მახსოვს მაგ ქალი, რეზინის ბოტები რომ ჩააცვი :)