Oct 10, 2010

უნგრული პალაჩინტა

ვაგრძელებ კულინარიულ თემას დაააააა გთავაზოოოოობთ პალაჩინტების რეცეპტს. პალაჩინტა ერთგვარი უნგრული ბლინია, ოღონდ ქართული ბლინებისაგან განსხვავებით არის ტკბილი და ძირითადად იჭმვა სხვადასხვა ჯემებთან, მურაბებთან, შოკოლადის ქარაქთან, შაქრიან დარიჩინთან და მსგავს რამებთან ერთად. მომზადება არის ძალიან სახალისო, განსაკუთრებით მაშინ როცა ბევრი ადამიანი ამზადებს ერთად და მერე ყველა ერთად შემოუსხდებით მაგიდას და ერთად დააგემოვნებთ თქვენს ნახელავს :)

მოვამზადოთ ცომი:
3 კვერცი გავთქვიფოთ 100 გრამ შაქართან და 500მლ რძესთან ერთად (ან 250 მლ რძე და 250მლ მინერალური წყალი, ვინც დიეტაზე ხართ :P) დავამატოთ 5 სუფრის კოვზი ზეთი და კააააარგად ავთქვიფოთ. ნელ ნელა შევაზილოთ ფქვილი.

ფქვილი ყველაზე დიდი პრობლემაა პალაჩინტებში იმიტომ რომ ცოტა თუ შეაზილეთ, ვერ გამოაცხობთ, ბევრი თუ შეაზილეთ ძალიან სქელი ცომი გამოვა და ფირფიტები არ იქნება ისეთი კარგი როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ნელ ნელააა შევაზილოთ ჯერ 100 გრამი ფქვილი, მერე კიდევ 100 და ბოლოს შევამოცმოთ სისქეზე. ჩამჩით რომ ამოვირებთ ბლანტი უნდა იყოს მაგრამ ძალიანაც არა. საჭირო კონსისტენციამდე რომ მიიყვანთ ცომი უნდა დაასვენოთ მინიმუმ 1 საათით (თუ გეჩქარებათ ეგრევე გამოაცხვეთ).

გამოცხობა:
პირადად მე ტაფაზე ზეთს არ ვასხავ, და ჯერ ჯერობით არ მქონია პრობლემა, ანუ ცომი არ ეკრობა. თუ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებთ ტაფის ავკარგიანობაში კარგი იქნება თუ მას ძააალიან თხლად მოუსმევთ ზეთსა.

საცდელი პირველი პალაჩინტა: კარგად ამოურევთ ცომს და დაასხავთ ტაფაზე. ტაფას შეანჯღრევთ რომ ცომი ყველგან წავიდეს და ზედმეტს უკან გადმოასხავთ (დამერწმუნეთ რამოდენიმე ცდის შემდეგ თვალის ზომით განსაზღვრავთ რამდენი უნდა დაასხათ). ორივე მხარეს უნდა გამოაცხოთ. შენიშვნა: თუ ხედავთ რომ ცომი ძალიან სქელია დაამატეთ რძე ან მინერალური წყალი, ხოლო თუ ცომი ძალიან თხელია მაშინ ფქვილი შეაზილეთ.

ეს სურათი ზაფხულშია გადაღებული. ამ პალაჩინტებს კი დაახლოებით 5 კაცი აცხობდა :D


გემრიელად მიირთვით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად :)

3 comments:

Natalia said...

მადლობა ტომუშკა რეცეპტისთვის :) ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ, მაღალ ცეცხლზე ცხვება თუ დაბალზე? რაც მე თხელი ბლინების ცხობაზე ვიწვალე ამ ზაფხულს, ჯერ ერთი სქელი გამომივიდა, მერე რომ ვასხავდი ტაფაზე, ეგრევე ცხვებოდა და ვეღარ ვანაწილებდი, მოკლედ, საზიზღრობა გამოვიდა :D შოკოლადი მოვასხი და იმან გააგემრიელა ცოტა.

Toma said...

magis dawera damavickda.
sashualo cecxlze.

an saShualoze dabali, cota bevr dros ki caigebs magram samagierod gamomcxvari iqneba.

Keti said...

უჰ, მიყვარს :)