Oct 9, 2010

ლიმონის ნამცხვარი

აბაააა, ლიმონის კლიენტებო აქეთ, ყველას ვისაც ძალიან გიყვართ ლიმონი მაგრამ არ შეგიძლიათ მისი ვაშლივით ჭამა ეს ნამცხვარი დაგეხმარებათ შეიგძნოთ ლიმონის ძალიან დახუნძლული და მწიფე გემო :)



აბა დავიწყოთ მომზადება :)
1.გავახუროთ ღუმელი 170 გრადუსზე.
2.ავიღოთ ფორმა სიდიდით 20სმ /20სმ (ან ნებისმიერი პროპორციის რომელსაც იგივე ფართობი ექნება). ზედ თხლად წავუსვათ კარაქი ან ზეთი.
3.მოვამზადოთ ცომი: 110 გრამ დარბილებულ კარაქს ავურიოთ 25 გრამი შაქრის პუდრა, ძალიან კარგად ავთქვიოთ დავამატოთ ოდნავ მარილი და მწიკვი ვანილი, 130 გრამი ფქვილი. კარგად ამოვურიოთ, ხელით ფორმაზე კარგად გავშალოთ და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში. ღუმელში ფორმა უნდა დადოთ შუა ადგილზე.

ლიმონის კრემი:
ორი კვერცი და 200 გრამი შაქრის პუდრა ავთქვიფთ ძალიან კარად. დავამატოთ 60.მლ ლიმნის წვენი (დაახლობით 1 საშუალო ლიმონისაგან გამოწურული წვენის რაოდენობაა), 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა (იგივე რაც ლიმონის კანი), 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი (ერთი შეკვრა, 5გრ.), 2 ს.კ. ფქვილი. ეს მასა კარგად ავთქვიფოთ და მას შემდეგ რაც ნამცხვირს ბაზა იქნება გამოცხობილი მოვასხათ და ისევ შევდოთ ღუმელში 20 წუთით.

დეკორაცია:
ლიმონის ან ფორთოხლის თხელი ნაჭრები, ზემოდან შაქრის პუდრა მოაყარეთ :)

შენიშვნა!!!! აუვილებლად გაითვალისწინეთ რომ ნამცხვარი რომ ოდნავ შეგრილდება დაჭერით და ამოიღეთ ჟარუნიდან. ან კიდევ ჟარუნაში საცხობი ქაღალდი ჩააფინეთ და ისე გამოაცხეთ.

გემრიელად მიირთვით ფინჯან ჩაისთან ერთად :)


4 comments:

Clown said...

ბლოგოსფეროს მკვლელო ! :დ

Natalia said...

Clown-ს ვეთანხმები, ტომუშკა ნერწყვებით გვახრჩობს! :D

თან სულ კარგ რეცეპტებს დებ, სულ ცხობა მინდება ხოლმე :))

Toma said...

გამოაცხეეეთ :) და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

როგორ მიხარია რომ მოგწონთ ეს ნამცხვრები :*

Clown said...

ესეთი ლამაზები როგორ გამოგდის? ^_^