Oct 7, 2010

სტიგმატიზაცია

გუშინ ერთ ლექციაზე ფსიქიკურ დაავადებებსა და საზოგადოების მიერ ავადმყოფთა სტიგმატიზაციაზე ვსაუბრობდით. სიმართლე რომ გითხრათ არ მიკვირს მსგავსი სტიგმატიზაციის არსებობის. ჯერ ერთი იმიტომ რომ ფსიქიკური აშლილობები უძვლელესი დროიდან რაღაც "არაწმინდასთან" იყო დაკავშირებული და "გენეტიკურად" (იუნგისეული კოლეტიური არაცნობიერის პონტში) ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. მერე კიდევ ცოტა ძნელია გაიგო იმ დაავადების არსი რომელსაც სომატური დაავადებებისაგან განსხვავებით, საფუძვლად ფიზიკური ცვლილებები არ, ან ნაკლებად ნაკლებად უდევს. გაუგებრობა და უცოდინარობა კი შიშს შობს.

საზოგადოება საზოგადოებად, მაგრამ არც ავადმყოფები არიან კარგ დღეში. თავად ისინიც მალავენ თავის დიაგნოზს, იმიტომ რომ ეშინიათ საზოგადოების, ეშინიათ საკუთარ თავთან აღიარების (რათქმაუნდა ის კატეგორია რომელსაც აქვს იმის გააზრების უნარი რომ ავადაა, თორენ ადამიანი რომელსაც შიზოფრენია აქვს იშვიათად აღიარებს რომ ავადაა. ). არავინ მალავს რომ აქვს დიაბეტი, რომ აქვს პრობლემა გულთან, კუჭნაწლავთან და ა.შ. მაგრამ იმის აღიარება რომ გაქვს ბიპოლარული აშლილობა ან კიდევ ღრმა დეპრესია საკმაოდ ძნელია. მითუმეტეს პირველ შემთხვევაში როგორც წესი თავად ადამიანის ცხოვრების წესის ბრალია დაავადება -არასწორი კვება, რეჟიმი და უამრავი მეორადი ფაქტორი რომლის კონტროლი შეიძლება დაავადების თავიდან აცილების მიზნით. აი ფსიქიკური დაავადებების დროს კი ცოტა ძნელია ისაუბრო რა არის მიზეზი, შესაბამისად ადამიანის "დანაშაული" იმაში რომ აქვს შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და ა.შ. მინიმალურია,

რამოდენიმე პოსტში უკვე დავწერე რამოდენიმე ნევროლოგიური დაავდების შესახებ, ხოდა ვფიქრობ რომ კარგი აზრია ფსიქიკური დაავდებების შესახებაც რომ დავწერო პოსტები, გინდაც იმიტომ რომ ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოებაში ამ კატეგორიის მიღების და აღიარების პროცესში, ვაჩვენო ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები საშიშები არ არიან და რომ ისინი ხშირად რიგით ადამიანებზე ბევრად საინტერესონი არიან.

1 comment:

Keti said...

კი, საინტერესო ადამიანები არიან...