Sep 30, 2010

Living with ALS - Cindy Murphy

დაავადება რომელზეც დღეს მიდნა დავწერო იშვიათია 100 000 ადამიანში დაახლოებით 1-2 ადამიანს ემართება. ეს არის დაავადება რომცელიც ჩემი პირადი აზრით კიბოზე უარესია. შეიძლება იფიქროთ რა შეიძლება იყოს კიბოზე უარესი, რა და Amyotrophic lateral sclerosis - ALS.

მოკლეთ დავწერ დაავდების შესახებ. ადამიანს აქვს რამოდენებიმე სახის კუნთი და სხვადასხვა ფუნქციის ნეირონები. ALS -ის დროს ზიანდება მოტორული ნეირონები რომელთა ფუნქცია ჩონჩხის კუნთების ინერვაცია. ანუ ახლა წარმოიდგინეთ - გვაქვს კუნთები, მაგრამ მათი "მამოძრავებელი" ნეირონები პროგრესულად, ძალიან სწრაფად ზიანდება - კვდება. საბოლოო ჯამში ადამიანს შეიძლება მხოლოდ ერადერთი კუნთიღა დარჩეს რომელიც მოძრაობს - სახეზე, ან მხოლოდ ერთ თითზე როგორც Stephen Hawking -ის შემთვევაში. აუცილებლად გავითვალისწონოთ რომ დაავდების დროს არ ზიანდება შინაგანი ორგანოები და ადამიანის ტვინი სრული დატვირთვით მუშაობს. (დემენცია მხოლოდ 3-5 % ჩნდება). სამაგიეროდ პაციენტი არის სრულიად პარალიზებული.

თავად ხვდებით რომ ეს მდგომარეობა სახუმარო არაა, ავადმყოფთა 75 % დიაგნოზის დასმიდან 5 წელიწადში ცოცხლები აღარ არიან. ზოგი უფრო დიდ ხანს ცოცხლობს (ALS-ის სახეობას გააჩნია). სიმპტომატიკა სხვადასხვაგვარად იწყება, და არ მინდა დავწერო საკუთარ თავს დიაგნოზი რომ არ დაუსვათ. მიზეზი - 90% გაურკვეველი, 10 % -ში გამოვლინდა გენეტიკური მიზეზი. ასაკი როგორც წესი 40-60 წელი.

ახლა გთავაზობთ ერთი პაციენტის ისტორიას რომელიც ყვება დაავდების შესახებ, ისევ და ისევ ყვება თუ როგორია გაიგო რომ შენ დაავდებას ჰქვია Amyotrophic lateral sclerosis - ALS და რომ ამ დაავადების სამკურნალოდ არაფერი არსებობს.

სინდი მერფის ისტორია, ნაწილი 1.

სინდი მერფის ისტორია, ნაწილი 2.

სინდი მერფის ისტორია, ნაწილი 3.

1 comment:

Keti said...

საჭიროა ზოგადად ასეთი ინფორმაციის ცოდნა.
ყოფილა შემთხვევები – ვინმეს უთქვამს მისი ახლობლის დაავადების სახელწოდება და დავბნეულვარ – არ ვიცოდი რაზე საუბრობდნენ..
მერე მომიძებნია. ხან მოძებნაც გადამავიწყდება ხოლმე.
ასე რომ, საინტერესოა...