Sep 18, 2010

ფლოდნი - უნგრულ ებრაული დაცემა ნამცხვარი!

ადრეც ვწერდი, ეს ზაფხული რაღაცნაირად დადებითი გამოდგა კულინარიის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ახალი რამ გავსინჯე, მოვიწონე, ჩავინიშნე და რეალიზება დავიწყე. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთ ერთი ასეთი ჩანიშნული უნგრულ ებრაული ნამცხვარი ფლოდნი.

ფლოდნი, ბუდაპეშრის ერთ ერთ საუკეთესო საკონდიტროში ვიყიდეთ, და პირველივე ლუკმაზე თავს პირობა მივეცი რომ ამ ნამცხვრის გამოცხობას ვისწავლიდი, იმიტომ რომ მსგავსი გემრილი რამ აქამდე არ გამესინჯა.

ხოდა მოდით გამოვაცხოთ ფლოდნი :)


მოვამზადოთ სამი სახის შიგთავსი:
1. ვაშლი/ალუბალი: პირველ რიგში აიღეთ ერთი ლიკოგრამი ვაშლი/ ან თუ გაქვთ ალუბალი, გათალეთ დაჭერით თხლათ, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით 750 მლ. თეთრი ღვინო! შემოდგით ცეცხლზე და ხარშეთ ვაშლი ღვონოში. რომ მოიხარშება გადმოდგით ცეცხლიდან, ღვინო გადმოწურეთ და შეინახეთ. ვაშლი კარგად დაწურეთ რომ წყალი არ დარჩეს, დააყარეთ 150 გრამი შაქარი, 1 ჩ.კ. დარიჩინი. 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა (ან ფორთოხალის)

2. ნიგოზი - აირეთ 250 გრამი მანქანაში გადატარებული ნიგოზი, დაამატეთ 6-7 ცალი დაფქვილი მიხაკი, 150 გრამი შაქარი, ნახევარი ჩ.კ. ლიმონის ცედრა და ვაშლისაგან გადმოწურული ღვინის ნახევარი, 100 გრამი ქიშმიში. კარგად ამოურიეთ. თუ მასა ძალიან თხელია, მაშინ უნდა შემოდგათ ცეცხლზე და ადუღოთ სანამ ცოტა არ შესქელდება. თან ურიეთ რომ არ მიიწვას.

3. ყაყაჩო (ნუში). ვიცი რომ ჩვენტან ყაყაჩო არ იყიდება ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ორიგინალურ რეცეპტში მხოლოდ ყაყაჩო გამოიყენება, ჩაანაცვლეთ ნუშით! 250 გრამი გადატარებული ნუში, 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა, 150 გრამი შაქარი და ღვინის მეორე ნახევარი. კარგად ამოურიეთ და კიდევ ერთხელ თუ თხელი იქნა მაშინ წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ასე 5 წუთი.

ახლა კი დროა მოვზილოთ ცომი: 2 კვერცხი, 250 გრამი დარბილებული მარგარინი, 1 ჩ.კ. ვანილი, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი,50 გრამი შაქარი 500 გრამი ფქვილი, 20 მლ. რძე.

გაითვალისწინეთ : გამოცხობამდე სამივე შიგთავსი უნდა იყოს ცივი!!!

ცომს ვყოფთ ოთხ ნაწილად.
ფორმაში ვდებთ ყველაფერს შემდეგი მიმდევრობით: გაბრტყელებული ფირფიტა 1 => თანაბრად გადანაწილებული ნიგვზის მასა => გაბრტყელებული ფირფიტა 2 => ვაშლის მასა => გაბრტყელებული ფიფიტა 3 => ყაყაჩოს მასა => ზემოდაგ გადავახუროთ მეოთე და ლამაზად გაბრტყელებული ფირფიტა, თავზე მოვუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხობთ 170 გრადუსზე ასე 50 წუთი.


გემრიელად მიირთვით :)


6 comments:

Clown said...

კაკლითაა, მაგრამ მაინც რა მადისაღმძვრელად გამოიყურება ^_^

<3

toma said...

ar giyvars nigozi?

Da-v-iD said...

უფ.. ამ შუაღამეზე... რა მინდოდა რომ შემოვბოდიალდი ჰაა...
წავედი ჩაი დავადგა

Clown said...

@Toma, რომ ვთვქვა ვგიჟდები და ოდესმე ჭამა მომდომებია, არა, მაგრამ ჭამის მერე რამოდენიმე საათში უკვე წითლად მაყრია სახეზე :შ :შ :შ :შ

Keti said...

ძალიან მადისაღმძვრელი ჩანს :)

ტომა said...

Clown - nagvlis bushti cesrigshi gaqvs?
shokoladze da sxva txilosnebzec amse xar?

keti- dzaalian gemrieli namcxvaria. momaval momzadebaze alublit da nushit gavaketeb. iseti namcxvaria - chems mudmiv receptebshi rom devs :D :D