Sep 9, 2010

მოკლეთ ყველაფერზე :)

1. გასულ შაბათს ჩვენი უნგრელი მეგობრის ქორწილი იყო, ხოდა ვერ წავედით იმიტომ რომ თქვენს მონამორჩილს გამოცდა ჰქონდა. დღეს კი ქორწილის სურათები მივიღეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველი რაც გავიფიქრე იყო - მე უფრო ლამაზი ვიყავი. ამაზე დიდი იდიოტიზმი რა უნდა იფიქრო ადამიანმა, ან რატომ უნდა იფიქრო, მაგრამ ფაქტია რომ ვიფიქრე. კიდევ უფრო ცუდი რამეები ვიფიქრე მაგრამ არ დავწერ :P :P

2.არ მახსოვს დავწერე თუ არა რომ ერთი დამატებითი საგნის სწავლა დავიწყე.
საგნის სახელია დიალოგისა და ინტერვიუს მეთოდი. პირველ, გასაცნობ ლექციაზე რომ ვიყავი ცოტა ეჭვი შემეპარა შევძლებდი თუ არა ამდენს, მაგრამ დრევანდელი ლექციის შემდეგ დავრწმუნდი რომ კარგი გადაწყვეტილება იყო დარჩენა. კურსი ძალიან საინტერესოა, საინტერესო შემდგარი ხალხია ჯგუფში და მათთან საუბარი ერთი სიამოვნებაა. ეს კურსი როგორც თერაპია ისე მოქმედებს ჩემთვის, ყოველ დღე დამღლელი საგნები, და კვირაში ერთხელ ასეთი საინტერესო საგანი განტვირთვის მიზნით :)

3. ამ სემესტრის გადამკიდე მალე ზომბი გავხდები. დღეს შევამოწმე საგნები რაც უნდა ვისწავლოთ მომდევნო 20 კვირს განმავლობაში და მათგან მხოლოდ 5 კვირაა ნათელი. პრაქტიკას გავივლით ფსიქიატრიულ სავადმყოფოში და პარალელურად ძალიან საინტერესო საგანს ვისწავლით. დანარჩენ დროში კი გვასწავლიან ხელის ქირურგიას (ნუ მკითხათ რატომ, არ ვიცი), ნეიროფსიქოლოგიას, ნევროლოგიას და ფსიქიატრიას (ეს უკანასკნელიც საინტერესოა).

4. დღეს ტრამვაიში ვფირობდი, რომ ადამიანებს ერთი რამ გვაქვს საერთო, და ეს ერთი რამ ყველაზე ძიერი და გადამწყვეტი რამაა- ჩვენ ყველა ადმიანები ვართ. ამის გარდა ყველანაირი განსხვავება მხოლოდ ადგილის და დროის შედეგია, არც ისეთი ძალიან ძლიერი რომ მასზე ზეგავლენა და შეცვლა არ შეიძლებოდეს.


2 comments:

Keti said...

"დიალოგისა და ინტერვიუს მეთოდი" –
საინტერესოდ ჟღერს. ადამიანებს ხშირად უჭირთ საერთო ენის გამონახვა.
არ მოიწყენ ალბათ.
მეოთხე პუნქტში ისე გეთანხმები...
თან ტრამვაიში ვიჯექიო და... ძალიან მინდა თბილისში ტრამვაი იყოს :)

ეგ ის ქორწილი იყო ალბათ, ადრე რომ წერდი, სექტემბერშიო...

toma said...

mosackeni namdvilad araa, saintereso jgufia sxvadasxva specilobebis carmomadgenlebi da yvelas sxvadasxvanairad esmis esa tu is sakitxi. shesabamisad "didi mxiaruleba" gvaqvs :)


ki qorcili eg iko, seqtembershi rogor mindoda casvla.