Sep 27, 2010

გამარჯობა ძაღლო ანუ ცოტა რამ არის საჭირო ბედნიერებისათვის

ჩვენ ქალაქში ერთი დიდი სავაჭრო ცენტრია სადაც ყველაფერთან ერთად გამოყოფილი არის სპეციალური ადგილები სადაც დგანან ადამიანები რომლებიც ყიდიან სპეციალურ ჟურნალ გაზეთებს. სპეციალური იმიტომ რომ მათი გაყიდვა მხოლოდ სპეციალური სტატუსის ადამიანებს შეუძლიათ (უნარშეზღუდული, უსახლკარო და ა.შ. ). სიმართლე რომ გითხრათ თითქმის ყველა მათგანს ვცნობს სახეზე და ერთ ერთი გამყიდველი ძალიან მესიმპატიურებოდა, ისიც მისი უსაყვარლესი და უბომბორავესი ძაღლის გამო. ყოველ დრე პატრონი ყიდის ჟურნალებს, ასევე ყოველ დღე ძაღლი მის ფეხებთან წევს, ხან ძინავს ხან კიდევ გამვლელბეს აკვირდება.

დღეს უნივერსიტეტიდან სახლში რომ მოდიოდი ეს კაცი და მისი ძაღლი დამემგზავრა, უფრო მეტიც ჩემ გაჩერებაზე ჩამოვიდნენ. ჯერ ძაღლი ჩამოვიდა, კედელთან მივიდა და პატონს დაელოდა, მერე როგორც იქნა პატრონიც ჩამოვდიდა, ნასვამი იყო. ისეთი საყვარელი ძაღლი იყო ვერ მოვითმინე და თავზე მოვეფერე, პატრონისაგან ნებართვაც კი არ ამიღია. არადა რომ იცოდეთ რამხელა ძაღლია. წარმოიდგინეთ გერმანული ნაგაზი და გაასუქეთ ისე რომ გახდეს 3-4 ჯერ დიდი ვიდრე ნორმალური ნაგაზი უნდა იყოს. მოკლეთ ბომბორა კია მაგრამ ძალიან ფუმფულა და საყვარელია. ხოდა მოვეფერე ბევრი, მთვრალ პატრონსაც ვესაუბრე, ძაღლი შევუქე და კმაყოფილი სახით სახლისაკენ გამოვეშურე :)

ხანდახან მეცნება, რა ცოტა რამ არის საჭირო ბედნიერებისათვის :)


2 comments:

undone said...

ნამდვილად ეგრეა... :))

Keti said...

ჰო, ძალიან ცოტა არის საჭირო :)
და მტავრი კიდევ ის არის, რომ შენ ამის დანახვის უნარი გაქვს
ხანდახან ადამიანები წუწუნებენ, ბედნიერებად ისეთი რამეები ესახებათ ხოლმე და რომ ვერ აღწევენ, უბედურები არიან
არადა აქვეა, სულ ახლოს :)

მეც გამჩენია ეგეთი გრძნობა :)