Sep 24, 2010

ფსიქოდელიკური საქორწილო ტორტები :)

მოვიცალე საქორწილო ტორტების სურათებისათვის :)
წინა პოსტებში გითხარით რომ გასულ შაბათ - კვირას ტორტების გამოფენა იყო სკანდინავიურ ფარგლებში ხოდა ეს საქორწილო ტორტებიც იქ გადავიღე :)

თემა იყო- 70-იანი წლები. ფერები ძალიან ფსიქოდელიკური და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მესიამოვნა :)

დამიჯერეთ ეს ტორტი ბევრად უფრო გრანდიოზული და შთამბეჭდავი იყო ვიდრე სურათზე ჩანს.
ლამაზი პიონები, ისევ და ისევ შაქრისაგან მომზადებული :) სადა და ნაზი :)
ეს ტორტიკი მომეწონა ყვავილების "მდნარის გამო" :) ლამაზად არის მოფიქრებული :)

პირადად მე ამ ტორტიკს მივეცი ხმა :)
ჩემი ქმრის ფავორიტი :)
უმარტივესი ტორტი, იმდენად უმარტივესი რომ მისი მომზადება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თუ მოინდომებს.
ეს მაგნოლიები ძალიან მომეწონნენ, შაქრისგან არის მომზადებული :)

4 comments:

Kate said...

ყველაზე ორიგინალური 1 და მე-4ეა.

ნინგოგ said...

თამ, შენი არჩეული ტორტი თან საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება, რაც ასეთი ტიპის ტორტებში იშვიათია.

Keti said...

ძალიან ლამაზებია!
ბოლოდან მეორეზე – უმარტივესიო (თუმცა ჩემთვის რთულია:))
რა ლამაზი ყვავილებია – სადა :)

კიდევ ფერები მომწონს ამ ტორტების, ძალიან თბილი და მხიარულია :)

მაკა ასათიანი said...

რა მაგარ ტორტებს წავაწყდი, ნერწყვი მომდის :)