Sep 18, 2010

კულტურული შოკი

სიმართლე რომ გითხრათ ასეთი რამ აქაც თუ ხდებოდა არ მეგონა. იმდენად მოწესრიგებული ქვეყნის შთაბეჭდილებას ტოვებს ახლად ჩამოსულზე რომ უბრალოდ "კულტურულ შოკს" ღებულობ ასეთი ამბების გაგების შემდეგ.

დღევანდელი პოსტი ექიმებს და ლიცენზიებს ეხება. ცუდი და კარგი ექიმი ყველგან არსებობს, ასევე ყველგან არსებობს შემთხვევები როცა ექიმები შეცდომებს უშვებენ, როცა ექიმები არღვევენ კანონს ან რამე "მხოლოდ მათ მიერ" დაპატენტებულ მეთოდს იყენებენ სამკურნალოდ, თვლიან რა რომ ეს მეთოდი უნივერსალურია. ბევრ ქვეყანაში ექიმები აგრძელებენ მუშაობას, ბევრში კი ლიცენზიას ართმევენ (მაგალითად ნორვეგიაში), სხვა ქვეყნებში კი ლიცენზიის ჩამორთმევა არ ჩამორთმევის საკითხი წლობით წყდება, ამ დროის განმავლობაშ კი ექიმს მუშაობის უფლება აქვს.

ასეთი რამოდენიმე შემთხვევა ტელევიზოირთ განიხილეს. ერთ ექიმი ანალური ხვრელის მასაჟს მიმართავდა პაციენტებზე. ასევე იწმუნებოდა რომ ეს არის უნივერსალური მეთოდი ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა განსაკურნებლად. ერთი ექიმი ჯანმრთელობის ყალბ ცნობებს გასცემდა, მიუხედავად იმისა რომ პაციენტები არ იყვნენ ჯანმრთელი. ასევე აჩვენეს სხვა ექიმი რომელიც პედოფილი იყო, და რომელიც თავისუფლად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, იმიტომ რომ მისი სახელი არავინ იცოდა - დამნაშავის კონფიდენციალურობის დაცვის გამო.

სამივე (და კიდევ ღმერთმა იცის რამდენი ასეთია) თავისუფლად აგრძელებდა მუშაობას. სამივეს უჩივლეს პაციენტებმა, ერთ ერთ ინსტანციას მათზე ლიცენზიის ჩამორთმევა უნდოდა მაგრამ მხოლოდ ერთ ინსტანციაზე არაა გადაწყვეტილება დამოკიდებული. ფაქტია რომ დღევანდელ დღემდე ეს ექიმები თავისუფლად მუშაობენ და "კურნავენ პაციენტებს".

5 comments:

piccolina said...

ომგ
არც მე მოველოდი მაგას

Clown said...

ჩემი აზრით ყველაგანაა ეგეთი პრობლემები და არც გამკვირვებია :უსერ:

არ აქვს მნიშვნელობაა ევროპაა თუ აზია ))

Toma said...

Clown- ara, norvegiashi egreve artmeven licenzias. aq kide sacdeli vadebi aqvt.mere sacdeli vadis shemdeg xan ert instanciashi asachivreben, xan meoreshi da es yvelaferi xandaxan 1ö welic ki grdzeldeba turme.

rac yvelaze cudia am periodshi mushoabis ufelba aqvt.

Keti said...

ცუდია :(
ექიმები არასანდოები გახდნენ. აი, ჩვენთან წნევისთვის უნიშნავენ ისეთ წამლებს, რომელსაც უკუშედეგები აქვს – თურმე ათხელებს სისხლძარღვებს და მხედველობაზეც უარყოფითად მოქმედებს.
თან თუ დაიწყებ, სულ უნდა სვა. ამერიკული რაღაც. ასე მგონია, ჩვენს მოქალაქეებზე ცდიან ამ წამლებს :( ექიმებს თურმე პროცენტი ერიცხებათ ყოველ გაყიდულ წამალზე. დედასაც დაუნიშნეს და ცუდად იმოქმედა. შეწყვიტა მიღება. მერე გავიგეთ ეს ამბები..
სამწუხაროდ, ექიმების მიმართ ძალიან მცირე ნდობა მაქვს.

toma said...

Keti - kidev kargi droze gaiget.
axla ra preparatebs gebulobt?

aq ert ekimze iko gadacema ragac dzilis momgvrel camals unishnavda romelsac damokidebulebis efeqti hqoda. tan arc ki sinjavda paceinetebs normalurad egreve unishnavda simpromebidan gamomdinare.

xoda rom utxres ratom nishnavo ase upasuxa - jer ar aris akrdzalul medikamentra siashio da mere kide pacients gamometkvelebaze vatkobdio rom schirdebodao:(