Sep 15, 2010

ვიყიდო თუ არა?!

მანგოს ერთი პალტო მომწონს.
ძალიან მომწონს
ჩავიცვი, გავისინჯე, ჩემი თავი მომეწონა.

ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ერთი მორალური დილემა გამიჩნდა.
ვიყიდო თუ არა?!
არ მჭირდება პალტო, მაგრამ ამავდროულად ძალიან მომწონს.

არ მინდა რაღაც ტრაწიანმა სამოსმა მმართოს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომწონს.
თავის შეკავება და არ ყიდვაც ძალიან მიჭირს იმიტომ რომ ჩემი თავი ძალიან მომეწონა ამ ხასხასა წითელ ფერში :(

მოკლეთ გამეღუნა ტვინი ბოლო ერთი კვირაა

ესეც შეკრულ მდგომარეობაში.

6 comments:

undone said...

ჩემი ხმა ყიდვას! :)))

(შავი რო ყოფილიყო არ გაყიდინებდი;))

კოპალა said...

იყიდე ძალიან ლამაზია, მეც მაქვს მანგოს წითელი პალტო და მიუხედავად პრეტენზიული და არაყოველდრიური ფერისა ძალიან კარგად ვხმარობ :)))

Toma said...

Shavs arc me viyididi :D :D
creli mkvirala ferebis mokvaruli adamiani gaxlavart, gansakutrebit ki zamtarshi :D

ferze ar amqvs prblema, problemaa isaa rom "ar mchirdeba magram minda".
adre vwerdi kidec, shopingi chemi susti certilia, berishopingobs da tavs kargad grdznobs, me vshopingob da danashaulis grdznoba michndeba mashinac ki roca dzalian mschirdeba:(

Lord Vader said...

იჯდა ერთხელ დონა ქარანი და მიღებულ წერილებს კითხულობდა. ზოგს დიზაინერობა სურდა და რჩევას ეკითხებოდა. ზოგი შემოდგომის კოლექციას უქებდა. ზოგიც მისი პიროვნებით აღფრთოვანებას გამოხატავდა.
ბოლოს ერთი ქალის წერილი გახსნა - ქალბატონო ქარან, ესა და ეს პალტო მომეწონა, მაგრამ არ ვიცი მომიხდება თუ არა, ვიყიდო, რას მირჩევთ? - წერდა ის.
თუ კითხულობ შეიძინო თუ არა - არ უნდა შეიძინო, - მიწერა პასუხად დონა ქარანმა.

Keti said...

როცა ასე ძალიან გინდა, უნდა იყიდო :)
მეც მომწონს, მოგიხდება :)

ისე კი ნუ იფიქრებ, რომ გმართავს – უბრალოდ, შენს თავს საჩუქარი გაუკეთე :)

Clown said...

ლამაზია ^_^