Sep 12, 2010

"რკინის წესი"

ჩემ სპეციალობაში ერთი "რკინის წესი" არსებობს (მეიერის თანახმად)
8 საათი მუშაობა
8 საათი ძილი
8 საათი დასვენება
ხადანდან ამ წესს სტუდენტები სამ რვიანსაც ვეძახით და როცა ამბობენ კლიენტს სამი რვიანი აქვს დარღვეულიო, გასაგებია რა იგულისხმება.

გაგიკვირდებათ და ადამიანები რომლებიც ბალანსზე ასე თავდადებით საუბრობენ, თავად სრულიად "ობალანსში" ცხოვრობენ. აი გეტყვით სწავლა 8-8.30 ზე გვეწყება და 16:15 - 16:30 - ზე მთავრდება. ეს ყველაფერი მხოლოდ ლექციებია, ამ მასალას სწავლა ხომ უნდა? შესაბამისად 4-5 საათი კიდევ სწავლაზე გამოვყოთ. ახლა დავითვალოთ რამდენი საათი მოდის სამსახურზე - დაახლოებით 12 -13 საათი. ესეც დღის ნახევარი. სწავლის გარდა ხომ სხვა რამეებია კიდე ცხოვრებაში? პარტნიორი, მეგობრები, სახლი, დასვენება და ძილი, დანრჩენი დრო ამ ყველაფერზე ნაწილდება.

არ იფიქროთ რომ ვწუწუნებ, პირიქით რაც უფრო დატვირთულივ არ მით უფრო მეტი დრო მაქვს ყველაფრისთვის, უბრალოდ იმას ვამბობ რომ იგივე სიტუაცია გამოდის რაც 100 კილოგრამიანი ფისტნეს მწვრთნელი ასევე 100 კილოგრამიან კლიენტს რომ ეუბნება "წონა უნდა დაიგდოვო".

პ.ს. ორშაბათიდან ნევროლოგია გვეწყება. საინტერესო მაგრამ ძალიან რთული საგანია. იმედია შევძლებ და ჩვენ დღეს 24 საათიანს კი არა არამედ მინიმუმ 30 საათიანს გავხდით.

8 comments:

Clown said...

უსაქმურად რომ ვარ უფრო ცუდად ვგრძნობ თავს :შ :შ

მაგრამ საქმეც მღლის, ხოდა საერთოდ აღარ ვიცი რა მინდა :უსერ:


წარმატებები თომა :*

Kate said...

მშვენიერი განაწილებაა. სამწუხაროდ მანდ არ არის დათვალისწინებული ჯვებისა და ტრანსპორტის დრო.

toma said...

kate - ეგეც აგდანაცილებულია, მაგრამ ცოტა სხვანაირად ხდება დათვლა. ეს ზოგადი სურათია.
ტრანსპორტი - ძილიც შეიძლება იყოს, სამუშაოც და დასვენებაც გააჩნია თავად ადამიანი როგორ თვლის. ჩემთვის პირადად დასვენების მომენტია ტრანსპორტი.

Clown - უსაქმურობისაგან და საქამისაგან დაღლა სულ სხვანაირია. უსაქმურობისაგან მეც გადავრეულვარ, და ბევრი ჩემი ბლოგი უსაქმურობისაგან თავის დაღწევის საშუალება იყო, ისევე როგორც კულინარიით დაინტერესება.

აი საქმით რომ იღლები რაღაც სხვანაირი, კამყოფილი შეგრძნებაა. რომ რაღაც გააკეთე, სხვისთვის თუ არა შენთის მნიშვნელოვანი მაინც.

ნინგოგ said...

ძალიან, ძალიან კარგად არის დაწერილი, ყოჩაღ თამ.

Clown said...

@თომა, მართალი ხარ, რა სასიამოვნოა, როცა იღლები და ბოლოს სასტიკად კმაყოფილი რომ ხარ ^_^

undone said...

უი მეც გამომადგება ხო იცი სამომავლოდ ეს წესი ;)) ძაალიან ინწერესნა ;)

Kate said...

უჰ ჩემთვის ეგეც სამუშაოს ნაწილია სამწუხაროდ.

Keti said...

კარგი რამ არის 3 რვიანი, მაგრამ სადა არის მასე :))
მე ძილის რვიანს მარტო კვირაობით ვიცავ და შვებულებისას
სამუშაოს ყოველტვის
დასვენების საქმე ცუდად არის, რადგან შეიძლება სამუშაომ წაართვას დრო, სხვა შემთხვევაში კი მაინც ვერ ვგრძნობ თავს დასვენებულად