Sep 8, 2010

ცხოვრება გრძელდება

სახლიდან დილის შვიდ საათზე გასული და ნახევარ ქალაქ შემოვლილი ახლახანს მოვედი სახლში (5 საათია) , მაგრამ იმდენად საინტერესო დღე იყო არ შემიძლია დასვენების ნაცვლად ეს პოსტი არ დავწერო.

როგორც ჩემი წინა პოსტებიდან იცით, ამ კვირაში ორთოპედიას გავდივართ, და დღეს მთელი დღე ეძღვნებოდა ამპუტაციებსა და პროტეზებს. გვაჩვენეს (რად გვინდოდა არ ვიცი მაგრამ მაინც) როგორ კეთდება ამპუტაციები ამა თუ იმ ძვალზე, ასევე განვიხილეთ პროტეზები. აი ეს უკანასკნელი მომენტი ძალიან საინტერესო იყო, მითუმეტეს რომ რამოდენიმე პაციენტმა პატივი დაგვდო და მოვიდა ლექციაზე, არ დაეზარათ ჩენ კითხვებზე პასუხის გაცემა და მოგვიყვნენ თავისი ავადმყოფობის იტორია.

დღეს გავიგე რომ არსებობს პროტეზის ფორმა რომელიც მხოლოდ შვედეთშია აპრობირებული. სულ 200 პაციენტი ყოფილა მსგავსი პროტეზით. სამწუხაროდ დანარჩენი "ცივილიზებული" მოსფლიო ჯერ ჯერობით სკეპტიკურადაა განწყობილი ამ მეთოდის მიმართ, მაგრამ იმედია ეს ყველაფერი დროებით. მეთოდის სახელია Osseointegration და იგი შვედი მეცნიერის Per-Ingvar Brånemark ის მიერაა შემუშავებული. ამ მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებზე არ ვისაუბრებ ახლა, იმიტომ რომ მეეჭვება საინტერესო იყოს ჩემი მკითხველისათვის.

ის რაზეც ახლა მინდა დავწერო დღევანდელი ორი პაციენტია. ერთს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, ერთი ფეხი ამპუტირებული და მეორე ტერფზე მგრძნობელობა არ ქონდა საერთოდ. მეორე პაციენტს კი ვერცხლისაგან მიღებული სამსახურეობრივი ტრავმა ჰქონდა, მას ამპუტირებული ჰქონდა ერთი მლავი და მეორე ხელზე მხოლოდ ცერა თითის ნახევარი ჰქონდა დარჩენილი. ისეთი სიტუაცია იყო რომ უყურებ ამ ადამიანებს და ვერ გადაგიწყვეტია რომელს უფრო გაუმართლა, მას რომელსაც ხელები არ აქვს თუ მას რომელსაც ფეხები არ აქვს?! მათი მოსმენის შემდეგ კი მიხვდი რომ ორივეს გაუმართლა, გინდაც იმიტომ რომ ცოცხლები არიან და კვლავ შენარჩუბენული აქვთ ფუნქცია ერთს ხელებში, მეორეს ფეხებში. რომ მათ შეუძლიათ იფიქრონ. კი უარის თქმა უწევთ ბევრ რამეზე, რაც შეიძლება ტრავმამდე საყვარელი საქმიანობა იყო, მაგრამ მუდამ არის რაღაც რითიც შეიძლება დაინტერესდე ადამიანი, და ყველაზე მთავარი ინტერესის, ცნობისმოყვარეობის შენარჩუნებაა.

ორივე პაციენტი ამბობდა რომ ადრე არც კი ფიქრობდნენ როგორ შეიძლება იცხოვრო მსგავსი ტრამვით, ან ვინ იფიქრებს?! არც კი იცოდნენ რა რესურსები აქვს ადამიანს, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ მორალური, მაგრამ იმავდროულად ორივემ აღნიშნა რომ, რომ არა ის სოპეციალისტები რომლებიც მათ გვერდით იდგნენ ვერაფერს გახდებოდნენ, რომ არ იციან როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება. მოკლეთ რომ მოვჭრა, ვუსმენდი ამ ხალხს და მორიგი დასკვნა გავაკეთე, ჩემ სპეციალობაში მთავარი ის კი არაა ხელის პროტეზიან ადამიანს დაეხმარო დაჭრას ვაშლი, ჩაიცვას ტანსაცმელი და ა.შ. მთავარი ისაა რომ ასეთი ძიერი ტრავმის შემდეგ ცნობისმოყვარეობა გავუღვივოთ, რომ ვაჩვენოთ ცხოვრება გრძელდება და ადამიანს ფუნქციოირება შეზღუდული შესაძლებლობითაც შეუძლია, მთავარია ხელი არ ჩაიქნიოს და ძალა გამონახოს საკუთარ თავში!

11 comments:

2kija said...

მე მეთოდის დადებითმა და უარყოფითმა მხარეებმა დამაინტერესა მარტო )))

nino W said...

რა უცნაურია ტომუშკა, ზუსტად დღეს ვფიქრობდი შენს სპეცოალობაზე და მაინტერესებდა რომელი უფრო მნიშვნელოვანია ოკუპაციური თერაპევტისთვის – ანატომია–ორთოპედიის ცოდნა და ამგვარი დახმარრება ადამიანისთვის თუ მისი ფსიქოლოგიური დახმარება :))
..... სკაიპში შენ ვერ შემოდიხარ, მაგრამ კონტაქტი ხომ ხედავ სხვანაირიც

ნინო ჭ said...

არსებობს (როფლ)

Toma said...

anatomiis codna namdivlad aucilebelia, ortopediis saertod ara, magram gvatenian. adrec gitxari "konkurencias" imit umklavdebian rom rac sheidzleba meti sagani shegvatebnon.

fsiqologiuri daxmareba araa chveni pirdapiri movaleoba. amas specialuri fsiqologebi aketeben :)

Toma said...

2kija - პატარა კვლევაა, 1990 წლიდან იწყება და სულ 150 ადამიანს მოიცავს.

პროტეზის ეს ფორმა კბილის ჩასმის მსგავსია, ანუ ბურრავენ ძვალს, სვამენ ტიტანიუმის "ბუდეს" რომელიც მაგრად ჯდება ძვალში. ტიტანიუმის ბუდის ბოლოში არის გამონაშვერი- სპეცი, მისი სიგრძე სხვადასხვაა. ხოდა ამ სპეცზე ჯდება ასევე სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ფეხის პროტეზი.

რადგანაც ძალიან მცირე რაოდენობაა ავადმყოფების, შესაბამისად შედეგებიც საორჭოფოა. დადებითი მხარე ისაა რომ - ადვილად კეთდება და იხსნება. ერგონომიულია, ადვილია გადაადგილება, არ იწვევს დისკომფორტს.

როგორც გვითხრეს უარყოფითი მხარეები მხოლოდ და მხოლოდ თეორიულია რადგან ჯერ არცერთი მათგანი არ გამოვლენილა. ესენია - ინფექციის საშიშროება, წაბორძიკების და დაცემის საშიშროება - აი ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სახიფათოა რადგან ჯანმრთელი ძვლის ნაწილი შეიძლება დააზიანოს ინპლანტმა.
მეტი სერიოზული არაფერი მახსენდება.

Keti said...

ამ პროფესიის მქონე მეორე ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ :)
ძალიან რთული პროფესია მგონია – შენი მოწოდება უნდა იყოს, რომ შეძლო. თან ძლიერი უნდა იყო, რომ დაგეყრდნონ პაციენტები, დაგიჯერონ, რომ მათთვის ყველაფერი არ დამთავრებულა...

kanario said...

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო და მადლობა გადაგიხადო ფონტი რომ გაზარდე :)) ეს ისე...

იცი, ამ პოსტის კითხვისას, რატომღაც ბულგაკოვის "მამლიანი პირსახოცი" გამახსენდა... სხვანაირად მაქვს ჩარჩენილი გონებაში ეგ მოთხრობა. გადახედე მერე, თუ არ გაქვს წაკითხული...

toma said...

kanario - წაკითხული მაქვს :) არ დაიჯერებ და გუშინ პირველად მივხვდი რომ გასაზრდელი იყო შრიფტი, აქამდე არავის უთქვამს.

ქეთი- კიდევ რომელ ოკუპაციურ თერაპევტს იცნობ? ქართველია?

Keti said...

კი, ქართველია
ანა არგანაშვილი

toma said...

fb-ze gkavs megobrebshi?
davumegobrdebodi :)
sainteresoa chventan ra xdeba am specialpobis mxriv :)

Keti said...

უი, მეგობრებში არ მყავს
მაგრამ უნდა იყოს ფბ–ზე... ვნახო...
ძირითადად ვირტუალური ნაცნობები ვართ, ლიტერატურული ფორუმიდან :) როგორც ვიცი, ისიც უცხოეთში სწავლობდა