Sep 6, 2010

ნორმა და პათოლოგია, უცოდინარობა თუ ფულის კეთების საშუალება?!

ახალი კვირა ახალი საგნით იწყება.ორთოპედია, საბედნიეროდ ვაცნობიერებ ამ საგნის ცოდნის აუცილებლობას ჩვენს სპეციალობაში, მაგრამ სამწუხაროდ 4 დღე ძალიან ცოტაა იმისათვის რომ ასეთი მნიშვნელოვანი საგანი მართლა ისწავლო.

დღეს პირველი ლექცია გვქონდა და ძალიან საინტერესო რამეები გავიგე, განსაკუთრებით ბავშვის ძვლებთან და ჩონჩხის გავითარებასთან დაკავშირებით. ძალიან გამიკვირდა ერთი რამ, თურმე ის რაც ნორმად ითვლება და არ საჭიროებს ჩარევას, საქართველოში პათოლოგიაა სასწარაფოდ მასაჟებს საჭიროებს. ერთ-ერთ ასეთ პათოლოგიად მიჩნეულია ბავშვი რომ ფეხის ტერფებს შიგნით ადგავს, ანუ თითები წინ და გარეთ კი არ არის მიმართული, არამედ წინ და შიგნით. როგორც აგვიხსნენს ჯანმრთელ ბავშვებში ეს განპირობებულია ბარძაყის სახსარის თვისებურებაზე, რომელის თავიც არაა კარგად ჩამჯდარი კაპსულაში. მას შემდეგ რაც ბავშვი სიარულს იწყებს, სახსარიც ვითარდება და დაახლოებით 2-3 წლის ასაკში ბავშვი ფეხს ისე ადგავს როგორც "საჭიროა".

ამ (და კიდევ სხვა) ინფოს გაგების შემდეგ, გამიჩნდა კითხვა, მაშ რატომ უკეთებენ ბავშვებს კატასტროფულად ბევრ მასაჟს ამ მიზეზის გამო? დავიჯერო უცოდინარობასთან გვაქვს ადგილი? თუ მშვენივარდ იციან ყველაფერი მაგრამ უბრალოდ ფულს აკეთებენ მშობლებზე?

4 comments:

piccolina said...

საქართველოში სიახლეების შიში არის. ანუ სამედიცინო დარგშიც რაღაც ახალი თუ გაირკვა, არ აღიარებენ. სავეტსკი საიუზის დროს მიღებულ ცოდნას აწვებიან და იგივეს ასწავლიან მომავალ თაობებსაც, სამწუხაროდ

Keti said...

საინტერესოა
და ეს შედეგი გარანტირებულია? 2-3 წლის ასაკში ყველა მსგავსი "პრობლემის" მქონე ბავშვი ნორმალურად გაივლის?

toma said...

piccolina - ნამდვილად არ ვიცი რითი ასწავლიან.ასე მგონია რომ ჯერ ჯერობით კიდევ ძველი კომუნისთურ დროში განათლება მიღებული თაობა "რულს", ახალ თაობას ჯერ კიდევ არ უთქვამს თავის სიტყვა და შესაბამისად ცვლილებებიც არ ხდება. გარდა ამისა, ექიმი ერთია მაგრამ მშობლებთანაც საჭიროა მუშაობა. მაგალითად ჩემმა დამ სულ ძალით გააკეთებინა მასაჟები ბავშვებზე.

Keti - საქმე ისაა რომ ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს პათოლოგიური და შეიძლბა არ იყოს პათოლოგიური. პათოლოგიურ ვარიანტში რათქმაუნდა ჩარევაა საჭირო, მაგრამ არა პათოლოგიურში თავისით სწორდება ფეხიო.

Keti said...

ჩვენთან ალბათ თავებს იზღვევენ – ნებისმიერ შემთხევავში ერევიან