Sep 4, 2010

რა ლამაზი დღეააა :)

რა ლამაზი დღეააა! მზეეე, კარგი ჰაერი, სიგრილე და მოკლედ რომ ვთქვა ლამაზი დილა, იმედია დღეც!

ადრეც ვწერდი როცა მზე მაღვიძებს და ლურჯ ცას ვხედავ უკვე კარგად ვარ. ალბათ ამანაც განაპირობა რომ გამოცდაზე სრულიად ბედნიერი წავედი, ვიცოდი რომ დავწერდი. საკმაოდ დიდი ტესტი ერთ საათში დავწერე და თვთკმაყოფილი იდიოტის ღიმილით გამოვედი დარბაზიდან (იმედია დადებითი შედეგი მექნება ტესტში და ბევრი სისულელე არ ვწერე თორემ გადაბარება მომიწევს)

რა ლამაზია ყველაფერი როცა ადამიანი კარგად იწყებს დილას. ლამაზია ისიც რომ ორი აყროლებული ლოთი ერთმანეთს სიყვარულს უხსნის, და ისიც რომ ორი ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ტრამვაის გაჩერებაზე კოცნის ერთმანეთს. ლამაზია ისიც რომ პატარა შტერი ძაღლი ველოსიპედისტს უყეფს და ისიც თუ როგორ ცდილობს პატრონი მის დამშვიდებას. ისიც ლამაზია როცა ტრამვაიში მთელი ღამე ნამუშევარი ადამიანების სახეებს ხედავ. დაღლილ სახეებს, მივლენ სახლში ცოტას შეჭამენ და დაიძინებენ ალბათ, არადა რა სამწუხაროა - ასეთ ლამაზ დღეს ძილში გაატარებენ.



5 comments:

Clown said...

^_^

Keti said...

რამდენი პოზიტივია! :)

ყოველი დღეა ლამაზი, მთავარია დავინახოთ ხოლმე :)

Keti said...

გამოცდაზე კი წარმატებები!!! :)

toma said...

namdvilad masea. magram roca sul mudam stersul da dadzabul situaciashi xar, dznelia sul mcire pozitivs danaxac ki.

ნინო ჭ said...

ჰმ ტომუშკა, მე იცი როდის ვიწყებ ყოველ წვრილმანში პოზიტივის დანახვას?ყველაზე დიდი სტრესის შემდეგ :) ეს ერთადერთია რაც სტრესის დადებით მახარედ შეიძლება ჩაითვალოს :)