Sep 27, 2010

80% = No Motivation

35.5 ქულიდან მხოლოდ 29 (80%) ქულა ავიღე (გამსვლელი 65% იყო), არადა 100% -ისთვის ვიბრძოდი. ძალიან გავბრაზდი ჩემ თავზე, იმდენად რომ ტირილი მინდოდა, თუმცა მოვახერხე თავის შეკავება რადგან ლექციები მქონდა.

ადრე და ზოგადად დიდი ხანია ვწერდი ანატომიის გამოცდაზე რომელიც მეორედ გადავაბარე აგვისტოში. საგამოცდოდ მთელი ზაფხული ვემზადე. ჩემი წიგნები და რვეული ყველგან თან დამქონდა, და ერთი დღე არ გამიტარებია მათ გარეშე. კომუნისტი, კლასში ჩარჩენილი ბავშვივით ვისწავლე ყველაფერი. თუმცა არა ეს საგანი ხომ არ გამახარებს!!

ამ 80% მთლიანად დამიკარგა მოტივაცია, იმდენად დამიკარგა რომ ჩემთვის აქამდე საინტერესო ნევროლოგიის კურსსაც კი ვერ ვუდებ გულს. არადა გამოცდა მაქვს შაბათს, მაგრამ იმდენად ცუდად ვარ რომ ვერ ვახერხებ ვერაფერს. თუ ამდენი სწავლის შემდეგ ასეთი ცუდი შედეგი მივიღე, რაღა აზრი აქვს ამ ყველაფრისთვის თავის მოკლვას?!

2 comments:

Keti said...

რა თქმა უნდა, აქვს აზრი!
განა იმიტომ მიიღე 80%, რომ ნასწავლი არ გქონდა, ჩათვალე რომ ეს ნერვიულობის გამო მოხდა. მახსოვს, როგორ ნერვიულობდი და ეს რა თქმა უნდა, მოქმედებს. ცოდნა ხომ შენთან რჩება...
თან 80 % ცუდი შედეგი სულაც არ არის, როცა გამსვლელი 65-ია...
ნუ დაკარგავ მოტივაციას, შენ ხომ საქმისთვის სწავლობ და არა ციფრებისთვის :* არ მოიწყინო :)

უბრალოდ said...

კაი რა ტომუშკა არ დანებდე!