Aug 27, 2010

Sachertorte - ავსტრიელთა სიამაყე :)

დღეს გთავაზობთ ძალიან ტრადიციულ ავსტიული ნამცხვრის რეცეპტს. ნამცხვირს ისტორია 18 -19 საუკუნეებიდან იწყება და დღესაც კი ერთ -ერთი ყველაზე მტად პოპულარული ტკბილეულობაა.

სანამ მომზადებას დავიწყებთ გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ავიღოთ მრგვალი ფორმა 22-26 სმ დიამეტრის, ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი. ახლა კი დავიწყოთ ბაზის მომზადება :)

ბაზა:
1. 150 გრ ძალიან დარბილებულ აკრაქს ავურიოთ 75 გრამი შაქრის ფხვნილი, დავამატოთ ცხრა კვერცხის გული სათითაოდ. კარგად ავურიოთ და დავამატოთ წინასწარ დამდნარი 150 გრამი შავი შოკოლადი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ.

2. 9 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ძალიან კარგად, დავამატოთ 75 გრამი შაქრის პუდრა და ბეზ გავაკეთოთ. ავურიოთ შოკოლადიან მასას.

3. ავიღოთ 120 გრამი ფქვილი და 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი და ნელ ნელა შევურიოთ მასას. როცა შევაზელთ კარგად ამოვურიოთ და ჩავასხათ რომაში, გამოვაცხოთ 50 წუთი.

სანამ ნამცხვარი ცხვება მოვამზადოთ მინანქარი: ავიღოთ პატარა ქვაბი და ჩავასხატ 50მლ წყალი, 5 მლ ძმარი და 60 გრამი შაქრის ფხვნილი. ეს მასა რომ ადუღდება გადმოვდგათ გაზიდან დავამატოთ 150 გრამი წვრილად დატეხილი შავი შოკოლადი. კარგად და ჩქარა ვურევთ რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. შემდეგ დავამატოთ 50 გრამი კარაქი და ესეც ჩქარ ჩქარა ამოვურიოთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მივიღოთ.

როცა ბისკვიტი მზად იქნება, გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაცივოთ. როცა გაცივდება გავჭრათ შუაზე და დავასხათ შემდეგი მასა : ქვაბში ავადუღებთ 200 მლ ატმის ან გარგარის ჯემს. ამ მდუღარე მასის ნახევარს მოვასხავთ გაჭრილი ტორტის ერთ ნაწილს, მერე დავადებთ მეორე ნაწილს (გამომცხვარი ზედაპირი ქვემოთ) და მეორე ნახევარსაც ზემოთ მოვასხავთ.
შევდებთ მაცივარში ერთი საათით. როცა დრო გავა დროა ჩვენი მინანქარი გამოვიყენოთ. ნამცხვრის გვერდებზე და თავზე კარგად გადააანაწილებთ მინანქარს და შედებთ მაცივარში ისევ ერთი საათით.


გემრიელად მიირთვით :)

6 comments:

imagino said...

აუ როგორ მშურს იმის,ვინც შენთან ერთად ცხოვრობს :D

Toma said...

:D madlobt komplimentisatvis :)

p.s. nu shegshurdeba medals mxolod erti da es tkbili mxare ar aqvs, meorec aqvs romelic am blogze ar icereba :D

ნინო ჭ said...

მინანქარი ძმრით პირველად აქ გავიგე ტომუშკა.
ისე კაი საწვალებელი კი ჩანს, მაგრამ ვარდიოო უეკლოდოო..

Clown said...

მმმ. რა გემრიელად გამოიყურება :შ

Toma said...

ძმარის დანიშნულება არც მე მესმის.
მაგრამ კარგი გამოვიდა.
არ გამხმარა მინანქარი, ნაზია მაგრამ არც ისეტი რომ ჩამოითხლაწოს.

Lord Vader said...

სათაური მიხედვით კენგურუზე პოსტს ველოდი... :(